planetanews Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/irma-inaSvili-150x150.jpgჟურნალისტი ირმა ინაშვილი მოძრაობა “თეთრების” ლიდერს თემურ შაშიაშვილს უპირისპირდება. ინაშვილის მტკიცებით, შაშიაშვილმა მთელი რიგი დაპირისპირებები გააჩაღა. ჟურნალისტმა პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ლიდერს, პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, შემდეგი სიტყვებით მიმართა: “მე გეუბნებით, რომ თქვენ ავრცელებთ ჭორებს, რატომ არ ეუბნებით ჟურნალისტებს, რატომ ხლართავთ ჭორებს. არანაირი სურვილი არ მაქვს სკანდალების, მაგრამ თქვენ გაავრცელეთ ჭორი, რომ ვითომ “წინააღმდეგობის მოძრაობას” აფინანსებს პაატა შევარდნაძე. ეხლა აბრძანდით, ჩადით მეტროში, ადით ავტობუსში და ყველას გააგებინეთ, რომ ირმა ინაშვილს პაატა შევარდნაძესთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს და მას არავინ დაუფინანსებია,” – განაცხადა ინაშვილმა. ინაშვილის საუბრიდან ირკვევა, რომ შაშიაშვილმა გუშინ დაურეკა სახალხო წარმომადგენლობითი კრების წარმომადგენელს გოგი ქავთარაძეს და სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ მას ზაზა პაპუაშვილი და შოთა გურჯიძე ლანძღავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შაშიაშვილი ქავთარაძის პოზიციას დადებითად აფასებდა სახალხო კრებასთან დაკავშირებით, გამართულ პრესკონფერენციაზე, აღნიშნული ფაქტის შემდეგ აღნიშნა, “ქავთარაძეს უკადრებელი უკადრებიაო”. შაშიაშვილი ინაშვილის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მორიგი შეტევაა და აუცილებლად გაუმკლავდება. ხმამაღალი დაპირისპირების მიუხედავად, ინაშვილმა შაშიაშვილი, რადიო “ობიექტივში” დებატებზე მიიწვია. წინასწარი ინფორმაციით, დებატები რადიო “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში 18:00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts