Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- შსს-მ ვეტერანების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/b8fd7553c2433ec6e43d28472f865bca.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვეტერანების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ”2011 წლის 3 იანვარს, გმირთა მოედანზე, საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევის გამო დაკავებული იქნენ ზაზა გერმანოზაშვილი, ილია ჩილოშვილი, ვალერიან ძებირაშვილი, ლევან ასათიანი, მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, სერგო დვალი, ლევონ ასატრიანი, ლეონიდ ეხვაია, შოთა იამანიძე და შოთა ზღუდაძე. აღნიშნული პირები მართავდნენ საპროტესტო აქციას საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, სადაც ასევე გაშლილი ჰქონდათ თვითნაკეთი კარავი. აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქციის მონაწილეებიდან განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა რამდენიმე პიროვნება, რომელთაც აშკარად ეტყობოდათ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. დაკავებულები შემოწმებულნი იქნენ ნარკოლოგიური ექსპერტიზის მიერ, რის შედეგადაც ორ მათგანს ალკოჰოლური სიმთვრალე დაუდგინდა. ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ჩატარდება სასამართლო სხდომა, სადაც იმსჯელებენ დაკავებულთათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე”, _ ნათქვამია განცხადებაში.

 

ინტერპრესნიუსი

 

t top right;">Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...