planetanews Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/gilauri-150x150.jpgპრემიერ მინისტრის შეფასებით, 2010 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთული, თუმცა წარმატებული აღმოჩნდა. მთავრობის სხდომაზე გილაურმა განცხადა, რომ 2010 წელს ეკონომიკური ზრდა ბევრად უფრო მაღალი იყო ვიდრე ელოდებოდნენ. მისი თქმით, ამასთან ერთად, მაღალი იყო ინფლაციური წნეხიც. ,,2010 წელს ინფლაციური წნეხიც მაღალი იყო, რამაც გარკვეული უარყოფითი ეფექტი იქონია საზოგადოებასა და ეკონომიკაზე. ჩვენი მთავარი ფოკუსი, განათლება, ჯანდაცვის სექტორი და ეკონომიკური კურსი იყო და 2011 წელსაც იგივე გაგრძელდება,”- განაცხადა გილაურმა. პრემიერ მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ქართველ ხალხს მთავრობის სახელით, ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ყველას წარმატებული წელი უსურვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts