planetanews Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 http://fc06.deviantart.net/fs70/f/2010/006/4/f/Steven_Gerrard_by_Recoobic.png პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩი ბლექბერნთან, ლივერპულის კაპიტნისთვის 550-ე იქნება კარიერაში… Ewood Park-ზე 16 საპრემიერლიგო მატჩიდან ლივერპულმა მხოლოდ 5 მოიგო. 6 ფრედ დასრულდა და 5-ჯერაც მარცხი იგემა. ბოლო შეხვედრა კი ბლექბერნთან ენფილდზე, ოქტომბერში 2-1 დასრულდა. სოტირიოს კირგიაკოსის გოლს ჯეიმი კარაგერის ავტოგოლი მოჰყვა, რამოდენიმე წუთში კი ფერნანდო ტორესმა გამარჯვების გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა… აღსანიშნავი სტატისტიკაა, რომ ლივერპულს ბოლო 7 მატჩი არ წაუგი ბლექბერნთან. ამავდროულად ლურჯ-თეთრებს ბოლო 20 მატჩში ყველა ტურნირის გათვალისწინებით მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს წითლებთან. მხოლოდ პრემიერლიგაში კი ბოლო 24 მატჩიდან ერთხელ მიაღწიეს წარმატებას. ლივერპულის ამჟამინდელი მენეჯერი როი ჰოჯსონი 1997/98 წლებში ბლექბერნს ედგა სათავეში და 62 ჩატარებულ შეხვედრიდან 22 მოიგო, ამდენივე წააგო და 18 მატჩიც ფრედ დასრულდა. მას შემდეგ რაც სემ ელერდაისის ხელმძღვანელობით ბლექბერნმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ 3 თამაში მოიგო, ელერდაისი გაანთავისუფლეს. ახლანდელი მწვრნთელის, სტივ კინის მოსვლის შემდეგ კი უკვე ორი შეხვედრა დათმეს Ewood Park-ზე. როი ჰოჯსონის ლივერპულმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 გასვლითი მატჩი მოიგო და ორივე ჩრდილო-ინგლისელებთან, ბლექბერნი შესაძლოა შემდეგი იყოს. თუმცა ჯერჯერობით როის Ewood Park-ზე ჩატარებული 3 შეხვედრიდან გამარჯვება არც ერთი არ მოუპოვებია. ფერნანდო ტორესს კი ბლექბერნთან მხოლოდ 4 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ უკვე 5 გოლი აქვს ანგარიშზე, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ენფილდზე აქვს აღებული მათ კარი… აღსანიშნავია ელ ნინიოს ულამაზესი გოლი , რომელიც საბოლოოს 2009 წლის საუკეთესო გოლად დასახელდა… (ვიდეოს გთავაზობთ სტატიის ბოლოს) ტრამვირებულები: ლივერპულს უკვე “სტაჟიანი” ტრამვირებუები, სპირინგი და კარაგერი კვლავ დააკლდებიან, მათ სიას კი რაულ მეირლეშიც შეუერთდა, რომელმაც ბოლტონთან მატჩის პირველივე ნახევარში კოჭი დაიზიანა. წითლების სარეზერვო მეკარე ბრედ ჯონსი ავსტარილიის ნაკრებთან ერთად აზიის თასზე მონაწილეობს, რის გამოც მის ადგილს სათადარიგოთა სკამზე სავარაუდოდ პიტერ გულასკი დაიკავებს. ბლექბერნს კი ენდრიუსი, გრელა, ემერტონი, ჰანლუ, ჯონსი, ნ’ზონზი, რობერტსი და რობინსონი დააკლდებიან ტრამვების გამო. 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით კი კალინიჩი გამოტოვებს მატჩს. და ბოლოს, თუ სტივენ ჯერარდი მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ მატჩში, ეს იქნება მისი 550-ე თამაში წითელი მაისურით და იგი შევა საუკეთესო ათეულში ლივერპულში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით. აღსანიშნავია რომ გამოთვლილი სტატისტიკით, რომ რა ჯერარდის საგოლე გადაცემები და გოლები, დღეს ლივერპული 19-ე პოზიციაზე იქნებოდა პრემიერლიგაში… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts