planetanews Posted December 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/12/kiwmarishvili-300x184.jpg“ქართული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა “მაესტროს” გენერალური დირექტორის კახა ბექაურის ბრალდებებს დღეს რადიო “პალიტრის” გადაცემა” რეზიუმეს” პირდაპირ ეთერში უპასუხა. ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ბექაურის გუშინდელი ბრალდებების ფორმა და შინაარსი მისთვის სრულიად გაუგებარი იყო. მისი მტკიცებით, “მაესტროს” სარედაქციო პოლიტიკაში ის არანაირად არ ერეოდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> “მაესტროს” ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ ან მე ან ჩემს მიერ დაფუძნებული კომპანია “მაესტროს” რომელიმე ჟურნალისტზე ზეწოლას ვახდენდით. როდესაც ბექაური ამბობს, რომ მე მასზე გავლენას ვახდენდი, იტყუება! ბექაურს არანაირი ბრალდების საფუძველი არ აქვს”, – აღნიშნა კიწმარიშვილმა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> მისივე თქმით, მმართველი კომპანია მან დააარსა მხოლოდ იმის გამო, რომ დახმარებოდა ტელეკომპანია “მაესტროს” და ზოგადად ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის განვითარებაში მონაწილეობა მიეღო. “ეს ფული საქმეში ჩავდე იმისთვის, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია განვითარებულიყო, ეს ჩემი ფული იყო და სანაცვლოდ არანაირ პოლიტიკურ დივიდენდებს არ ველოდებოდი”, – ირწმუნება კიწმარიშვილი. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> რაც შეეხება კახა ბექაურს, კიწმარიშვილის განცხადებით, ბექაური “მაესტროს” გენერალურ დირექტორად სწორედ მის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ დანიშნა. “გამოდის, რომ მმართველი კომპანიის მიერ დანიშნული დირექტორი საკუთარ თავს ედავება. ჩემი აზრით, მას ან ცუდი სიზმარი დაესიზმრა ან საქმე სხვა ინტერესებთან გვაქვს. “მაესტროს ახლანდელი ფინანსური კრიზისი კი ამ ტელეკომპანიის დირექტორის თავსატეხია”, -აღნიშნა მან.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> მამუკა ღლონტთან დაკავშირებით კი ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მასთან ყველანაირი სამართლებრივი ურთიერთობა დაამთავრა. ინტერპრესნიუსი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts