Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე ვეტერანების სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/lortqifanidze-150x150.jpgპარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ვეტერანების პროცესზე არ შეუშვეს.

 

როგორც “ექსპრესნიუსს” ლორთქიფანიძემ განუცხადა, მიზეზი რის გამოც მას უარი უთხრეს დარბაზში ადგილების არარსებობა იყო, თუმცა მისი თქმით, პროცესს მხოლოდ დაკავებულების ადვოკატები ესწრებოდნენ.

 

წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულია 11 პირი, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ თბილისში აქციის დაშლისას დააკავეს. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ყველა დაკავებულს 400 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

 

დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

გუშინ გმირთა მოედანზე ვეტერანების აქცია დაშალეს და აქციის 7 მონაწილე დააკავეს. დაკავებულები არიან: მალხაზ თოფურია, ამორე რევიშვილი, შოთა ზღუდაძე, შოთა იამანიძე, ვალერიან ძებისაშვილი, ლევან ასატრიანი და ლევან ასათიანი.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...