planetanews Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/qart-150x150.jpgგმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციაზე მყოფ „ქართული პარტიის“ ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ეკა მათიაშვილს.ამის შესახებ “ქართული პარტიის” პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.“მათიაშვილი სასტიკად არის ნაცემი და საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება უტარდება. დაკავებულია „ქართული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი შოთიკო იამანიძე, რომელიც ეკა მათიაშვილს გამოექომაგა”, – ნათქვამია განცხადებაში. „ქართული პარტია“ კატეგორიულად მოითხოვს უკანონოდ დაკავებული შოთიკო იამანიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც ეკა მათიშვილს ფიზიკურად გაუსწორნენ.„ქართული პარტია“ მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ინსტიტუტებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ადეკვატური შეფასება მისცენ 3 იანვარს, თბილისში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts