newstudio Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის გია ჭანტურიასთვის ვეტერანთა გუშინდელი აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით კრიტიკა მიუღებელია .ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ აშუქებს სათანადოდ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ვეტერანების აქციას, მათ დარბევას და შემდგომ მიმდინარე პროცესებს, შესაბამისი ინფორმაცია ჭანტურიამ ტელეფონით გადაამოწმა. შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ლაივ სინქრონი" გუშინ, 16.00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ნამდვილად გავიდა.მისივე თქმით, ეს აქცია ნამდვილად შუქდება და საყვედური მისთვის მიუღებელია. შემდეგ კი გია ჭანტურიამ ჟურნალისტებს უსაყვედურა, თუ რატომ აქვთ მათ კრიტიკული შეხედულება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმართ ვეტერანთა აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით. მან მიმართა პრესის ჟურნალისტებს, რომ ის არ ერევა მათ სარედაქციო პოლიტიკაში და კარგი იქნება, თუ ისინიც არ ჩაერევიან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სარედაქციო პოლიტიკაში. http://www.interpressnews.ge/ge/politika/155900-gia-tcanturiasthvis-veterantha-gushindeli-aqciis-gashuqebasthan-dakavshirebith-kritika-miughebelia.html ეს არხი ან საერთოდ უნდა გაუქმდეს, ან რამე უნდა მოვუხერხოთ ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 newstudio სარედაქციო პოლიტიკაში ამ სიტყვებს ვერარ ვიტან!რავა ყველაფერი გააუფასურეს ამ ნაგვებმა გამორთეთ რა ეს 'იაშიკები" რა გჭირტ ხალხო?!!!!!!!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 newstudioეს არხი ან საერთოდ უნდა გაუქმდეს, ან რამე უნდა მოვუხერხოთ ... უნდა გაუქმდეს. ამდენი უსაქმურისთვის ათასობით ლარის გადახდა ხალხის ჯიბიდან, მითუმეტეს რომ არხი ემსახურება ხელისუფლების პიარს.რ-2 და იმედიც საკმარისია. პ.ს. მაგ ფულით მრავალშვილიანი ქართული ოჯახების დახმარება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 mtidanუნდა გაუქმდეს. ამდენი უსაქმურისთვის ათასობით ლარის გადახდა ხალხის ჯიბიდან, მითუმეტეს რომ არხი ემსახურება ხელისუფლების პიარს.რ-2 და იმედიც საკმარისია. პ.ს. მაგ ფულით მრავალშვილიანი ქართული ოჯახების დახმარება.არაა ცუდი იდეა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 საერტოდ არ ვუყურებ...თუ არა კარდუს და ჭანტურიას კეთილადმოხსენებანი -არც კი მეცოდინებოდა რომ არსებობს უნდა გაუქმდეს, ჩემნაირი მაგას არ უყურებს და ვენერაბებოსნაირას ერორიც ეყოფა-ერტი ცალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის გია ჭანტურიასთვის ვეტერანთა გუშინდელი აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით კრიტიკა მიუღებელია .ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ აშუქებს სათანადოდ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ვეტერანების აქციას, მათ დარბევას და შემდგომ მიმდინარე პროცესებს, შესაბამისი ინფორმაცია ჭანტურიამ ტელეფონით გადაამოწმა. შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ლაივ სინქრონი" გუშინ, 16.00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ნამდვილად გავიდა. მისივე თქმით, ეს აქცია ნამდვილად შუქდება და საყვედური მისთვის მიუღებელია. შემდეგ კი, გია ჭანტურიამ ჟურნალისტებს უსაყვედურა, თუ რატომ აქვთ მათ კრიტიკული შეხედულება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმართ ვეტერანთა აქციის გაშუქებასთან დაკავშირებით. მან მიმართა პრესის ჟურნალისტებს, რომ ის არ ერევა მათ სარედაქციო პოლიტიკაში და კარგი იქნება, თუ ისინიც არ ჩაერევიან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სარედაქციო პოლიტიკაში.ამასთან, ”საზოგადეობრივი მაუწყებლის” ვებგვერდზე 16.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში აქციის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. http://www.interpressnews.ge/ge/politika/155900-gia-tcanturiasthvis-veterantha-gushindeli-aqciis-gashuqebasthan-dakavshirebith-kritika-miughebelia.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 ან რამე უნდა მოვუხერხოთ .დავარბიოთ, მოჭიდავეები მივუსიოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 რა ვუყოთ საზოგადოებრივ არხს?! კარდუს რამეს უშველი?ვერა ხომ და ეგ ტელევიზიაც ეგეთი იქნება სანამ ესენი იქნებიან ვლასტში.სხვა მოვა და მერე იმ სხვას შეუძვრებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 ან საერთოდ გავაუქმოთ ეგ არხი ან როგორმე მივაღწიოთ რო სახელმწიფოს საერთოდ ჩამოერთვას მაგ არხის ხელმძღვანელობის დანიშვნა-დამტკიცება, მათ შორის იურიდიულადაც.გადმოგვცენ ხალხს, ჩვენ თვითონ ავირჩიოთ რაღაც ფორმით მაგათი ხელმძღვანელობა და თუ რამეა ჩვენვე დავაფინანსოთ, სულზე 50 თეთრი რო გადავიხადოთ თვეში, წელიწადში სულ მცირე 24 მილიონი ლარი გამოვა და ყელში ამოუვა მაგ ტელევიზიას. მართლა გაატრაკეს უკვე რა! თან ყოველი მომდევნო ხელმძღვანელობა დაჟე იმაზე უარესი ინიშნება რაც წინა იყო. ვესტნიკი და მარკ რივკინი მერჩივნა ამათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 ვესტნიკი და მარკ რივკინი მერჩივნა ამათ სოკოლოვი და მოამბეც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 საყვედურებით და კრიტიკით საქმე არ გაკეთდება, არც ტელევიზიის გაუქმებაზე საუბარია რეალური ამ ქვეყანაში. ერთერთი გამოსავალი მგონი რიგითი თანამშრომლების გადმობირებაშია, რომლებიც საჭირო მომენტში ხელფასსა და თავმოყვარეობას შორის არჩევანი რომ დადგება, თავმოყვარეობას და ქვეყნის ინტერესებს აირჩევენ. ასეთი ადამიანები თუ ბევრი იქნება, არა მარტო ტელევიზიაში არამედ სხვა სტრუქტურებშიც, ეს თუ მომავალი მთავრობა ვინც არ უნდა იყოს ის, ვეღარ გაბედავს მსგავს საქციელს რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. პრობლემა ისევ საზოგადოებაშია, საზოგადოებრივ ცნობიერებაში, იმის აღქმაში რომ შენია ეს ქვეყანა, თუ იტყუები ეთერში, თუ მალავ სიმართლეს შენს თავს უმალავ, ნათესავს, მშობლებს და შვილს ატყუებ, შენი შვილის მომავალს ამახიმჯებ და გარყვნილ და უსამართლო სახელმწიფოს უტოვებ. შესაძლოა მსგავსი აზრები ბევრი ადამიანის თავში არსებობს, შესაძლოა უბრალოდ მათ ეშინიათ ამის ხმამაღლა თქმის, იქნებ ფიქრობენ რომ თუ ისინი არა, ამ საქმეს სხვები გააკეთებენ და რაღატო უნდა დაკარგონ ხელფასი, ამით ხომ შედეგი არ იცვლება, უსამართლობა ისევ რჩება. ანუ მისი მსხვერპლით არაფერი იცვლება. მოკლედ ასეთ ადამიანებს უნდა გავუჩინოთ თავმოყვარეობის, საკუთარი თავის მნიშვნელობის, ყოველი მისი ნაბიჯისადმი პასუხისმგებლობის, და კიდევ იმის შეგრძნება, რომ შენი ქვეყანა არ მთავრდება შენი სახლის ზღურბლთან, შენი ქვეყანაა შენი სამსახური, სკოლა სადაც შენი შვილი დადის, მაღაზია სადაც პროდუქტს ყიდულობ, შენი მეზობლები, ნათესავები და ყველაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 "...ვესტნიკი და მარკ რივკინი მერჩივნა ამათ..."მარკ რივკინი განაკუთრებიტ კარგი იყო 1992 წლის 6იანვარს,როცა რუსეთის კგბ-ს ტექსტებს კითხულობდა! :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 რუსულად არის ერთი გამოთქმა:выкрасить и выбросить.მაგათ სხვა არაფერი არ ეშველებათ.mtidanუნდა გაუქმდეს. ამდენი უსაქმურისთვის ათასობით ლარის გადახდა ხალხის ჯიბიდანწინა წელში 26 მილიონი ქონდათ ბიუჯეტი.წელს დამატებას ითხოვდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 გია ჭანტურიას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უშვებენ? "საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლოა ახლო მომავალში ახალი ხელმძღვანელი ჰყავდეს - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. ჭანტურიამ ამ თანამდებობაზე თამარ კინწურაშვილი შეცვალა. თავის დროზე ოპოზიციის ნაწილი ჭანტურიას დანიშვნას ოვაციებით არ შეხვედრია. უფრო მეტიც - რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მისი დანიშვნა მწვავედ გააკრიტიკა, თუმცა შემდეგ ეს პროტესტი მინელდა. არაოფიციალურად უკვე სახელდება ორი გვარი, ვინც შეიძლება ტელევიზიის გენერალური დირექტორის სავარძელი დაიკავოს - ლევან გახელაძე ან ხათუნა ბერძენიშვილი", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით გია ჭანტურიას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უშვებენ. http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/156043-06012011.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2011 "საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლოა ახლო მომავალში ახალი ხელმძღვანელი ჰყავდეს - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. ჭანტურიამ ამ თანამდებობაზე თამარ კინწურაშვილი შეცვალა. თავის დროზე ოპოზიციის ნაწილი ჭანტურიას დანიშვნას ოვაციებით არ შეხვედრია. უფრო მეტიც - რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მისი დანიშვნა მწვავედ გააკრიტიკა, თუმცა შემდეგ ეს პროტესტი მინელდა. არაოფიციალურად უკვე სახელდება ორი გვარი, ვინც შეიძლება ტელევიზიის გენერალური დირექტორის სავარძელი დაიკავოს - ლევან გახელაძე ან ხათუნა ბერძენიშვილი", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით გია ჭანტურიას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უშვებენ.კარდუ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.