Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- საია ომის ვეტერანების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას აპროტესტებს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/47764a03ae3c658a503f45fe83ce9b551.jpgსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2011 წლის 3 იანვარს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ, ძალის გამოყენებით, თბილისში, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას და აქციის მონაწილე რამდენიმე პირის დაკავებას აპროტესტებს.

 

„ომის ვეტერანების მიერ ორგანიზებული აქცია 2010 წლის 27 დეკემბრიდან მიმდინარეობდა და სრულად შეესაბამებოდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ აქციის ფარგლებში არ იგეგმებოდა არც სავალი ნაწილის ბლოკირება, აქციის ორგანიზატორებმა 2010 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მიმართეს დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციას და შეატყობინეს დაგეგმილი აქციის შესახებ.

 

სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიოდეო ჩანაწერებიდან ცალსახად ირკვევა, რომ აქციის მონაწილეები მოქმედებდნენ კანონმდებლობის მოთხოვნის ფარგლებში და მშვიდობიანი ფორმით აფიქსირებდნენ საკუთარ მოთხოვნებს. მიუხედავად აღნიშნულისა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით და აქციის მონაწილეთა ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით დაშალეს მშვიდობიანი შეკრება.

 

ტელეკომპანია „კავკასიის“ მიერ გავრცელებული კადრებიდან ნათლად ირკვევა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ფიზიკურად უსწორდებიან შეკრების მონაწილეებს და აკავებენ პირებს, რომელთა ქმედებაში არ ფიქსირდება კანონდარღვევა და არც სამართალდამცავთათვის წინააღმდეგობის გაწევას აქვს ადგილი.

 

მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უხეშად დაარღვის კანონი, ვინაიდან:

 

1. შეკრების მონაწილეები მოქმედებნენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მათი მხრიდან არ ქონია ადგილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, შესაბამისად არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი აქციის დაშლისათვის;

 

2. როგორც თავად აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, შეკრების შეწყვეტის შესახებ არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მითითება, რაც კანონმდებლობის თანახმად აუცილებლად უნდა იყოს აქციის შეწყვეტის მოთხოვნის წინაპირობა;

 

3. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აკავებდნენ შეკრების მონაწილეებს, ატარებდნენ სამოქალაქო ფორმას, შესაბამისად, შეუძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება;

 

4. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს და აკავებდნენ მოქალაქეებს მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირების ქმედებაში არ ფიქსირდებოდა დაკავების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ძალის გადამეტებით დაშალეს 2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია, რაც ერთის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლების უკანონო შეზღუდვას, ხოლო მეორეს მხრივ, კვალიფიცირდება, როგორც უფლებამოსილების გადამეტება და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

 

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს მთავარ პროკურატურას,  შეისწავლონ და გამოიძიონ 2011 წლის 3 იანვარს ომის ვეტერანთა აქციასთან მიმართებით განვითარებული მოვლენები და დააყენონ იმ პირთა პასუხისმგებაში მიცემის საკითხი, რომელთა გადაწყვეტილებითაც მოხდა აქციის დაშლა, ასევე იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა აქციის დაშლაში და გადაამეტეს მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას“, – ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...