Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ლივერპული და სუარეზი კვლავ ახსენეს…


Recommended Posts

http://b.pix.ge/n/gow9s.jpg

 

ჯონ ჰენრი სერიოზულ ტრანსფერს გეგმავს – ლუის სუარეზი და 30 მილიონი გირვანქა. ჩანს, ლივერპული ძველებურ ფორმას აღიდგენს და კვლავ ჩაებმება ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის ბრძოლაში.

 

ლივერპულის ხელმძღვანელობა ამ თვეში მნიშვნელოვანი ტრანსფერების განხორციელებას გეგმავს. ელია თითქმის ლივერპულელია, მასზე ოფიციალური საიტის გარდა თითქმის ყველა ბრიტანული მედიის  მნიშვნელოვანი ვებ-გვერდი თუ ჟურნალ-გაზეთები წერენ, ტრანსფერის სავარაუდო ფასად კი 13 მილიონ გირვანქა-სტერლინგს ასახელებენ.

 

ურუგვაელმა ფეხბურეთელმა ცოტა ხნის წინ ლივერპულში გადასვლაზე გამოთქვა სურვილი. აიაქსმა ლუისი £ 18 მილიონად იყიდა, თუ ეს ტრანსფერი გაიჩარხება აიაქსის უფროსობა 12 მილიონიან მოგებას ნახავს.

 

23 წლის თავდამსხმელს ამჟამად გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია აქვს. თუ სუარეზი აიაქსში დარჩა ის ბურთს მიმდინარე წლის 14 თებერვალს შეეხება. ამსტერდამელთა კაპიტანი ჰოლანდიური ცხოვრებით უკმაყოფილოა და მზადაა ძალები ნისლიან ალბიონზე მოსინჯოს.

 

ტოტენჰემი და არსენალი კვლავ აქტიურობენ სუარეზზე, მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენებთ მან მერსისაიდში თამაშზე გამოთქვა სურვილი, ამასთანავე ლონდონელები 30 მილიონის გადახდას არ აპირებენ, რითიც უკვე ყველაფერი ნათქვამია.

 

გვერდი მომზადებულლია Caughtoffside-ის მიერ

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...