planetanews Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/polskie-radio-150x55.jpg აწ გარდაცვლილი პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თბილისში გამგზავრება საქართველოს მხარდასაჭერად 2008 წლის ზაფხულში მის შეიარაღებულ კონფლიქტში რუსეთთან, ახალ ჰოლივუდურ ბლოკბასტერში იქნება ნაჩვენები პრეზიდენტ კაჩინსკის გმირი გამოსახული იქნება რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებულ 50 მილიონი დოლარის ღირებულების ფილმში „აგვისტოს ხუთი დღე“. თუმცა კაჩინსკი, რომლის როლსაც ირანული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი მარშალ მანეში შეასრულებს (The Big Lebowski, Pirates of the Caribbean: At World’s End), ფილმში მხოლოდ რამდენიმე წამით გაიელვებს. ახლახანს გამოქვეყნებულ „ტრეილერში“ (ფილმის ანონსი) ნაჩვენებია ის შთამბეჭდავი მომენტები, როდესაც ცენტრალური ევროპის ლიდერებმა, პოლონეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, სოლიდარობის შოუ კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე დამთრგუნველ მომენტში გამართეს. პოლონეთის ლიდერი იმ დროსაა გადაღებული, როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ხელებს მაღლა სწევს. მიხეილ სააკაშვილს ჰოლივუდის ვარსკვლავი ენდი გარსია თამაშობს (The Godfather III). კაჩინსკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას კრემლი ამრეზით აკვირდებოდა. „აგვისტოს 5 დღე“ – ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფილმია, რომელიც ბოლო წლებში ომზე გადაღებულა და მისი წარმოება დიდწილად გრაფიკის გარეშე მიმდინარეობდა. რეჟისორი გახლდათ რენი ჰარლინი, ისეთი ცნობილი მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ავტორი, როგორებიცაა Die Hard II და Deep Blue Sea. ფილმი „აგვისტოს ხუთი დღე“ ფოკუსირებულია დასავლელი ჟურნალისტების ჯგუფზე (ვოლ კილმერი ჰოლანდიელ ჟურნალისტს თამაშობს), რომლებსაც კონფლიქტის დროს დააკავებენ. კრიტიკოსებმა შესაძლოა სამართლიანად აღნიშნონ, რომ ფილმი ქართული თვალსაზრისის მიმართ უფრო კეთილგანწყობილია, ვიდრე რუსულის. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილმა ჰარლინს გადაღებებისთვის პრეზიდენტის რეზიდენცია დაუთმო. გარდა ამისა, გადამღებ ჯგუფს უნიფორმა და სამხედრო ტექნიკა უფასოდ დაუთმეს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts