planetanews Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/karkarashvili.jpgგმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან მოშიმშილე ვეტერანები პოლიციამ ადგილიდან ძალის გამოყენებით აყარა . თუმცა ვეტერანები დაშლაზე უარს აცხადებენ. მდგომარეობა დაძაბულია, ვეტერანებსა და პოლიციელებს შორის ინციდენტები და ფიზიკური შეხლა-შემოხლა ხდება. ვეტერანებთან მივიდნენ ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი ზურაბ აბაშიძე, სახალხო კრების წარმომადგენლები და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები. ვეტერანების განცხადებით, დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაიარა გმირთა მოდანზე ვაკის მიმართულებით , სწორედ სააკაშვილის ჩავლიდან ერთ საათში იქ პოლიცია მივიდა და მათ დაშლას შეეცადა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 27 დეკემბერს დაიწყეს. აქციის ფარგლებში რამდენიმე ვეტერანი შიმშილობს. ისინი ხელისუფლებას ომის ვეტერანთა მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოთხოვენ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს წინაშე ვალი პირნათლად მოიხადეს, სათანადოდ დაფასდნენ.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ. ინეტრპრესნიუსი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts