shavlego91 Posted January 7, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2011 ედუარდ შევარდნაძე საქართველოში 1992 წლის 7 მარტს, მეუღლის - ნანული ცაგარეიშვილის დაბადების დღეს ჩამოფრინდა. დეტალურად აღარ მოვყვები, ვინ დახვდა აეროპორტში მოსკოვიდან საგანგებო რეისით ჩამოსულ საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილ პირველ მდივანს, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და პოლიტბიუროს წევრს. როგორ გადაუხადა მადლიერმა შევარდნაძემ ინტელიგენციას მადლობა იარაღის ხელში აღებისთვის. როგორ და ვისთან ერთად მოიარა თბილისის ძველი უბნები, დღეს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მისი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში სამხედრო საბჭო სახელმწიფო საბჭომ რომ შეცვალა, სწორედ ამაზე გავამახვილებ ყურადღებას და ვიდრე აფხაზეთში "შევარდნაზე" გადავალ, მინდა, სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმისა და მისი წევრების ვინაობა შევახსენო მკითხველს. სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე; ჯაბა იოსელიანი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დრამატურგი, პროფესორი; თენგიზ სიგუა, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თენგიზ კიტოვანი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე; ვახტანგ გოგუაძე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი; ირაკლი ანდრიაძე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. რაც შეეხება სახელმწიფო საბჭოს წევრებს, მის შემადგენლობაში იყვნენ გამოჩენილი ადამიანები, საზოგადო მოღვაწეები, ინტელიგენციის, კულტურის, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები. მათ სიას (რეგალიების გარეშე) სრულად გაგაცნობთ: ვალერიან ადვაძე, ლევან ალექსიძე, მერაბ ალექსიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ჯემალ აჯიაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, აკაკი ბაქრაძე, გურამ ბერიშვილი, დავით ბერძენიშვილი, იგორ ბოგომოლოვი, კოტე გაბაშვილი, თამაზ გამყრელიძე, გურამ გეგეშიძე, ნაირა გელაშვილი, არჩილ გოგელია, ვასილ გოცირიძე, რომან გოცირიძე, გურამ თევზაძე, ალექსანდრე კავსაძე, თამაზ კვაჭანტირაძე, პაატა კოღუაშვილი, რაულ კუპრავა, დავით კუპრეიშვილი, ოთარ ლითანიშვილი, ნოდარ ლომოური, მირზა მაშოვი, ლევან მესხი, ზურაბ მურვანიძე, გურამ მუჩაიძე, მიხეილ ნანეიშვილი, თევდორე ნინიძე, თემურ ნერგაძე, იზა ორჯონიკიძე, თედო პაატაშვილი, დავით პატარაია, ზურაბ ჟვანია, თემურ ჟორჟოლიანი, ვიქტორ რცხილაძე, ირინა სარიშვილი, ფრიდონ საყვარელიძე, გიორგი სიგუა, თემურ ფიფია, თორნიკე ფიფია, ირაკლი ქადაგიშვილი, ლანა ღოღობერიძე, რევაზ შავიშვილი, ლუიზა შაკიაშვილი, თეიმურაზ შაშიაშვილი, გივი შაჰნაზარი, გიორგი შენგელაია, ელდარ შენგელაია, ჯანსუღ ჩარკვიანი, თამარ ჩხეიძე, ვახტანგ ძაბირაძე, ნიკო ჭავჭავაძე, გიორგი ხაინდრავა, ივლიანე ხაინდრავა, ვახტანგ ხმალაძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი, თამაზ ჯანელიძე........................................... ავტორი კვირიკაშვილი,პირველი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 7, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2011 (edited) ისიც კი არ შეგიძლია კონკრეტულ კითხვებზე უპასუხო.ერთი 91 წელში ჩარჩენილი ავადმყოფი ხარ,ერთი და იგივე პოსტებს მერამდენჯერ წერ?ეგღა მაკლია საქართველოს სიყვარული შენ მასწავლო და რუსეთი სამშობლოდ გამიხადო.რამდენჯერმე გკითხე 26 მაისი პირველად რომელ წელში გაიგე,ალბათ 88-ში და პარტიის მანდატი მაშინ ჩააბარე.მე ჩემი სახელიც გითხარი და გვარი, შენ მაგის თავიც არ გაქვს.მე ზვიადის მომხრეებს,თანაც საკმაოდ გავლენიანებს ბევრს ვიცნობდი და მათთან კარგი ურთიერთობები მქონდა იმ გადატრიალების შემდეგაც.ზვიადთანაც მქონდა აუდენცია მისი თხოვნით რასაც მთელი მაშინდელი უზენაესი საბჭოს მთელი პრეზიდიუმი ესწრებოდა და მან მადლობა გადამიხადა ე.წ. ეროვნული კონგრესის ჩაძირვისთვის.ამიტომ შენისთანებისთვის თავის გაყადრება აშკარად სისულელეა და ამის შემდეგ სრული იგნორირება გექნება ჩემგან.აკოპირე და აკოპირე შენი პოსტები და იყავი.ხომ არ გინდა უშბაზე გაგასეირნო სუფთა ჰაერი კარგად გაგიწმინდავს ამ ზიზღიან სულს და მანიაკალურ ფსიქოზსაც უშველის!...კარგად წაიკიტხე რუსეთის მიერ დასმული .ხუნტის შემადგენლობა და მასში რეპუბლიკელებს მთელი შემადგენლობით ნახავ ... აქედან დახვრეტებთან კავშირს ნებისმიერი მოაზროვნე არსება გააბამს, თუ მას ლოგიკური აზროვნება შეუძლია..ამებას ნამდვილად ეს არ შეუძლია ახლა სამხედრო საბჭოს დროს საკონსულტაციოს წევრების სიაც არ მომთხოვო...ჰკითხე მის წევრებს-რესპუბლიკელებს და იქ მოიძიე შენთვის არ მცალია თუ ტვინის და სულის გაწმენდა გინდა მოვიცლი... Edited January 7, 2011 by shavlego91 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 8, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2011 ქრისტეშობას ასეთ ლექსს რომ მიუძღVნის ადამიანა ავადმყოფია აბა რა არის ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს,ჭეშმარიტად! -კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს:თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრაავადმყოფი სიტყვიერი გაფრთხილება, იუზერის შეურაცხყოფისთვის მამენტ მე რატომ უნდა გადავჭრა რელიგიური თემები, ეხლა დამაბრალებენ ათეისტი ხარო და მაგიტომ მომეცი გაფრთხილებაო! ფორუმის წესებით ყოველგვარი პიროვნული შეურაცხყოფა ისჯება! ასე რომ ბლა ბლა ბლა...."ზვიად გამსახურდია განასხვავებს აზროვნების ორ დონეს:რაციონალურს და ინტუიცურს...რაციონალური ანაწევრებს შლის სინამდვილეს,მხოლოდ მის გარეგან მხარეს ეხება ,ამიტომმას საქმე არა აქვს თვითონ სინამდვილესთან,მის გულთან...სხვაა მისთვის ინტუიცური აზროვნება,რომელიც უშუალოდ ეხება სინამდვილეს, მის გულს... იგი ღმერთის ხატად და მსგავსად ხდის ადამიანს...მისი აზრით სინამდვილის გული,არსი ღმერთია,ინტუიტური,სულიერი აზროვნება სწორედ ღმერთს ეხება,"ვეფხისტყაოსანშიც" ღმერთის ხატს ხედავდა,ქართულ ენაში-ღვთის სიტყვას,ქართლის ცხოვრებაში-ტანჯვით სიკვდილისა და აღდგომის ქრისტესეულ მისტერიას,ეროვნულ თავისუფლებაში-ღვთით ბოძებულ საიდუმლოებას;მტერთან ბრძოლაში-ქრისტესეულ მხილებას,აპოკალიფსურს..."ბიმო .... ზვიად გამსახურდია ერთ-ერთ მიტინგზე ამბობდა:"თუ ისინი ზარბაზნებს გვესვრიან,ჩვენ ყვავილები ვესროლოთ!"ყვავილი ღვთიური სიყვარულის სიმბოლოა და იგი ასეთ სიყვარულს სთავაზობდა თავის და საქართველოს მტრებს!!! მისი სიტყვებია"ჩვენ ისინი ისე დავამარცხოთ,რომ ჩვენთან ერთად გამარჯვებული იყვნენ!"მას წმიდა გიორგიზე და საქართველოს ისტორიულ მისიაზე საოცარი გამოკვლევებია აქვს ,ასევე მისი სამეცნიერო ნაშრომი იოანე ზოსიმეზე,ქართულ ენაზე შედევრია.. ზვიად გამსახურდიას "სახისმეტყველებაში" სულ სხვაგვარადაა გაგებული რუსთაველი..."ვეფხისტყაოსანი" მან გაშიფრა,როგორც ბიბლიის მხატვრულად გადმოცემა,რაც გენიალურად მოახერხა რუსთაველმა!!! ვინც ამაზე იტყვის არ ქონდაო ნიჭი,შიზოიდიაო,ნაცისტიაო და ღმერთზეც ილაპარაკებს,მას დიდი პრობლემები აქვს ღმერთთან,სამშობლოსთან,ჰუმანიზთან ,აზროვნებასთან...ღმერთი შეგეწიოს! სიძულვილი ჟანგია გულისა... გიმეორებთ -"ჩვენ ისინი ისე დავამარცხოთ,რომ ჩვენთან ერთად გამარჯვებული იყვნენ!" :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2011 T_A_T,ბატონო ჩემო, აფხაზეთის ტელევიზიით პაჭკორიას მიყავდა გადაცემა 1998წ- ში,სადაც მოიყვანა მათი დავიტ ბერძენიშვილისა და ივლიანე ხაინდრავას ციტატები,რომ უმჯობესია ფულის მიცემის მაგივრად ავუშ ენოთ სახლები დევნილებს,რადგან მათი აფხაზეთში შესვლა გამოიწვევს აფხაზების ასიმილაციას...ასავალ-დასავალის კვირგვინოსნებში მოცემული იყო ციტატები,რომელიღაც გაზეთიდან,მგონი ახალ თაობიდან ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2011 აგერ რესპუბლიკელების(კერძოდ ივლიანე ხაინდრავას და დავით ბერძენიშვილის მიერ) და სხვა ექსპერტების მიერ შემუშავებული აფხაზეთის კონცეფცია.ვისაც აინტერესებს და აზროვნება შეუძლია წაიკითხოს და "ასავალ დასავალზე" და ვიღაც სირიკოებზე აპელირებას შეეშვან.რა თქმა უნდა ამას ყველა არ დაეთანხმება და ეს მისი უფლებაა,მაგრამ სხვა ქმედებებმა რაც მოგვიტანა სახეზეა. http://zakareishvili.com/pdf/koncefciage.pdf Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.