Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ვეტერანთა სასამართლო ხვალ, სავარაუდოდ, 10:00 საათზე გაიმართება

22:47 03-01-2011

გმირთა მოედანზე 3 იანვარს დაკავებული ვეტერანების სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, სავარაუდოდ, 10:00 საათზე გაიმართება . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აცნობა, რომელიც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ვეტერანებს შეხვდა.

კერძოდ, დიმიტრი ლორთქიფანიძე შეხვდა მალხაზ თოფურიას, ამორე რევიშვილს, შოთა ზღუდაძეს, შოთა იამანიძეს, ვალერიან ძებისაშვილს, ლევან ასატრიანს და ლევან ასათიანს.

ლორთქიფანიძის განმარტებით, მათგან მხოლოდ 4-ია ვეტერანი. შოთა იამანიძე "ქართული პარტიის" წევრია, შოთა ზღუდაძე კი ვეტერანების აქციის მხარდამჭერი.

დეპუტატის თქმით, დაკავებულები თავს ნორმალურად გრძნობენ და ოჯახთან დაკავშირების საშუალება ჰქონდათ.

ლორთქიფანიძის ცნობით, დაკავებულებს ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...aimartheba.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტში ვეტერანების აქციის დაშლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

----

http://www.interpressnews.ge/ge/politika/155857-thavdacvis-saparlamento-komitetshi-veteranebis-aqciis-dashlis-shesakheb-informacia-ar-aqvth.html

ზოგი ფალოსია :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1355

 

სახალხო დამცველის განცხადება ომის ვეტერანების აქციის დაშლასთან დაკავშირებით

 

04 01 2011

 

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მხრიდანაც, 2011 წლის 3 იანვარს, გმირთა მოედანზე მიმდინარე ომის ვეტერანთა აქციის დაშლის დროს, ადგილი ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას.

 

2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან მოშიმშილე ომის ვეტერანების აქცია საპატრულო პოლიციამ დაშალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები არიან: მალხაზ თოფურია, ამურ რევიშვილი, ზაზა გერმანოზაშვილი, ლევან ასათიანი, ლევონ ასატრიანი, შოთა იამანიძე, ვალერიან ძებირაშვილი, შოთა ზღუდაძე, ლეონიდ ეხვაია, ილია ჩილოშვილი და სერგო დვალი.

 

საქართველოს სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით აქციის მონაწილეები დაკავებულნი არიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173–ე (სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის უხეშ დარღვევას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 2010 წლის 27 დეკემბერს დაიწყეს. აქციის ფარგლებში რამდენიმე ვეტერანი ომში დაღუპულთა მემორიალთან შიმშილობდა. 2010 წლის 24 დეკემბერს ვეტერანებმა #12/145828–1 განცხადებით ქ. თბილისის მერიას აცნობეს ქ. თბილისში, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე აქციის მოწყობის შესახებ.

 

ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ. აქცია მიმდინარეობდა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით. აქციის მონაწილეებს დაკავებული არ ჰქონიათ გზის სავალი ნაწილი, არ გადაუკეტავთ მოძრაობა და არ დაურღვევიათ შეკრება–მანიფესტაციის ჩატარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

ასევე, არ დგინდება აქციის მონაწილეთა მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა.

 

საპატრულო პოლიციის აქციაზე მისვლის მომენტში აქციის მონაწილეები ისხდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან. საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, წარმოადგენდა არა წვრილმანი ხულიგნობის შეწყვეტა, რა საფუძვლითაც ისინი მოგვიანებით დააკავეს, არამედ აქციის შეწყვეტა, რომელიც თავისთავად უსაფუძვლო იყო.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ თვითნაკეთი კარავი. ისინი არ დაემორჩილნენ ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას, კარვის აღების თაობაზე, გაუწიეს მათ ფიზიკური წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული არ დასტურდება გავრცელებული ვიდეო მასალიდან. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს აქციის მონაწილეების დაკავება მემორიალთან აღარ ჩანს კარავი. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავი და სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მაშინ როცა აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

 

ამასთან პირები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და რიგ შემთხვევაში აკავებდნენ შეკრების მონაწილეებს, ატარებდნენ სამოქალაქო ფორმას, რაც მათ იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდიდა.

 

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან ორ პირს, შოთა იამანიძესა და მალხაზ თოფურიას, აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. აღნიშნული დაზიანებები დაფიქსირებულია შსს დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმებში, თუმცა ფიზიკური დაზიანებები არაა დაფიქსირებული ზემოაღნიშნულ პირთა ადმინისტრაციულ დაკავების ოქმებში.

 

* * *

2011 წლის 3 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ აქციის მონაწილეებს და ჩამოართვეს ახსნა–განმარტებები. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციიდან, ტელეკომპანია ,,კავკასიისა“ და ინტერნეტ პორტალ ,, ,,interpressnews.ge”-ს მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდან ირკვევა შემდეგი:

 

2011 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 15:00 სთ–დან, 15:30 სთ–მდე, გმირთა მოედანზე, ვეტერანების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მათ აქციის მონაწილეებს აქციის შეწყვეტა და ტერიტორიის დაცლა მოსთხოვეს. ვეტერანთა განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნით მათთან უცნობი პირებიც მივიდნენ, რომელთაც სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. მათ აქციის მონაწილეებისათვის არ წარუდგენიათ სამსახურეობრივი მოწმობები, თუმცა აქციის მონაწილეთა განმარტებით, აღნიშნული პირები სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ. ისინი აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკური ძალის გამოყენებით, აიძულებდნენ გადასულიყვნენ მანქანების სავალ ნაწილზე. ერთ–ერთმა მათგანმა აქციის მონაწილე ვეტერანის მეუღლეს – ეკა მათიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კარგად ჩანს აქციის ამსახველ ვიდეო მასალაშიც. მას შემდეგ, რაც ერთ–ერთმა მოშიმშილემ, მალხაზ თოფურიამ, პროტესტი გამოთქვა ქალბატონის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი დააკავეს. ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ დაკავების დროს მალხაზ თოფურიას მხრიდან პოლიციის მიმართ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას ან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. დაკავებისას მალხაზ თოფურიას პატრულის თანამშრომლები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მალხაზ თოფურიასთან ერთად დააკავეს შოთა იამანიძე, რომელსაც ასევე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

აქცია დაიშალა. აქციის მონაწილეები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით გაემართნენ. მათ საპატრულო პოლიციისა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მიყვებოდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და აკავებდნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ რიგ შემთხვევაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები ახდენდნენ აქციის მონაწილეების დაკავებას. აღსანიშნავია, რომ არც ერთ დაკავებულ პირს, დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.interpressnews.ge/ge/interviu/155872-koba-liklikadze-veteranebis-problema-khelketebith-ver-gadaitcreba.html

 

 

პროფესიონალ სამხედროს, რომელმაც მთელი ცხოვრება ამ საქმეს შესწირა და მნიშვნელოვანი სოციალური ადაპტაცია სჭირდება სამხედრო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ. სამხედროთა მარგინალიზება საშიშია, ამ პროცესში ფსიქოლოგები ერთვებიან. არტილერისტები, ქვეითები, სნაიპერები, სხვა სამხედრო სპეციალისტები მთელი ცხოვრება მტრის მოსაგერიებლად ემზადებიან და ერთ დღესაც სახელმწიფო მათზე უარს ამბობს. ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთი ადამიანი მარგინალი გახდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...