planetanews Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 http://30.media.tumblr.com/tumblr_l5wkrstFLW1qcspu8o1_500.jpg ბოლტონთან დრამატულ გამარჯვებაში შეტანილი წვლილის შემდეგ ჯო კოული იმედოვნებს რომ 2011 წელი როგორც მთლიანად კლუბისთვის, ისე მისთვისაც წარმატებული იქნება… კოული მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში შემოვიდა და დამატებულ წუთზე გოლიც გაიფორმა, მართალია ეს გოლი ჯერარდის და მაქსის დამსახურება უფრო იყო, მაგრამ ტაბლოზე სწორედ კოულის სახელი დაიწერა. ეს მისი პირველი პრემიერლიგური გოლი იყო ენფილდზე. “რასაკვირველია სასიამოვნო იყო ლივერპულში პირველი გოლის გატანა ლიგაზე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ნამდვილად გუნდის გამარჯვება იყო” – განაცხადა კოულმა – “სტივის შესანიშნავი პასის შემდეგ მაქსმა ბურთი კარისკენ გაგზავნა, მე კი უბრალოდ შევეხე მას ხაზის გადაკვეთამდე, თუმცა მაინც მოხარული ვარ რომ ანგარიშის ტაბლოზე ჩემი სახელიც გამოჩნდა, რადგან უკვე საკმაოდ დიდი ხანია ამ კლუბში ვარ…” “მე თამაში მსურს, მაგრამ ვიცი რომ აუცილებლად დიდი შრომა მჭირდება რათა მენეჯერის ნდობა დავიმსახურო და დავბრუნდე ძირითადში. ხალხი ხშირად ჩემს მონდომებაზე საუბრობს, მაგრამ ვფიქრობ ამის საჩვენებლად მე მხოლოდ მატჩებში მონაწილეობა მჭირდება…” “ტრმვებმა სტარტზევე შემაფერხეს, მაგრამ ახლა გუნდში დაბრუნება მსურს, რათა ჩემი თამაშით დავეხმარო კლუბს და გულშემატკივარიც გავახარო. დარწმუნებული ვარ ახლანდელი სიტუაციის გამოსწორება ყველას ერთად ნამდვილად შეგვიძლია” “გასული წელი საკმაოდ მძიმე იყო ლივერპულისთვის, მაგრამ 2011 აუცილებლად ძალიან წარმატებული უნდა იყოს, რადგან ტიტულების მოპოვება ამ კლუბის გენშია. ლივერპული არაა საშუალო დონის გუნდი და იგი აუცილებლად მხოლოდ ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოდეს.” – განაცხადა ჯო კოულმა – “მომავალი მატჩი ბლექბერნთან ძალიან საინტერესო იქნება, ორივე გუნდს გვჭირდება გამარჯვება, მაგრამ ჩვენ ბოლტონთან ნაჩვენები შემართება უნდა შევინარჩუნოთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღოთ, რაღა რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხრილის სათავეებს…” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts