planetanews Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/patim-2-150x150.jpgდღეს, მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლება სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალური საბჭოების გუშინდელი გადაწყვეტილების საფუძველზე 27-მა პატიმარმა საპყრობილე დატოვა. დღეს კი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ დადებითად 5 პატიმრის საქმე გადაწყვიტა.კომისიის წლის პირველი სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომისიის თავმჯდომარის გიორგი მაკასარაშვილის განცხადებით, პატიმრები საპყრობილეებს ორი დღის ვადაში დატოვებენ.“ყველა იმ პატიმრის საქმეზე, რომელთა გათავისუფლების თაობაზეც დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალურმა საბჭოებმა იმსჯელეს, თუმცა ზეპირი მოსმენით მათი ვადაზე ადრე გათავისუფლება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს”, – განმარტა მაკასარაშვილმა.შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში, ვადაზე ადრე სულ 55 პატიმარი გათავისუფლდა, მათ შორის 6 ქალია და 4 კი არასრულწლოვანი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts