Nukriko Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 უკვე 20 წელიწადია ავტორიტეტულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, თუმცა დემოკრატიულ სახელმწიფოს შექმნა გვსურს. რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოში დემოკრატია სიცოცხლისუუნარო აღმოჩნდა?პირველად მინდა შევადაროთ ორი ავტორიტარული სისტემა.სუსტი ხელისუფლების - ე.შევარდნაძის დროს ხელისუფლების გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემები ჰქონდა. სუსტი ავტოკრატიული მართველობის პერიოდში, საქართველოში ყალიბდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტები (თავისუფალი პრესა, სამოქალაქო საზოგადოებები, საშუალო კლასი ჩანასახში იყო და ა.შ) თუმცა სუსტმა ხელისუფლება ეკონომიკური და სოციალური პროობლების წინაშე უძლური იყო და არ შეეძლო ეფექტურად მოეგვარებინა პრობლემები, ამას ემატებოდა კრიმინალური პრობლემების მოუგვარებლობა რაც საზოგადოებას მძიმე ხარკად იქცა. ძლიერი ხელისუფლება - მ.სააკაშვილმა მოსვლისთანავე მოახდინა სახელმწიფოს მოდერნიზაცია და გაძლიერება. იერარქიულად აგებული სისტემა მზად არის, რომ ეფექტურად შეასრულოს ლიდერის ნება-სურვილი. მთლიანი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი გახდა ძალის და ეფექტიანობის საჯარო დემონსტირება, რაც „წარმატებულობის“ მაჩვენებლად მიიჩნეოდა. ამ სისტემამ ეფექტურად შეძლო ყველა საზოგადო სფეროში, ხელოვნებიდან დაწყებული სპორტით დამთავრებული ჩარეულიყო და გაეხადა ყველა სამოქალქო ინსტიტუტი ლიდერის ნების გამტარებლად. ამ სისტემის ეფექტურობა აისახებოდა ხელისუფლებისადმი არასასრუველ კრიმნალთა და კრიმინალური ჯგუფების სრული განეიტრალება (სასურველები კი უდგათ გვერძე). კარგად გამოჩნდა, რომ სუსტ მხელისუფლების პერიოდში ყალიბდება დემოკრატიული ინსტიტუტები თუმცა არაეფექტური და სუსტია გადაწყვეტილების შესრულების დროს, რაც მეტად რთულს ქმნის კრიმინალთან ბრძოლის, ინფრასტრუქტურის მშენებლობის და სხვადასხვა პრობლემების მოგვარების დროს. თუმცა ძლიერ ხელისუფლების დროს დემოკრატიული ინსტიტუტები აბსოლიტურად ინგრევა და ყველა სამოქალაქო ინსტიტუტი ლიდერის/პრეზიდენტის ნება-სურვილის შემსრულებელი ხდება და ყველა ერთ დიდ სფექტაკლში იღებს მონაწილეობას, რომელსაც ლიდერი განაგებს. რა გვინდა ჩვენ? იდეაში ჩვენ უნდა გვინდოდეს ეფექტური დემოკრატიული ხელისუფლება. მაგრამ ამ პირობებში რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ თუ სუსტი ხელისუფალი ეფექტურად ვერ მართავს, მაგრამ დემოკრატიული ინსტიტუტი იქმნება (მისი ნების საწინააღმდეგოდ), ხოლო ძლიერი ხელისუფლება კი ანტიდემოკრატიულია, მაგრამ ეფექტურია მისი ხელისუფლების ნების აღსრულების დროს. ამიტომ ფაქტია ჩვენ არ გვჭირდება არც შევარდნაძის ნაირი მართველობის სტილი და არც სააკაშვილის მართველობის სტილი. რა უნდა ვქნათ? დემოკრატიული არჩევნებს რომლებსაც დიქტატორები მოჰყავთ სათავეშიმოდი გადავხედოთ საქართველოს უახლეს ისტორიას და იქ ვეძებოთ ის მიზეზები, თუ როგორ ვამუშაოთ დემოკრატია საქართველოში. ფაქტია რომ სამივე პრეზიდენტი 90%-ზე მეტი პროცენტით იქნა არჩეული და ეს განაპირობებდა დემოკრატიის კრახს, რადგან 90%-ზე მეტი ხმის პატრონი პრეზიდენტი და პარტია ავტომატურად გარდაიქმნებოდა ხოლმე ავტოკრატიულ ფარანაონებად. ანუ დემოკრატიულმა არჩევნებმა ჩვენ მოგვიტანა ყველაფერი დემოკრატიის გარდა. მაშ რა უნდა ვქნათ, რომ შემდეგმა არჩევნებმა აღარ მოიყვანოს ახალი დიქტატორი?ხომ არ ჯობია ისეთი საარჩევნო სისტემა შევქმნათ და ისეთი მართველობის სტილი, რომ ხელისუფლებაში უბრალოდ ვერ მოვიდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, ისეთი უმრავლესობით როგორც აქამდე მოდიოდნენ. ანუ არჩევნები რეგიონების მიხედვით იღებდნენ ხმებს (ამერიკული მოდელი), ამ სისტემის შემთხვევაში ძნელია ისეთი უმრავლეობა მოიპოვო, როგორიც აქამდე იღებდნენ ხელისუფალნი.თუმცა ამ შემთხვევაშიც გვექნება პრობლემა, რომლის მოგვარების გარეშე ეს რეფორმები რეალურად უშედეგო აღმოჩნდება. ესა პრობლემა არის ის რომ რეგიონების მართვა უფრო ადვილად შეუძლია ხელისუფლებას ვიდრე თბილისის და ამ შემთხვევაში, ავტორიტარული რეჟიმი რეგიონების მეშვეობით ყოველთვის გამარჯვებული დარჩება, რადგან აქ არა თბილისის 1.3 მილიონი ამომრჩეველი გათანაბრებული იქნება ვთქვათ: ქვემო ქართლის 400 ათასი ამომრჩეველი. (რადგან ერთ რეგიონში გამარჯვებული იღებს ყველა ხმას). მაშ საჭიროა რეგიონებში ახალი პოლიტიკის წამოწყება, რომელიც ორიენტირი არა ცენტრისტული პარტიების არამედ რეგიონალური პარტიების წინ წამოწევაზე იქნება. ამისთვის საჭიროა რეგიონების თვითმართველობის გაზრდა (არა ფედერალიზმის მხრივ) ანუ უნდა არსებობდეს ორხელისუფლებიანობა რეგიონში ერთი ადგილობრივი ხელისუფლება, მეორე ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული პირი გუბერნატორი. გუბერნატორის მოვალეობა იქნება უკიდურეს შემთხვევაში ვეტო დაადოს ადგილობრივ გადაწყვეტილებებს, ხოლო რეალურად კი ადგილობრივი ხელისუფლება განაგებს თავის რეგიონს (მათი უფლება-მოვალეობები შეზღუდული იქნება) ამ შემთხვევაშ რეგიონებში პოლიტიკური ცხოვრების ახალი ტალღა დაიწყება და რეგიონების მთავარი ამოცანა იქნება საკუთარი რეგიონალური პარტიების წინ წამოწევა. ეს კი მისცემს იმის შანს, რომ ერთი პარტიის დომინანტობა საქართველოში მორჩეს. უპარტიო პრეზიდენტი, პარლამენტის რეალური მართველობის გარნატიაასანამ მოქალაქეთა კავშირი შეიქმნებოდა, პარლამენტი ეფექტური იყო რადგან შევარდნაძეს არ გააჩნდა საკუთარი პარტია და ამ პერიოდში პალამენტი ძალს წარმოადგენდა, როგორც კი მოქალაქეთა კავშირი ხელისუფლებაში მოვიდა, საპარლამენტო ინსტიტუტი საქართველოში პრეზიდენტის ნება-სურვილის შემსრულებელი გახდა და თავის მნიშვნელობა დაკარგა. ამიტომ აჯობებს დემოკრატიის მუშაობის თვალსაზრისით, პრეზიდენტები თუ უპარტიო იქნებიან. უპარტიო პრეზიდენტს ექნება მნიშნველოვანი ძალაუფლება და ის და პარლამენტი ერთმანეთს გააკონტროლებს. ერთი სიტყვით რა თქმა უნდა ეს მოდელი არ არის დახვეწილი და იდეალური არ არის, მაგრამ უნდა ვიფიქროთ რომ სისტემურად ისე შევქმნათ დემოკრატია, რომ ხალხის უმრავლესობის და მიუხედავად, ქარიზმატული დიქტატორები აღარ მოვიდნენ სათავეში.. დანარჩენს მერე დავწერ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ფუნქციების გადაცემით ახდენს ცენტრალური ადმინისტრაციული აპარატის შემცირებას და შესაბამისად, ნაკლებად საშიშს ხდის მას თავისუფლებისათვის. ამოვდროულად, დეცენტრალიცაცია განაპირობებს საზოგადოებრივი მასების ჩათვას პოლიტიკურ ცხოვრებაში მათთვის ხელისუფლების ხელმისაწვდომი დონეების გამარტივებითა და გამრავალფეროვნებით, რაც ააქტიურებს სამოქალაქო ერთიანობას და აჩვევს მას თვითმართველობას. შედეგად ადგილობრივი ხელისუფლება ორგანიზებულ სტრუქტურად ყალიბდება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან მისი ჭარბი ძალის შერბილება შეუძლია. საბოლოოდ, დეცენტრალიზაცია საშუალებას აშლევს ხელისუფლებას, მოერგოს ადგილობრივ საჭიროებებს და გარემოებებს, ასევე საშუალებას აძლევს ექსპერიმენტების საშუალებით პრობლემის გადაჭრის გზების მრავალი ვარიანტი მოძებნოს. ასე რომ, დეცენტრალიცზცია თავისუფლების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მცველია და საუკეთესო საშუალება ენერგიული და კომპეტენტური სამოქალაქო ერთიანობის ჩამოსაყალიბებლად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 (edited) არჩევნები რეგიონების მიხედვით იღებდნენ ხმებს (ამერიკული მოდელი)ეგრე ხო 95 % ავა უბრალოდ 100% -ზე? Edited January 4, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 (edited) დროზე იმედი ჩართეთ!! და ნახავთ!!!! :v: Edited January 4, 2011 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 DonCaredo ეგრე ხო 95 % ავა უბრალოდ 100% -ზე? ხო და ქვემოთ ისიც დავწერეთ, რომ რეგიონალური პოლიტიკა უნდა შეიცვალოსთქო.. ხო მეთანხმები იმაში, რომ ჩვენი, საზოგადოების ბრალია დიქტაურული უმრავლესობა რომ მივეცით სამივე პრეზიდენტს.. დაბალანსებული რომ ყოფილიყო თავიდანვე საქმე, ეს კაცი ამდენს ვერ გაბედავდა.. PEPE.ნუ მიფუჭებ თემას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 ხო მეთანხმები იმაში, რომ ჩვენი, საზოგადოების ბრალია დიქტაურული უმრავლესობა რომ მივეცით სამივე პრეზიდენტს.. დაბალანსებული რომ ყოფილიყო თავიდანვე საქმე, ეს კაცი ამდენს ვერ გაბედავდა..მე ზვიადას არჩევნებამდე გამოვთქვი აზრი, რომ შევიტანოტ ცვლილება კონსტიტუციაში, რომ საქარტველოში უბრალო უმრავლესობად (ყველგან, პარლამენტშიც, არჩევნებზეც და ვაფშე ყველგან) ითვლებოდეს არა 50%-ზე მეტი, არამედ 55% -დან 72% მდე სტატისტიკური ანალიზი მქონდა ჩემთვის ჩატარებული ხალხში, სხვადასხვა რამეებზე, კარტიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული და მაგ დასკვნამდე მივედი როდესაც ზედმეტად ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს ასეა, როგორც წესი, ის უმცირესობა აღმოჩნდება ხოლმე სწორი არ დამიჯერეს, ხოდა იმკიან ახლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 DonCaredoმე ზვიადას არჩევნებამდე გამოვთქვი აზრი, რომ შევიტანოტ ცვლილება კონსტიტუციაში, რომ საქარტველოში უბრალო უმრავლესობად (ყველგან, პარლამენტშიც, არჩევნებზეც და ვაფშე ყველგან) ითვლებოდეს არა 50%-ზე მეტი, არამედ 55% -დან 72% მდე სტატისტიკური ანალიზი მქონდა ჩემთვის ჩატარებული ხალხში, სხვადასხვა რამეებზე, კარტიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული და მაგ დასკვნამდე მივედი როდესაც ზედმეტად ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს ასეა, როგორც წესი, ის უმცირესობა აღმოჩნდება ხოლმე სწორი არ დამიჯერეს, ხოდა იმკიან ახლა ფაქტი ერთი რამეა, ჩვენთან არის მასოკრატია და მასოკრატიას მოჰყვება ტირანია (ბუნებრივია).. ჩვენ გვჭირდება მიშას შემდეგ, რამენაირად ისეთი სისტემა შევქმნათ რომ მასოკრატიიდან კვლავ ტირანიამდე არ მივიდეთ. შენი იდეაც სწორია, მაგრამ სამწუხაროდ ამ იდეას არ გაიზიარებენ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 როგორ ვამუშაოთ დემოკრატია საქართველოშიჯერ უნდა გავარკვიოთ დემოკრატიის ქართული ვერსია რასი მდგომარეობს. დემოკრატიული არჩევნებს რომლებსაც დიქტატორები მოჰყავთ სათავეშიეს ასახავს დღევანდელ ქართულ აზროვნებას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 როგორ ვამუშაოთ დემოკრატია საქართველოში კოლონიებში დემოკრატია ვერ მუშაობს და არც ამუშავებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 XVIII საუკუნეში საფრანგეთში ცხოვრობდა მოაზროვნე ფილოსოფოსი-განმანათლებელი, მათემატიკოსი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივი მდივანი და პოლიტიკური მოღვაწე (საკანონმდებლო კრების დეპუტატი 1791წ, საფრანგეთის ლიბერალური კონსტიტუციის ავტორი) მარი-ჟან ანტუან ნიკოლა კარიტა მარკიზ დე კონდორსე (1743-1794წ.წ.). ერთხელ აკადემია წყვეტდა ერთ ბანალურ საკითხს: სად ჩაეტარებინათ მორიგი სხდომა. ჯერ აკადემიკოსებმა უყარეს კენჭი, რომ სხდომის ჩატარება უკეთესია ვერსალში ვიდრე პარიზში, შემდეგ – უკეთესია ფონტებლოში, ვიდრე ვერსალში და ბოლოს გადაწყდა რომ ჯობია ჩატარდეს პარიზში ვიდრე ფონტებლოში. ამ შემთხვევამ დაუდო საწყისი კოლექტიური გადაწყვეტილების კანონების შესწავლას, რამაც კონდორსე მიიყვანა საინტერესო დასკვნამდე: რიგ შემთხვევაში შეუძლებელია რაიმე შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღება და შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღებაც, რომელსაც მხარს არ უჭერს კენჭისყრაში მონაწილე არცერთი პირი. 1785 წელს კონდორსემ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც მიეძღვნა დეპუტატების არჩევისას კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების პრობლემებს. დღეისათვის ნაშრომი ცნობილია როგორც კონდორსეს პარადოქსი და პრინციპი.მარტივად რომ ვთქვათ კონდორსეს პარადოქსი გამოიყურება შემდეგნაირად, დაუშვათ კომიტეტი, რომელიც შედგება პავლე, პეტრესა და ივანესაგან უნდა უპირატესობის მიხედვით განალაგონ სამი კანდიდატი A,B,ჩ. პავლე განალაგებს შემდეგნაირად A,B,ჩ პეტრე – BB,ჩ,A, ივანე კი ჩ,A,B. ხმების დათვლას მივყავართ ციკლამდე: A უგებს B, B უგებს ჩ კი უგებს A – ყველა უგებს ორ ხმას ერთს.კონდორსეს პრინციპის შესაბამისად, რათა გაირკვას უმრავლესობის ჭეშმარიტი ნება აუცილებელია, ყველა ამომრჩეველმა ყველა კანდიდატს ჩაუტაროს რანჟირება (გერმ. ღანგიеრუნგ – განაწილება როგითობის მიხედვით) რიგითი უპირატესობის მიხედვით. ჯერ კიდევ კონდორსემდე მისი მეგობარი მათემატიკოსი ჟან-შარლ ბორდა ცდილობდა ეპოვა კენჭისყრის საუკეთესო წესები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია მრავალი წესის გამოყენება, მაგრამ მათი შედეგი შესაძლებელია იყოს საპირისპირო, გამარჯვებული ერთი წესის გამოყენებით შესაძლებელია აღმოჩნდეს ბოლო სხვა წესის გამოყენებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.