Jump to content
Planeta.Ge

გაუშვებთ თუ არა შვილებს ჯარში?


გაუშვებთ თუ არა შვილებს ჯარში?  

14 members have voted

  1. 1. გაუშვებთ თუ არა შვილებს ჯარში?

    • დიახ
      7
    • არა
      7


Recommended Posts

დიტოს კი ვეთანხმები პათოსში, მაგრამ ჯარი სახელმწიფოს მსახური არაა, ჯარი სამშობლოს მსახურია.

 

არ გეთანხმები არაფრით და სახელმწიფო სამსახური რომ იყოს ირაკლი,ესე არ დაიკიდებდნენ ამ ხალხს.

 

ამათ ეს ძალოვანი სტრუქტურები საკუთარი თავების დასაცავად უნდათ მხოლოდ.

 

კარგი მაგალითი იყო ეს ომიც.როცა მშვიდობიანი მოსახლეობა მტერს შეატოვეს თავის სამხედრო ტექნიკასთან ერთად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

ბაზარი არაა. მაგაზე დაგიწერე კიდეც რო პათოსში გეთანხმები თქო. კიდეც შეატოვეს და მერე კიდეც ნაწილი დეზერტირებად გამოაცხადეს და დაიჭირეს თვითონ დეზერტირებმა და ნაწილი ჯარიდან გაყარეს, ზატო ეხლა მთლიანად ნაცმოძრაობის ხელშია გადასული ჯარის დაკომპლექტება. უპრობლემოდ და უკონკურსოდ იყვანენ ე.წ. "კონტრაქტნიკებად" ისეთ ხალხს, რომელთა ერთადერთი მოტივაცია ფულია, ცხოვრებაში ხელში იარაღი არ სჭერიათ და პირველივე ტყვიის გასროლაზე უკანმოუხედავად გაიქცევიან.

აი ორი დღის წინ სამი ცალი ეგეთი მიიღეს, ჩემი საცოლის ახლო ნათესავები. ისეთი ხალხი რო 24 საათი ქუჩაში ბირჟაობდნენ. პლანს ეწეოდნენ და დასალევზე ჩალიჩობდნენ, ჯარი და თოფი თვალით არ უნახავთ და სამხედრო ბილეთები თავის დროზე კათედრებზე აქვთ პროსტა აღებული ინსტიტუტებში. მაქედან ორი მე მეხვეწებოდნენ სამსახურში მოგვაწყე სადმეო და სულ წუწუნებდნენ. ისეთი გახარებულები არიან ეხლა უნდა ნახო რა, 800 ლარიდან ზემოთ უწევთ ხელფასის აღება ხელზე და ეგ უხარიათ.

 

ხოდა ეს ყველაფერი მე შენზე უკეთ ვიცი დიტო, იმიტო რო აქ ვარ და ვხედავ ყველაფერს, მარა მაინც გავუშვებ შვილს, იმიტო რო მტერი რო შემოვარდეს ვიღაც ხო უნდა დახვდეს და გაუწიოს წინააღმდეგობა? ეგენი თუ წითელ ხიდზე გაქუსლავენ რა ვქნა, მეც კუდში დავადევნო შვილი? ჩმორად ვერ გავზრდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა ეს ყველაფერი მე შენზე უკეთ ვიცი დიტო, იმიტო რო აქ ვარ და ვხედავ ყველაფერს, მარა მაინც გავუშვებ შვილს, იმიტო რო მტერი რო შემოვარდეს ვიღაც ხო უნდა დახვდეს და გაუწიოს წინააღმდეგობა? ეგენი თუ წითელ ხიდზე გაქუსლავენ რა ვქნა, მეც კუდში დავადევნო შვილი? ჩმორად ვერ გავზრდი.

 

 

ირაკლი,აქ მორალზეა საუბარი და მტერი თუ შემოვიდა კაცები ისედაც აიღებენ იარაღს და დაიცავენ ქვეყანას.

 

 

აი ამ თემას გადაავლე აბა თვალი თუ არ გახსოვს.

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=27102

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

რომელ იარაღს? :) მე მაგალითად არ მაქვს იარაღი და აგვისტოს ომის დროს კომისარიატში რომ მივედი მოხალისეობაზე უარი მითხრეს. ჯარი უბრალოდ საშუალებაა რო კაკრაზ ეგ იარაღი გეჭიროს ხელში, ხოდა ჩემს შვილს ეგ თუ მოუნდება ნაღდად ვერ დავუშლი თქო, ამის თქმა მინდოდა.

მსოფლიოს ისტორიაში ომების ნახევარზე მეტი გაყიდული და პროჭული იყო, მთავრობების კიდევ უფრო დიდი ნაწილი იყო უფრო პროჭული და უფრო გაყიდული :givi: მაგას ვერასოდეს წაუვა კაცი და ამით არც იმ ადამიანების ვაჟკაცობას ადგება ჩრდილი, ვინც იმისდამიუხედავად გაიწირა უაზროდ, რაზეც შენ ლაპარაკობ და ვერც მაგის გამო მე ვერ დავუშლი შვილს ჯარში წასვლას, თორე ეგრე, მშობლის პოზიციიდან მე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და დაცული ჯარისთვისაც არ მემეტება შვილი. რომელ მშობელს უნდა სიკვდილის რისკზე გაუშვას თავისი შვილი?! და ეჭვი მეპარება მშობელი ამ სიკვდილის 20%-იან რისკზე ნაკლებად ნერვიულობდეს, ვიდრე 90%-იანზე. იმიტო რო ყველაფერი ერთი ტყვიაა და ერთ წამში მთავრდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

 

ხარაშო,იასნია. :givi:

 

აი გეყოლოს შვილი და მერე ვიბაზროთ ამაზე დამატებით.ნუ თუ კიდევ ესეთი ხელისუფლება გვეყოლება იმ შემთხვევაში ვამბობ.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...