planetanews Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/0cf193d2995cc780a7891225d4a8ffef.jpgგმირთა მოედანზე რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა ვეტერანების აქცია ძალის გამოყენებით დაარბიეს. ამ წუთებში პოლიციამ აქციის ოცამდე მონაწილე უნივერსიტეტის მიმართულებით ხელკეტებით გაყარეს, ამ დროისთვის აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მწვავე დაპირისპირება მიმდინარეობს. გმირთა მოედანზე ასზე მეტი სამართალდამცველი იმყოფება. გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია კი განთავისუფლებულია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიცია მათ თავს მოულოდნელად დაესხა. როგორც ცნობილია გუშინ ვეტერანთა აქციის დარბევის ფაქტზე მხარდამჭერი აქცია გმირთა მოედანზე იმართებოდა. სამართალდამცველებმა ეს აქციაც ძალის გამოყენებით დაშალეს. ექსპრესნიუსი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts