Jump to content
Planeta.Ge

ავღშფოთდეთ და დავივიწყოთ, თუ დავასჯოთ დამნაშავეები?


Recommended Posts

გადაუხადეთ ვინმეს 10 000 დოლარი და დააბრედინეთ. ბევრი აიღებს მაგ საქმეს. თუ მაგდენიც ვერ მოაგროვეთ, მაშინ აზრი არ აქვს არაფერს. თუ ვერ იპოვეთ ქილერი, მე გაშოვნინებთ. დანარჩენს არაფერს არ აქვს აზრი

კარგი რა საიდან ასეთი ფასები? 2000 დოლარად თან დამარხავენ.ისე კი საკმარისია ძვლების დამტვრევა.

 

შესაძლებელი ამბეა ეს, მაგრამ ძალადობით ეფექტი მომენტალურია და არამდგრადი.

აი სახელის გათახსირებას კი მეტი შედეგი მოაქვს და სხვეისათვის ჭკუის სასწავლებელია.

 

გამოვიყენოთ ამათივე ტაკტიკა. დავადგონოთ დეტაილები. მეგობრები, სანათესაო, მოკლედ ტუფლის ზომაც. ტელეფონი და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები რა აქვს. აქ დამიჯერე ისევ მისივე თანამშრომლები დაგვეხმარებიან ამ ამბეში.

ვარიანტი არაა რამე არ ჰქონდეს ჩადენილი. ესეც გამოაშკარავდება.

 

შეიძლება ის პლაკატებიც არ დაგვჭირდეს, თუმცა ამის ორგანიზირებაც შემიძლია.

 

კვირის ბოლომდე ის ვებ გვერდი დამთავრებული იქნება, თუმცა ეხლაც მოქმედია პრინციპში.

აქ არ ხართ ის ხალხი ვინც ფორუმ ჯი, Facebook ზე მონაწილეობთ.

ხო და დამეხმარეთ.

 

დღეს დავდებ მანდ ამ ტიპისტვის და შსს წერილს, სადაც ერთ კვირას მივცემ დროს აღიაროს დანაშაული და შსს-ს დასაჯოს ეს ტიპი, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციას შევუშვებთ.

ამ ამბეს არა მარტო ნეტით, არამედ პრესაშიც გავაშვებინებ, არც ესაა პრობლემა.

 

მოკლედ, ეს ამბე დამაფიქრებელი იქნება სხვებისთვის. საკამრისია ასე ერთი ორი დაისაჯოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ შობის მარხვაში ყველაზე დიდი "იარაღია" მიტევება,როგორც ჯვარი არის ყველაზე მძლავრი იარაღი...თვით ეშმაკსაც ერევა... :)

 

 

ჩემი იარაღია მიტევება,ჯვარი ...არამარტო ეშმაკუნებს,არამედ თვით ეშმასაც ამარცხებდა ყოველთვის! :givi:

 

რა დაემართა თქვენს იარაღს ყარყარაშვილს ვერ ერევა? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

..........

აქ კონსანტინეს დასჯის თემა არაა.

სერიოზულად ვაპირებთ ამ პოლიიელების დასჯას და დანარჩენების ვინაობის დადგენას...........

 

მოასვენეთ ეს ხალხი საფლავში,მაგთმა უკვე გაიარეს იქ მაღლა ლუსტრაცია :).....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცნობისთვის ზვიადის მამა კონსტანტინე აღზრდილი იყო პროტესტანტის მიერ,

გამოირჩეოდა უკიდურესი ანტიმართლმადიდებლობით ბატონი კოტია, ვერ იტანდა სასულიერო პირებს რამაც მის ნაწარმოებშიც ჰპოვა ასახვა

ხოლო თავად ბატონი ზვიადი იყო ეგრ. წოდებული ანტროფოსოფოს შტაინერისტი, რაც განსაკუთრებით მიუღებელია მართლმადიდებლისთვის, მაგას როგორც იტყვიან ათეისტობა ჯობია ვოტ,

თავადაც ზვიადიზმის როგორც მოვლენა იყო კერპტაყვანისმცელური და თავისი არსით ანტიქრისტიანული,

ადამიანებში აღვივებდა სიძულვილს, წარმოსახვით სამყაროს, ბოღმას, სიბნელეს, ნერგავდა პიროვნების კულტს,

ასე რომ კლასიკური ზვიადისტი წარმოუდგენელია იყოს მართლმადიდებლი რაც პრინციპში გამოიხატა კიდევაც პატრიარქის უსაზღვრო სიძულვილში :P

ასევე წარმოუდგენელია მიშისტი იყოს ეკლესიური, რამაც გამოხატულება ჰპოვა ინტერნეტ სივრცეში,

 

ასე რომ გამიშისტებულ-ზვიადისტებს არანაირი უფლება არა აქვთ აქ ეკლესიური ტერმინოლოგია გამოიყენონ, ეს მარტლმაიდებლების შEურაცხყოფაა

კერპთაყვანისმცემლო თქვენი ჰობია!კონსტანტინე გამსახურდია 1925 წლიდან 3 წლით სოლოვკებში იხდიდა გულაგებში სასჯელს,სადაც მისი მოკვლა მრავალგზის სცადეს...მანამდე მოსკოვში დაკითხვისას ძერჟინსკის მოადგილეს დედის შეგინებისთვის სცემა,რის გამოც სიკვდილმისჯილთა კარცერში რამოდენიმე კვირა გაატარა ...კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი...მთელი ცხოვრება რუსულ იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა.მისი ნდამსახურება,მისი შემოქმედება მრავალი გვარისა თუ ერის ღვაწლს აიწონის...მე რა შენი ედუარდისა ნდა მისი მემკვიდრეებისაგან რეპრესიები მიმიღია შენ ჯიშა და ჯილაგს არ დაესიზმრება შე უბედურო...არც იცი რა ცოდვას ჩადიხარ ზვიად გამსახურდია ასეთი შეურცხყოფისათვის...ისე შეკითხვა მაქვს დავით აღმაშენებელზე ნაწარმოები ახლახან ხომ არ დაგიწერიათ?!"...როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას...ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები."-კონსტანტინე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა დაემართა თქვენს იარაღს ყარყარაშვილს ვერ ერევა? :givi:

ყარყარაშვილი უფლის საქმეა ... და ჩემი იარაღი მიტევებაცაა და მხილებაცა...წაიკითხეთ ბიბლია......."ზვიად გამსახურდია განასხვავებს აზროვნების ორ დონეს:რაციონალურს და ინტუიცურს...რაციონალური ანაწევრებს შლის სინამდვილეს,მხოლოდ მის გარეგან მხარეს ეხება ,ამიტომმას საქმე არა აქვს თვითონ სინამდვილესთან,მის გულთან...სხვაა მისთვის ინტუიცური აზროვნება,რომელიც უშუალოდ ეხება სინამდვილეს, მის გულს... იგი ღმერთის ხატად და მსგავსად ხდის ადამიანს...მისი აზრით სინამდვილის გული,არსი ღმერთია,ინტუიტური,სულიერი აზროვნება სწორედ ღმერთს ეხება,"ვეფხისტყაოსანშიც" ღმერთის ხატს ხედავდა,ქართულ ენაში-ღვთის სიტყვას,ქართლის ცხოვრებაში-ტანჯვით სიკვდილისა და აღდგომის ქრისტესეულ მისტერიას,ეროვნულ თავისუფლებაში-ღვთით ბოძებულ საიდუმლოებას;მტერთან ბრძოლაში-ქრისტესეულ მხილებას,აპოკალიფსურს..."ბიმო .... ზვიად გამსახურდია ერთ-ერთ მიტინგზე ამბობდა:"თუ ისინი ზარბაზნებს გვესვრიან,ჩვენ ყვავილები ვესროლოთ!"ყვავილი ღვთიური სიყვარულის სიმბოლოა და იგი ასეთ სიყვარულს სთავაზობდა თავის და საქართველოს მტრებს!!! მისი სიტყვებია"ჩვენ ისინი ისე დავამარცხოთ,რომ ჩვენთან ერთად გამარჯვებული იყვნენ!"მას წმიდა გიორგიზე და საქართველოს ისტორიულ მისიაზე საოცარი გამოკვლევებია აქვს ,ასევე მისი სამეცნიერო ნაშრომი იოანე ზოსიმეზე,ქართულ ენაზე შედევრია.. ზვიად გამსახურდიას "სახისმეტყველებაში" სულ სხვაგვარადაა გაგებული რუსთაველი..."ვეფხისტყაოსანი" მან გაშიფრა,როგორც ბიბლიის მხატვრულად გადმოცემა,რაც გენიალურად მოახერხა რუსთაველმა!!! ვინც ამაზე იტყვის არ ქონდაო ნიჭი,შიზოიდიაო,ნაცისტიაო და ღმერთზეც ილაპარაკებს,მას დიდი პრობლემები აქვს ღმერთთან,სამშობლოსთან,ჰუმანი

ზთან ,აზროვნებასთან...ღმერთი შეგეწიოს! სიძულვილი ჟანგია გულისა... გიმეორებთ -"ჩვენ ისინი ისე დავამარცხოთ,რომ ჩვენთან ერთად გამარჯვებული იყვნენ!".

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ იმდენს იზამთ, მალე ალბათ მეც დავიჯერებ იმას რომ ზვიადი ცოცხალი რომ ყოფილიყო ეხლა მიშისტი იქნებოდა :)

შეეშვით.

 

ბატონო შავლეგ თქვენ მიგაჩნიაი რომ შსს სწორად იქცევა და ეს ხალხი არაა დასასჯელი?

 

პ.ს აგერ საიტი მანდ კომენტარების გაკეთების უფლებაა

http://www.georgian-style.net/vicnobdet/

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

...ყველას გასაგონად ვამბობ:"ერს ამდენი მოღალატე ჰყავს თვით მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას"-ეს აქსიომატური დებულებაა... სერგო ორჯონიკიძემ და ედუარდ შევარდნაძემ 20-20 ათასი კვ.კმ. ტერიტორია გააჩუქეს...ახლა მოისმინეს ამ ყორღანაშვილებმა ,რომ მათი დაფინანსება 1991-92 წწ. გადატრიალებისას რუსეთმა დუმის დეპუტატის ცნობით 65 მილიონი დოლარი გაიღო9სანაცვლოდ ერთმა მიიღო სკამი,მეორემ აფხაზეთი და სამაჩაბლო! აი,ესაა თქვენი მოღვაწეობის შედეგი))...მანამდე ელცინის ვიცე-პრემიერმა ბურბულისმა აღიარა,რომ ის თბილისში გადატრიალების კოორდინატორი იყო...ბეპაევმა აღიარა რუსეთის სამხედრო ოლქის მონაწილეობა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით გადატრიალებაში...სწორედ ამ გადატრიალების პროგრამა-მინიმუმი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია-ანექსია(რაც შევარდნაძემ და მოღალატე ყორღანაშვილებმა შეუსრულეს რუსეთს),პროგრამა მაქსიმუმი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა და რუსეთის ერთ-ერთ რესპუბლიკად მისი გადაქცევა...ვინც გადატრიალებაში მონაწილეობდით ,ყველა ათობით ათასი ადამიანის მკვლელი,ტერიტორიების გამსხვისებელი,ქვეყნის კატასტროფამდე მიმყვანებელი ხართ ...გეშინოდეთ ღვთის რისხვის! ზვიად გამსახურდიას მკვლელობისთვისაც წავიდა ამ მილიონებიდან თანხები...ძალინ საცოდავები ხართ მოღალატეები ,რადგან არ იცით რა გელით თქვე უბადრუკებო!!!თქვენთვის ....ზვიად გამსახურდია ქართველმა ერმა უკვე აღიარა გმირად!1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! ეს თუ გმირობა და პოლიტიკოსობა არაა მაშინ ტერიტორიების გაყიდვა სკამის შენარჩუნებისთვის ყოფილა პოლიტიკოსობა(სერგო შევარდნაძე,ვარაზ-ბაკური))?! გმირობას და პოლიტიკოსობას რას ეძახი ? ტერიტორიებს რომ გაყიდის,30 000 ადამიანს აფხაზეთში და სამაჩაბლოში რომ მოკლავს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას რომ მოკლავს,20 მილიარდი დოლარის ანაბრებს ხალხს ,რომ წაართმევს,1,5 მილიონ ადამიანს მამლუქებად ,რომ გაყიდის, საკუთარ დედას,რომ გულიანად შეიგინებს?ძლიერი პლიტიკოსობა არაა დამოუკიდებლობის მოპოვება,სამაჩაბლოს ისტორიული სტატუსის დაბრუნება,ამ ე.წ.ოლქის გაუქმების რუსეთის მიერ აღიარება,აფხაზეთში სიტუაცის სრული გაკონტროლება,არცერთი გოჯი მიწის არ დათმობა,არც საშინაო და არც საგარეო ვალის არაღება, რეფერენდუმით 1921 წლიდან დაკარგული ტერიტორიების დე-იურე საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება... თქვენთვის დიდი პოლიტიკოსია შევარდნაძე-აფხაზეთის და სამაჩაბლოს გამსხვისებელი 1992წ.24 ივნისის დაგომისის,1992წლის 3 სექტემბრის მოსკოვის,1993 წლის 27 ივლისის სოჭის გარიგებებით,30 ათასი ქართველის გენოციდით აფხაზეთში,2,5 მილიარდი დოლარის კრედიტის,20 მილიარდი დოლარის ანაბრების მითვისებით...მოსკოვში 1994 წლის მაისში აფხაზეთის დამოუკიდებლობის ხელმოწერით,11,9 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკის რუსებისთვის გატანებით,შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ქართულ წილზე უარისთქმით...ჩამოვთვალო ? დრო არ მეყოფა! სანამ პირს გააღებთ მანამდე იფიქრეთ და ნუ იმეორებთ ჩვენი საუკუნის ყორღანაშვილების-შევარდნაძის......

ცილისწამებებს.......თქვენნაირებოღალატეებს სძულთ გმირები,ვინაიდან საკუთარ არარაობას მათში ,როგორც სარკეში ხედავენ! "თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა,მაკედონელიც ვერ უშველის..., რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვრებს..."კონსტანტინე ...200 ქართველი დიდგორზე ტყუილად შეეწირა თქვენი-ყორღანაშვილების ლოგიკით?! ისტორის დამახინჯება,გმირების დაკნინება,ყველაფრის გაბაიბურება...ამას დამპყრობნი აკეთებდნენ,რუსები,ირანელები..."დავიწყება ისტორიისა არის.. ერის Gათახსირება...მოშლა.."_ილია ...."ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს...მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია,მას ისე დავკორტნით,როგორც დაკოდილ ძერას ყვავები"-კონსტანტინე. თქვენი არგუმენტები "ორი მერსედესის" ყბადაღებულ ბრალდებების დონეზეც არ არის...

 

..ზვიად გამსახურდიას მთავარი შეცდომა ...თქვენნაირებისათვის თავისუფლების მინიჭებაა,რადგან თქვენ რუსების მონობა დაგმშვენდებოდათ და მერე როგორ...?! დღესაც პუტინ-ედუარდ ჯაბაევიჩის უ......ი შეძრომას ცდილობთ ღმერთმა გიშველოთ!

 

შევარდნაძემ ბ-ნ ზვიადის და 9 აპრილის გმირების(მათ დახვრეტას ის ხელმძღვანელობდა,თბილისში იყო-დამბრევი გენერალი ლებედის წიგნიდან ) გამო 9 აპრილი არ გამოაცხადა დამოუკიდებლობის დღედ! 70 წელი არ დავკარგოთო...ჯობდა 3000 წელი არ დაგვეკარგა ამ ლოგიკით...დავიწყოთ ან აიეტიდან ან ფარნავაზიდან ან აღმაშენებელიდან?!...დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველო 1991 წლის 9 აპრილს დაიბადა და თქვენ "ბაბუის დაბადების " დღეს აღნიშნავთ? იარეთ ბარაბას -შევარდნაძე-ორჯონიკიძის გზით 40 წელი მოსეს უდაბნოში... ღმერთო დაიცავი საქართველო "ამ კრიმინალიტეტისაგან! :givi: :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ-ე.წ ოპოზიციას და ე.წ. ხელისუფლებას ერთი მამა-მარჩენალი გყავთ ბატონო ჩემო,ედუარდ სერგოს -ძე ჯაბაშვილი...მეთოდებიც ერთი გაქვთ(თქვენ შეიძლება არ იმსახურებდეთ ამას,მაგრამ ადრესატი მე ვიცი )მათი შემოქმედდებაა... 1992წ.3იანვარს დიდუბის მეტროსთან,7 იანვარს დელისის მეტროსთან,2თებერვალს ცირკთან დახვრიტეს გიზო ხატიაშვილი( დელისთან),გივი რეხვიაშვილი,ბაადურ მჭედლიშვილს(დიდუბის მეტროსთან),15წლის ზურაბ ჯავახიშვილი,20წლის მედროშე მამუკა ტერიშვილი,17წლის ზურ...აბ დიდებაშვილი,ალიკო დავრაშვილი, გურამ დოლიძე, გერონტი ლიპარტელიანი,იური ტალახაძე,იმედო ჭანტურიძე,ტარიელ ხერკელაძე,მიხეილ ფოლადაშვილი,ტრისტან ცერაძე....სხვათა მრავალი წალენჯიხაში ზუგდიდში,სენაკში.. პატრიოტი იქნა დახვრეტილი რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ... 1992 წლის 24 ივნისს ტელევიზიის აქციის დროდ აყვანილი რეზო ბროძელი,ლიმა გიორგაძე,მერაბ სულაძე....გასამართლების გარეშე დახვრიტეს!...სამაგრელოში ამ პროცესებში რუსული სამხედრო ტექნიკის გარდა მონაწილეობდა რუსული სამხედრო შენაერთები...რუსეთს სწრაფად უნდა გადაეწყვიტა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი , ამიტომ ჩქარობდნენ მათი ემისრები წესრიგის დამყარებას საქართველოში...ეს მეთოდებია ათვისებული Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო შავლეგ, რატომ არ სწერთ არასოდეს იმ "ზვიდისტებზე" ვინც ამჟამად ნაცებთან არიან?

 

არ გინდათ ასეთი დიდი არაფრისმთქმელი პოსტები, კონკრეტული პასუხი საკმარისია.

 

პ.ს. დავიჯერო ზვიადის ზოგიერთ მომხრეს მიშაში ზვიადი ელანდება?

 

პ.ს. მოდერტორებს ვთხოვ, ამ თემასთან ახლოს რომ არაა ის პოსტები, ჩემი პოსტების ჩათვლით წაშალეთ რა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემის გაოფება დაფლუდვა ხდება ბატონი შავლეგოს მიერ, გახსენი ბიძიკო თემა და წერე და იკითხე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემის გაოფება დაფლუდვა ხდება ბატონი შავლეგოს მიერ, გახსენი ბიძიკო თემა და წერე და იკითხე

1991 წლის 26 მაისს საქართველომ აირჩია თავისი პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია. შემდეგ მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა და მის შედეგებს დღესაც იმკის საქართველო ...

თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ქართული და არა მხოლოდ ქართული მასმედიით ათასგვარი ჭორი და შეგენებული დეზინფორმაცია ვრცელდებოდა ქართველმა ხალხმა მას მაინც არ უღალატა. საპატიო სავანე არა მხოლოდ მთაწმინდაზე მიუჩინა ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით არამედ საქართველოს დიდ ათეულშიც მესამე ადგილიც მას მიაკუთვნა ...

 

რა შვებაა, რა ზარია,

აღსდგა ღმერთი სულმნათი,

დედამიწა ტაძარია

ზეცა მისი გუმბათი!

 

1. ილია ჭავჭავაძე .......... რეიტინგი: 27051 ხმა 14.4%

2. დავით აღმაშენებელი რეიტინგი: 27050 ხმა 14.4%

3. ზვიად გამსახურდია რეიტინგი: 21446 ხმა 11.4%

4. ვაჟა-ფშაველა რეიტინგი: 20023 ხმა 10.7%

5. თამარ მეფე რეიტინგი: 19341 ხმა 10.3%

6. შოთა რუსთაველი რეიტინგი: 18412 ხმა 9.8%

7. იაკობ გოგებაშვილი რეიტინგი: 13788 ხმა 7.3%

8. ექვთიმე თაყაიშვილი რეიტინგი: 13717 ხმა 7.3%

9. გიორგი ბრწყინვალე რეიტინგი: 13470 ხმა 7.2%

10. უცნობი გმირები რეიტინგი: 13333 ხმა 7.1%

 

3 ზვიად გამსახურდია(sms073) 1939–1993

ვებ რეიტინგი: 15874 ხმა 13.5%

SMS რეიტინგი: 3025 ხმა 13.9%

ანკეტები: 2547 ხმა 5.3%

ჯამური რეიტინგი: 21446 ხმა 11.4%

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...