planetanews Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/getImage-1-267x300.jpg“თავისუფალი დემოკრატები” გმირთა მოედანზე მომხდარი ინციდენტისას დაკავებულ ვეტერანთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ამ საქმის დეტალურ გამოძიებას ითხოვენ. როგორც პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასწრაფოდ უნდა გაირკვეს თუ ვინ გასცა ვეტერანთა მშვიდობიანი აქციის დარბევის ბრძანება და რას წარმოადგენენ ის გაურკვეველი წარმომავლობის სადამსჯელო ბრიგადები, რომლებიც მთელი სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაციას ახდენენ. “კატეგორიულად მოვითხოვთ სასწრაფოდ შეიქმნას სახელმწიფო კომისია სახელმწიფო სტრუქტურების ვეტერანთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენელთა მონაწილეობით “ვეტერანთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამის” შექმნის მიზნით”, – აღნიშნა მან. ალასანიას თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავარსარდალი უღირსად იქცევა როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ. მისი განმარტებით, სააკაშვილმა ძალა გამოიყენა იმ მეომრების წინააღმდეგ, რომლებმაც, მისგან განსხვავებით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოლეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. “ამით მან კიდევ ერთხელ შეურაცხყო ქართული არმიისა და თითოეული ჯარისკაცის ღირსება”, – დასძინა პარტიის ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიაც აფხაზეთის ომის ვეტერანია ინტერპრესნიუსი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts