Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ყველამ კენის უნდა მიბაძოს”


Recommended Posts

http://1.bp.blogspot.com/_KpTauCrw3bQ/TGlljpPvh8I/AAAAAAAADu8/dsLY2uCEEIo/s1600/ian-rush-jarvin-wikipedia.jpg

ლივერპულის ლეგენდა იან რაშმა Soccer Extra-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ როის დრო სჭირდება თავისი შესაძლებლობების სრულად გამოსავლენად, რისთვისაც მთავარია გულშემატკივრების მხარში დგომა…

 

 

იან რაში აკრიტიკებს იმ გულშემატკივრებს, რომლებიც კენი დალგლიშისა და რაფა ბენიტესის სახელებს ყვიროდნენ ვულვერჰემპტონთან გამართული მატჩის დროს. მისი აზრით ამ სიტუაციაში მთავარია როის გვერდში დგომა და მხარდაჭერა.”ლივერპულისათვის მართლაც რომ კარგი მატჩი იყო ბოლტონთან, ფანებიც თავის მხრივ მხარდაჭერას არ იშურებდნენ. სანახაობრივი თამაში , გამარჯვების მოპოვება ახალი სეზონის პირველ დღეს, ეს სწორად გუნდის შეკრულობის დამსახურებაა”.

 

 

,,როდესაც როი ლივერპულს იბარებდა იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა, ეს მალე შედეგზეც აისახება. ის ძალიან კარგი მწვრთნელი და პიროვნებაა, მე ვფიქრობ ყველასათვის საჭიროა იგი, ვიცი რომ  არ იყო ფანების არჩევანი,მაგრამ მას სჭირდება დრო. კენი მეფეა, ყველას სურდა ის კვლავ დაენახა ლივერპულის სათავეში,მაგრამ როგორც კენი, ისე ჩვენც უნდა ამოვუდგეთ მხარში როის”.

 

,,ლივერპული დიდი კლუბია და არასდროს არ მოსწონთ გულშემატკივრებს როცა მათი საყვარელი გუნდი აგებს. როი კი იმიტომ მოვიდა აქ რომ სცადოს და ლივერპულს ძველი დიდება დაუბრონოს.”

 

 

 

,, თუ ჩვენ ერთად ვიქნებით ყველაფერი გამოსწრდება”.

 

წყარო:  skysports.com

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...