planetanews Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/0-1.jpgგმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან, გიორგი კორკოტაშვილი(კორკოტა) და მისი თანმხლები პირებიც დააკავეს . ისინი ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. კორკოტაშვილი და მისი თანმხლები პირები აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან აპირებდნენ მისვლას, სადაც მოშიმშილე ვეტერანები პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. აქციის დაშლისას, პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე ვეტერანიც დააკავეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათი ნაწილი ნარკოლოგიურში, ნაწილი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ამ დროისათვის გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. თუმცა იქ აქციის არც ერთი მონაწილე არ იმყოფება.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 27 დეკემბერს დაიწყეს. აქციის ფარგლებში რამდენიმე ვეტერანი შიმშილობს. ისინი ხელისუფლებას ომის ვეტერანთა მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოთხოვენ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს წინაშე ვალი პირნათლად მოიხადეს, სათანადოდ დაფასდნენ.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ. ინტერპრესნიუსი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts