planetanews Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/zRva-150x150.jpgეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, “ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში” სასტუმროების მშენებლობით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განაცხადების მიღების ვადა 2011 წლის 28 თებერვლამდე გააგრძელა. ამის შესახებ, დღეს განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ.მისივე განმარტებით, მომავალ კვირაში გაიმართება სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა, სადაც ქობულეთში ე.წ. ფიჭვნარის ტერიტორიაზე სასტუმროების აშენების მსურველი ინვესტორები გამოვლინდებიან.ქობალიას ინფორმაციით, “ქობულეთის ტურისტულ ზონაში” სასტუმროების აშენების სურვილი ოფიციალურად 50-ზე მეტმა კომპანიამ უკვე დააფიქსირა. მათ შორის არიან უცხოელი ინვესტორესბიც. შეგახსენებთ, რომ სამთავრობო კომისიამ უკვე გამოავლინა 8 ინვესტორი, რომლებმაც ქობულეთში 15 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ პროექტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად, ისევე როგორც ანაკლიაში. დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ. ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts