planetanews Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/CropedImage-300x169.jpg“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის გია ჭანტურიასთვის ვეტერანთა გუშინდელი აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით კრიტიკა მიუღებელია . ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ აშუქებს სათანადოდ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ვეტერანების აქციას, მათ დარბევას და შემდგომ მიმდინარე პროცესებს, შესაბამისი ინფორმაცია ჭანტურიამ ტელეფონით გადაამოწმა. შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ლაივ სინქრონი” გუშინ, 16.00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ნამდვილად გავიდა. მისივე თქმით, ეს აქცია ნამდვილად შუქდება და საყვედური მისთვის მიუღებელია. შემდეგ კი, გია ჭანტურიამ ჟურნალისტებს უსაყვედურა, თუ რატომ აქვთ მათ კრიტიკული შეხედულება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ ვეტერანთა აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით. მან მიმართა პრესის ჟურნალისტებს, რომ ის არ ერევა მათ სარედაქციო პოლიტიკაში და კარგი იქნება, თუ ისინიც არ ჩაერევიან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სარედაქციო პოლიტიკაში. ამასთან, ”საზოგადეობრივი მაუწყებლის” ვებგვერდზე 16.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში აქციის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts