Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ზუგდიდში „ქართული პარტიის“ აქტივისტი ცივი იარაღით დაჭრეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/qart1-150x150.jpgზუგდიდში „ქართული პარტიის“ აქტივისტი ცივი იარაღით დაჭრეს

დღეს იანვარს, ზუგდიდში, დაუდგენელმა პირებმა მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრეს „ქართული პარტიის“ აქტივისტი დავით სორდია.

როგორც “ექსპრესნიუსს” „ქართული პარტიის“ პრესამსახურიდან აცნობეს, პარტიის რეგიონული ორგანიზაციის შეკრების დროს, დავით სორდიამ დროებით დატოვა ოფისი და ქუჩაში გავიდა, სადაც მას, შელაპარაკების პროვიცირების დროს, დანით ჭრილობები მიაყენეს.

„ქართული პარტია“ აცხადებს, რომ აღნიშნული დანაშაული პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. დავით სორდია „ქართული პარტიის“ აქტივისტია ზუგდიდში. ამდენად, მასთან ფიზიკური ანგარიშწორებით, დანაშაულის დამკვეთები და შემსრულებლები „ქართული პარტიის“ ბრძოლისუნარიანობის შესუსტებას გეგმავდნენ. 20 იანვარს იგეგმება „ქართული პარტიის“ ზუგდიდის საქალაქო ორგანიზაციის ოფისის გახსნა და ამდენად, სავარაუდოდ, ეს პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან ამ ღონისძიების ჩაშლისკენ არის მიმართული.

„ქართული პარტია“ მოითხოვს, რომ შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარონ ობიექტური გამოძიება, დამნაშავე პირები დააკავონ და მათ კანონის წინაშე აგებინონ პასუხი.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...