Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - შსს გურიაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/Shss-150x130.jpgშსს გურიაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ძებნილი დავით ქადეიშვილი გარდაიცვალა, განმარტებებს აკეთებს.

შსს-ს ინფორმაციით, 2011 წლის 4 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს დაუკავშირდა სოფელ შრომის მკვიდრი, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდა პოლიციის მიერ ძებნილი დავით ქადეიშვილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ დავით ქადეიშვილი იმყოფებოდა მისი ნათესავის კუტოღლიანი მიშკინას ბინაში სადაც ის მივიდა დახმარების თხოვნით, თუმცა უარის მიღების შემდეგ მას მოუვიდა კონფლიქტი მისსავე ნათესავთან და კუტოღლიანი მიშკინასი დაჭრა მუცლის არეშე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა მოახერხეს პოლიციასთან დაკავშირება. ადგილზე მისულ პოლიციას დავით ქადეიშვილმა გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას ჩაბარებოდა პოლიციას და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა ცეცხლი პოლიციის მიმართულებით. ორმხრივი სროლის შედეგად სამწუხაროდ დავით ქადეიშვილი გარდაიცვალა, რაც შეეხება დაჭრილ კუტოღლიან მიშკინას, იგი გადაყვანილია სავადმყოფოში სადაც მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

 

შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ დავით ქადეიშვილი იძებნებოდა შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

 

2008 წლის აგვისტოს თვეში ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მალხაზ მჟავანაძის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაყაჩაღება.

 

2008 წლის აგვისტოს თვეში ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ ავთანდილ გელაშვილის მკვლელობის მცდელობა.

 

2009 წლის 29 დეკემბერს ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური “ვისოლი”-ს დაყაჩაღების ფაქტი, იმავე დღეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ ავთანდილ კუგასიანისაგან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ფულის გამოძალვა და ავტომანქანის გატაცება.

 

2010 წლის 07 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მიხეილ მჟავანაძის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა. ამავე სოფლის საჯარო სკოლისა და სკოლის ავტობუსის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა. ყაჩაღობის მიზნით ამავე სოფელში მდებარე მაღაზიის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვა. სოფელ შრომაში მცხოვრებ სიმონ კუგასიანის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით საცხოვრებელი სახლის დაყაჩაღება, ამავე სოფელში მცხოვრებ ზურაბ მჟავანაძის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მისი კუთვნილი ავტომანქანა “ნივა”-ს გატაცება.

 

2010 წლის 15 დეკემბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თავს დაესხა ოზურგეთის რ-ნის სოფ. თხინვალში მცხოვრებ, 1957 წ.დ. თედორე გიორგის ძე ხურციძის ოჯახს და შურისძიების მოტივით ავტომატიდან გასროლით მოკლა მამა-შვილი, 1957 წ.დ. თედორე გიორგი ძე და 1980 წ.დ. ირაკლი თედორეს ძე ხურციძეები, ასევე დაჭრა ირაკლი ხურციძის მეუღლე, 1985 წ.დ. ქეთინო ვახტანგის ას აშუბა და შვილი, 10 თვის გიორგი ირაკლის ძე ხურციძე.

 

2011 წლის 04 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მიშკო კუტოღლიანის მკვლელობის მცდელობა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...