Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/dakaveba1-150x130.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავა.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით გაკავებულია, ს/ს „რუსთავგაზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე როსტომ ცერცვაძე, ამავე კომპანიის სამეწარმეო და კომუნალური მომსახურების უბნის უფროსი მურმან პაპუაშვილი, მთავარი სპეციალისტი გიორგი ეგუტიძე და შპს „მ და ბ“-ს დირექტორი შაქრო მიროტაძე.

 

გამოძიების მიერ გაშიფრული დანაშულებრივი სქემის მიხედვით, ს/ს „რუსთავგაზს“, შპს „მ და ბ“-სა და ს/ს „იტერა-საქართველოს“ შორის 2009 წელს გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულების თანახმად, ს/ს „იტერა-საქართველო“ შპს „რუსთავგაზის“ შესაბამისი ქსელების მეშვეობით ბუნებრივ აირს აწვდიდა შპს „მ და ბ“-ს. თავის მხრივ, შპს „მ და ბ“ აღნიშნული ბუნებრივი აირის რეალიზაციას ავტომობილების გაზგასამართ სადგურზე ახდენდა.

 

მატერიალური გამორჩენისა და გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, დაკავებულები ურთიერთანგარიშსწორების აქტებში დოკუმენტურად ამცირებდნენ შპს „მ და ბ“-ს მიერ რეალურად გახარჯული ბუნებრივი აირის ოდენობას, ხელოვნურად, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ცვლიდნენ მრიცხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებს, რის საფუძველზეც იქმნებოდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „მ და ბ“-ს ყოველდღიურად ხარჯავდა დაახლოებით 10-11 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, საგადასახადო დოკუმენტაციაში კი მხოლოდ 4-5 000 კუბურ მეტრს აფიქსირებდა.

 

აღნიშნული დანაშაულის გამო მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე – ს/ს „იტერა-საქართველოს“.

 

ფაქტზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მიხედვით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...