planetanews Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 http://s004.radikal.ru/i207/1101/16/c1a45732b607.jpg პატარა შესვენების შემდეგ ისევ გრძელდება “ფენიქსის” ისტორია ჩვენს საიტზე (ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის) - ჯოჯოხეთში შევხვდებით მაკენზი! ჯოჯოხეთში!- არა! არა!მხარზე ვიღაცის ხელის მორტყმამ გამომაღვიძა და როდესაც თვალები ავახილე წინ როის და პიტის სახეები შემეფეთა.- კარგად ხარ ჯონ? – მკითხა პიტმა რომელსაც ხელში “The Times” – ის გაზეთი ეჭირა.- რატომ მეკითხები?- ძილის დროს რაღაცეებს ბოდავდი და ცოტა შეგვაშინე – ჩაერთო საუბარში როი- არა არაფერია. კარგად ვარ უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე- ვეჭვობ ამის ნახვის შემდეგ უფრო ცუდი სიზმრები შეგაწუხებს. წაიკითხე. – პიტმა გაზეთის ყდა ფართოდ გაშალა და მაშინვე თვალში მეცა დიდი წითელი ასოებით დაწერილი ფრაზა “ ფენიქსი იძებნება “გამოვტაცე ხელიდან გაზეთი პიტს და მაშინვე მეორე გვერდზე გადავშალე სადაც ამ ფრაზებისადმი მიძღვნილი ვრცელი სტატია ეწერა:“ საზარელი ფაქტი მოხდა გუშინ ენფილდ როუდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ლივერპულსა და მანჩესტერს შორის მატჩის დასრულების შემდეგ ორივე კლუბის ფანები ენფილდ როუდის “ჩიხში” შეიკრიბნენ და ერთმანეთი უმოწყალოდ ცემეს. პოლიციამ სწრაფი რეაგირება ვერ მოახდინა და ხულიგნების ჩხუბის შედეგად 17 წლის პიტერ პარლოუ მოკლეს. მკვლელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და როგორც გამომძიებელი ჯოშუა პრატონი იტყობინება მკვლელის შესახებ მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ მას ჯონი ჰქვია ზედმესახელად “ფენიქსი” და მისი სავარაუდო ასაკი 17-18 წელია. ეს ინფორმაცია გამოძიებას დაკავებულმა ლივერპულის ფანმა მიაწოდა და მისივე განცხადებით სხვა არაფერი არ იცოდა მის შესახებ, რადგან ახალი გაცნობილი ჰყავდა იგი. ასევე, ამ ფანთან ერთად პოლიციას დაკავებული ყავს მანჩესტერის სამი ფანი. გამოძიება გრძელდება და როგორც გამომძიებელი პრატონი გვპირდება საქმე მალე გაიხსნება და დამნაშავეს მალე მიაგნებენ. ახალ დეტალებს “The Times” შემდეგ გამოცემაში გაგაცნობთ. “როდესაც დავამთავრე სტატიის კითხვა გაზეთი დავკუჭე, კუთხეში მოვისროლე და ანერვიულებული სახით გადავხედე როის და პიტს. მათაც ეტყობოდათ, რომ ამ სტატიით არანაკლებ აღელვებულები იყვნენ.- ნაბიჭვარი! ნეტავ ვინ ჩამიშვა?!- არ ვიცით, მაგრამ რომ გავიგებთ …- არა როი არა! ამიერიდან მე უნდა გავაგრძელო მარტო. აქ არის თქვენი ბოლო გაჩერება. ამის შემდეგ თქვენთვის გზა აღარ გადის.- რაა?!- მათ არ იციან, რომ თქვენ ჩემთან ერთად ხართ და ამის არანაირი ეჭვი არ აქვთ. სანამ დროა უნდა გაცილდეთ აქაურობას. მადლობელი ვარ აქამდე, რომ მხარში მედექით, ამას სიცოცხლის ბოლომდე დაგიფასებთ.- შენ რა გაგიჟდი?! შენ რა გგონია აქამდე მოვალეობას ვიხდიდით, რომ გეხმარებოდით? ჯონ მიკვირს შენგან ასეთი ლაპარაკი. ბავშვობიდან ძმაკაცობას ეს არ უსწავლია, რომ გაჭირვებაში ერთმანეთი მივატოვოთ. ან ამას, რომ დავანებოთ თავი – ამის თქმისას პიტმა როის გადახედა – ჩვენ ერთი სიყვარული გვაერთიანებს. გუნდის ფანობა ეს ხომ სხვა ფენომენია. ვერავინ ვერ შეწვდება ამ სიტკბოებას რასაც გუნდის ფანობა ქვია სანამ ძმაკაცის მხარში დგომას არ ისწავლის. აქამდე ჩვენ ასე მოვედით, ერთმანეთის მხარში ამოდგომით და ახლა რას მებუნები? ბავშვობიდან ამაზე არ ვოცნებობდით, რომ ლივერპულის გულშემატკივრებიდან ნამდვილ ფანებად ჩამოვყალიბებულიყავით?- პიტი მართალია ჯონ. ჩვენ შენ გჭირდებით. – მხარი აუბა მას როიმ- თქვენ ვერ გამიგეთ. მე ფანობაზე უარს კი არ ვამბობ, მე არ მინდა, რომ ამ საქმეში თქვენც გაგრიოთ.- ორივე მზად ვართ ამისთვის. ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მინდა! – პიტი მომიახლოვდა, როისაც უხმო და ორივე ერთად გადამეხვივნენ.ასე ჩახუტებულები ვიყავით, როდესაც როიმ “YNWA” – ს სიმღერა დაიწყო.აქამდე ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს სიმღერა საფეხბურთო მოედნების, განსაკუთრებით კი ენფილდის გარდა სხვა გარემოსაც თუ ასე მოუხდებოდა. მეგონა, რომ ეს სიმღერა ჩემთვის იყო დაწერილი, რადგან ძალიან შეეფერებოდა ჩემს ახლანდელ მდგომარეობას. თითქოს შეეგრძნო ეს მის ავტორს და ისიც გვერდში მიდგებოდა როისთან და პიტთან ერთად. მთელი სიმღერის განმავლობაში ტანში მაჟრიალებდა და როდესაც დავასრულეთ სიმღერა სიტყვებით “You’ll Never Walk Alone” ცრემლები ვეღარ შევიკავე და ისევ მაგრად ჩავეხუტე მათ.- მე თქვენ მიყვარხართ ბიჭებო!- კაი ხო ნუ გაპედერასტდები – სიცილით თქვა პიტმა და მას როისთან ერთად მეც ავყევი.ფეხზე დგომისგან დაღლილებმა ფეხების დასვენება გადავწყვიტეთ. მე ისევ ძირს დაფენილ ლეიბზე ანუ “საწოლზე” წამოვწექი, როი და პიტი კი სკამზე დასხდნენ. წამოვწექი თუ არა ფიქრებით გუშინდელ დღეზე გადავეშვი. ხომ არ ჩავბარდე პოლიციას? არამგონია სწორი არჩევანი იყოს, მაგრამ ამით ხომ როის და პიტს ვიხსნი. მაგრამ არა მათ ხომ უკვე გამოხატეს თავიანთი მყარი პოზიცია ამ საკითხისადმი. არ ჭირდებათ მათ არანაირი ხსნა, ისინი ბოლომდე ჩემს გვერდში ყოფნას აპირებენ, ხოდა ასეც იყოს. ფიქრებმა აღარ მოისურვეს გუშინდელ დღეზე გაჩერება და ახლა წაკითხულ სტატიაზე მიმანიშნეს. მეც ჩავუღრმავდი ამ ფიქრის “მასალას”. ნეტავ ვინ არის ის ნაბიჭვარი რომელმაც გამწირა? რომელმა ლივერპულელმა გამიმეტა? “ფენიქსის” სახელით ხომ ბევრი არ მიცნობდა, ესეიგი ვინმე “პაბის ბიჭი” იქნებოდა. ამის გაგებდა უფრო ადვილი იქნებოდა ჯო ჰოლოვეი, რომ მენახა, მაგრამ მასთან შეხვედრა, ჩემთვისაც და მისთვისაც საშიში იყო. ლივერპულში ხომ აქამდეც ბევრი პოლიციელი დადიოდა და ჩემი ჩადენილი დანაშაულის შემდეგ უფრო გაძლიერდა მათი “თარეში”. ცნობისმოყვარეობა მკლავდა თუ ვინ ჩამიშვა, მაგრამ უნდა მომეცადა.- არ გშია? – ფიქრები გამიფანტა როიმ- კი- აიღე – პური და ძეხვი გამომიწოდა როიმ.გამოვართვი გამოწოდებული “საჭმელი” და პური ჩავკბიჩე თუ არა მაშინვე საშინელი გრძნობა დამეუფლა. ამ პურმა გუშინდელი დღე გამახსენა როგორ უმოწყალოდ ეგდო გასისხლიანებული ბიჭი ძირს და როგორი ნაღველი შეიმჩნეოდა მაშინ მის სახეზე. ისიც ხომ ჩემნაირი იქნებოდა. ეყოლებოდა დედ-მამა, და-ძმა, იცხოვრება ტიპიურ ინგლისურ სახლში, ტიპიურ ინგლისელებთან ერთად. ეყოლებოდა მეგობრები, ვისთანაც ლაყბობა და მთელი დღე უსაქმურად ქუჩაში დგომა ყველანაირ სხვა გასართობს ერჩივნა, გარდა ფეხბურთისა. საღამოობით დაბრუნდებოდა სახლში, ოჯახთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, ძილის წინ აკოცებდა ყველა ოჯახის წევრს და დაწვებოდა დაიძინებდა. მეორე დღეს ისევ გაიღვიძებდა და ისევ იგივენაირად თითქოს ფურცელზე დაწერილი სცენარით გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება, მაგრამ ახლა აღარ. მე ეს ფურცელი გადავხიე, ნაკუწებად ვაქციე და შესაბამისად აღარც სცენარი არსებობს. რა უფლება მქონდა მე ვიღაც “ფენიქსს” სხვას ცხოვრება რომ წავართვი? ვინ ვარ მე? არავინ! მეტიც, არარაობა! უსინდისო ყოფილხარ ჯონ. ყოველივე ამის შემდეგ თავს უფლებას აძლევ, რომ ჭამო კიდევაც? ის ბიჭიც ხომ ამ პურს ჭამდა, ამ პურით გაიზარდა, ახლა კი შენ მისი გამზრდელის ჭამასაც კადრულობ? … მეზიზღები ჯონ მაკენზი!- პიტი სად წავიდა? – პურის გვერდზე გადადების შემდეგ ვკითხე როის- გარეთ გავიდა საჭმლის და სასმელი წყლის მოსატანად- საშიში არ არის?- კი, მაგრამ შიმშილობაც და უწყლობაც საშიშია- ხო – ძლივს გადავყლაპე პირში ჩარჩენილი ბოლო ლუკმაროის ვუყურებდი და ჩემი თავის მიმართ ზიზღი უფრო მატულობდა. ჩემი საქციელის გამო როი და პიტიც საფრთხის ქვეშ არიან. არა მაინც რატო მოხდა ასე? იქნებ ღმერთი ნაწყენია ჩემზე? ნამდვილად ნაწყენია თორემ ასე ხომ არ გამიმეტებდა. ჩემი ბრალი ხომ არ იყო ეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ მაინც მე ადამიანი გამოვასალმე სიცოცხლეს. იმ სიცოცხლეს რომელიც ღმერთმა არგუნა. ახლა ალბათ მისგან პატიების იმედიც არ უნდა მქონდეს.ოთახში სიჩუმე გარედან შემოსულმა ვიღაცის ფეხის ხმამ დაარღვია. მე და როი გავფითრდით.- ჯონ მაკენზი ხელებაწეული გამოდი გარეთ – გარედან მოისმა ხმა- წადი შენი! შემოეთრიე! – ანერვიულებული სახე ისევ დამიწყნარდა- მეც მოვედი – ოთახში გაღიმებული პიტი შემოვიდა, რომელსაც ერთ ხელში პარკი მეორეში კი ბოთლი ეჭირა.- რა ხდება გარეთ? – ვკითხე მე, როდესაც პარკი და ბოთლი ძირს დადო.- არაფერი უბრალოდ ბევრი პოლიციელია.- ხომ არ იეჭვეს რამე?- არა. ყველაფერი რიგზეა. მაცალე ჭამა.ვჭამდით, როდესაც წყლის დალევა მომინდა. ბოთლს სახურავი მოვხადე, მაგრამ ხელიდან დამისხლტა და ბნელ კუთხეში, არც თუ ისე პატარა ღრიჭოში შეგორდა.- ფუ შენიამით გაღიზიანებული, ავდექი და იმ კუთხესთან ჩამოვჯექი. ხელი შევყავი თუ არა ღრიჭოში მაშინვე ვიგრძენი რკინასთან შეხება. გამიკვირდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და თავსახური გამოვიღე. ცნობისმოყვარეობამ დამძლია და როდესაც დავიბრუნე თავსახური ისევ შევყავი ღრიჭოში ხელი. გაჭედილი იყო რკინის საგანი და ამიტომ მაგრად მომიხდა მიწოლა. ბევრი წვალების შემდეგ როგორც იქნა სუფთა ჰაერზე გამოვიტანე იგი და როდესაც დავხედე გავოგნდი. ეს იარაღი იყო. თვალებს ვერ ვუჯერებდი. რა უნდოდა აქ იარაღს? ვინ დადო? სწორედ ეს კითხვები მაწუხებდა და მეგონა, რომ პასუხი როისთვის უნდა მომეთხოვა.- არ ვიცი ჯონ ალბათ … არ ვიცი. ჩემ ძმას ამასთან არაფერი საერთო არ აქვს დარწმუნებული ვარ.- მეც ეგრე მგონია. ალბათ სხვა ვინმე ცხოვრობდა აქ … ამას რა ვუყოთ? – ხელით ავწიე იარაღი- ისევ დავდოთ იქ სადაც იდო. რა იცი იქნებ გაჭირვებისას გამოგვადგეს – თქვა პიტმა- კარგი ასე იყოს, მაგრამ ამას არცერთი ჩვენგანი არ გამოყენებს! მხოლოდ თავდაცვის მიზნით ან გამოუვალ სიტუაციებში. – იარაღი ისევ ღრიჭოში შევდე და ისევ ლეიბზე წამოვწექი.გუშინდელ დღეზე ფიქრები უკვე მომაბეზრებელი ხდებოდა ჩემთვის, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამეთვითცნობიერებინა თუ რა დავაშავე. ყველაფერს მაინც ძილი მერჩივნა … View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts