planetanews Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/policia-3-150x150.jpgგმირთა მოედანზე ხვალ, დაკავებული ვეტერანების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის პარალელულად რამდენიმე პოლიტიკური პარტია პრესკონფერენციას გამართავს. როგორც “ექსპრესნიუსს” “ქართული პარტიიდან” აცნობეს, პარტიის ლიდერები ხვალ 12:00 გაიმართება. 13.00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ვეტერანების დარბევას შეაფასებს. 14:00 საათზე, გმირთა მოედანზე, დაკავებული ვეტერანების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციაში მონაწილეობას ის მეომრები მიიღებენ, რომელთაც რეალურად იციან ამ სფეროში არსებული პრობლემები. ვეტერანები გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან, გააპროტესტებენ ვეტერანების დაკავებას და საზოგადოებას მოთხოვნებს გააცნობენ.ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ქვეყნის მთავარსარდალმა, ვეტერანების დარბევისთვის ბოდიში საჯაროდ მოიხადოს და დაისაჯონ დარბევაში მონაწილე პირები.მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, გმირთა მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობაც მოეწყოს.როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ ვეტერანების აქციის დაშლის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. გმირთა მოედანზე სამართალდამცავებმა შეხლა შემოხლის შემდეგ 9 ვეტერანი დააკავეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts