planetanews Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/e7473e41346e64eb5109d78878c1ba70-300x214.jpgსაქართველოს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის შეფასებით, ხელისუფლებამ 3 იანვარს, გმირთა მოედანზე, ვეტერანების აქციის ძალის გამოყენების დაშლით არაადეკვატური ნაბიჯი გადადგა . <br style="padding: 0px; margin: 0px;" />როგორც “ინტერპრესნიუსს” ასოციაციის წარმომადგენელმა გიორგი ცხვიტავამ განუცხადა, ხელისუფლებამ ვეტერანებთან დიალოგი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“ყველა ადამიანს აქვს პროტესტის მშვიდობიანად გამოთქმის უფლება. ვეტერანები გამოვიდნენ და საკუთარი სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად ყურადღება ითხოვეს. ძალის გამოყენება აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვეტერანებთან დიალოგია აუცილებელი: სამხედრო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ საჭიროა მათი გადამზადება. სამხედროები სპეციფიკურ სამუშაოს ასრულებენ, ამიტომაც მათ სპეციფიკური პროგრამები სჭირდებათ”, _ განაცხადა ცხვიტავამ.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მისივე თქმით, ვეტერანებისა და ყოფილი სამხედროების მიმართ სახელმწიფო არასწორ საპენსიო პოლიტიკას ატარებს. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />“სახელმწიფო პენსიები აბსოლუტურად დაუბალანსებელია. ზოგ პენსიონერს 500 ლარი, ზოგს კი 60 ლარი აქვს. ეს არასწორ საპენსიო პოლიტიკას უკავშირდება. წინათ თავდაცვის სამინისტრო თავად განკარგავდა პენსიების საკითხს, ახლა კი ეს კომპეტენცია ჯანდაცვის სამინისტროში გადავიდა. ვფიქრობ, რომ არის ხარვეზი, რომლის გამოც ყველაზე მეტად ყოფილი სამხედროები და ვეტერანები ზარალდებიან. სამინისტროს, ვეტერანთა დეპარტამენტისა და პარლამენტის წარმომადგენელთა შემადგენლობით უნდა შეიქმნას სპეციალური საბჭო, რომელიც პენსიების და სახელმწიფო კომპენსაციების გაცემას დაარეგულირებს. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც გამოვიდნენ ვეტერანები, რომ სახელმწიფო მეტი ყურადღებით მოეკიდოს მათ საკითხს და მოხდეს მათი სოციალური უზრუნველყოფა”, _ აღნიშნა სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ცხვიტავამ აშშ-ში არსებული პრაქტიკა მოიყვანა პრობლემის მოგვარების მაგალითად.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“შეერთებულ შტატებში ვეტერანთა გაერთიანება სოციალურ ქსელებში საკუთარ გვერდზე მუდმივად აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა პროგრამები ხორციელდება ყოფილი სამხედროების სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის, ეს ავღანეთსა და ერაყში ომგამოვლილების გაერთიანების გვერდზეც ხდება. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ეს ეხება, რომ მსგავსი სამუშაოები ჩატარდეს და ბოლოს და ბოლოს სათანადო ყურადღება მიაქციონ ამ ადამიანებს”, _ აღნიშნა ცხვიტავამ.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მისივე თქმით, ასოციაცია 3 იანვარს გმირთა მოედანზე მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts