Private Nodari Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 რატომ არის სასაცილო,არ არის სასაცილო... ძალიან ცუდია, როცა ვინმეს ურტყავენ, მითუმეტეს ომის ვეტერანს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 უყურეთ რა ნიშნიანიძეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 3, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 ეგ წარსულის გადმონაშთები არიან და მასას მაგრად კიდია ეგ ვაი ვეტერანები (უფრო ყაჩაღებთან იწვევს ასოციაციას) @ LEVANY-M from forum.ge ამის დამწერს რა ქვია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 kisaამის დამწერს რა ქვია? მერიდება დაწერა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 ეგ წარსულის გადმონაშთები არიან და მასას მაგრად კიდია ეგ ვაი ვეტერანებიყველა ყველაფერს ისწავლის და მიხვდება, როცა დრო მოვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 Siknadmoიმდენს იზავენ რომ იძულებულს გაგვხდიან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადაგვიყვანონ კონსტრუქციული ბრჭყალებში ოღონდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 ეგ წარსულის გადმონაშთები არიან და მასას მაგრად კიდია ეგ ვაი ვეტერანები (უფრო ყაჩაღებთან იწვევს ასოციაციას) @ LEVANY-M from forum.ge ამის დამწერს რა ქვია? მას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი აზრი, ანუ ის ასე ფიქრობს,და მე ყველაფერს გავაკეთებე იმისთვის რომ ამ ადამიანს ეს შესაძლებლობა არ დაეკარგოს და არც დაეკეთილოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 ძალიან ცუდად დაარბიეს... შეიძლება იყო გარკვეული მიზეზები რის გამოც ეგ ხალხი უნდა გაეყვანათ მაგ ტერიტორიიდან მაგრამ მაგ მეთოდებით ნამდვილად არ უნდა მოქცეულიყვნენ... უნდა დაისაჯოს ის ხალხი ვინც ხელს ურტყავდა იმ მოშიმშილე ადამიანებს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 3, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 fashistiშეიძლება იყო გარკვეული მიზეზები მაგალითად რა მიზეზები ? საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიხედემუხლი 24 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. 3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება. 4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. მუხლი 25 1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. 2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. 3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. აი აქ არის სრულადhttp://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=23გზა არ გადაუკეტიათ არც მანქანებისთვის არც ფეხითმოსიარულეებისთვის , სახელმწიფო დაწესებულება მანდ არ არის, არ ხმაურობდნენ და არ ანაგვიანებდნენ ტერიტორიას ( საკუტარი თვალით ვუყურე როგორ ალაგებდნენ დღეში რამოდენიმეჯერ), ყარაულს არ ეკარებოდნენ, იჯდნენ ცუმად ტავისთვისრატომ დაარბიეს?რა დაარღვიეს და რისთვის გაასამართლებენ ხვალ? დამრბევები არ უნდა დაისაჯონ?რატომ დართო ნება პოლიციამ იმ შავქურტუკიანებს რომ გაელახათ ეს ხალხი?ვინ იყვნენ საერთოდ?ეს რა კანონიერებაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს. შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა. როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა. შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის. მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა. მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე. შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ. გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია. მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო! ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა. მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე. მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში. ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა. დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას. დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს? მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ. ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი. ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია. უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით. გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა. გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა! ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო! მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ვირიცელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 მოეშვით ფორუმ.გე-ზე დაპოსტილის განხილვას. არავის არ აინტერესებს იქ რა იპოსტება ვისაც აინტერესებს შევიდეს და ნახოს. პს : რა იყო და რა იქნება როგორც იცით გმირთა მოედანზე მიმდინარეობდა ვეტერანების აქცია , სადაც ისინი ითხოვდნენ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან , მათი სოც.პირობების გაუმჯობესებას . ასევე მათი გაღიზიანება გამოიწვია მათი დაღუპული თანამებრძოლების სურათების სანაგვეზე გადაყრამ , რასაც ფაქტი ქონდა თავდაცვის სამინისტროს უწყებაში. მათ 27 დეკემბერს დაიწყეს შიმშილობა და 6 იანვარს გეგმავდნენ შიმშილობის შეწყვეტას. შიმშოლობის მეორე დღე http://www.youtube.com/watch?v=TuLYmAQJOPo ახალი წელი http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/572-veteranebis-akhali-tseli.htmlვ 3 იანვარს საპატრულო პოლიციამ (ჯერ-ჯერობით გაურკვეველ პირებთან ერთად ) ძალის გამოყენებით დაშალა ვეტერანები , რითაც დაირღვა კონსტიტუციის ოცდამეხუთე მუხლი . კერძოდ : მუხლი 25 1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. 2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. 3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო კადრები : http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/605-policiam-moshimshile-veteranebis-aqcia-dashala-akhali-masala.html http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/604-policielebma-moshimshile-veteranebi-daarbies.html კანონდარღვევა სახეზეა . მომდარ ფაქტთან დაკავშირებით 4 იანვარს , სამშაბათს იგეგმება ვეტერანებისათვის მხარდაჭერის გამოხატვა და მომხდარი ფაქტის დაგმობა . 15 საათზე , გმირთა მოედანზე , სამშობლოსათვის დაღუპული მებრძოლების მემორიალთან , მობრძანდით ყველანი , ვინც მხარს უჭერთ ვეტერანებს და გმობთ მათი დარბევის ფაქტს ( ამავდროულად კანონის უხეშ დარღვევას ) აქცია იქნება მშვიდობიანი , არ იგეგმება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება . აქცია არ არის ორგანზიებული არც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 ეგ წარსულის გადმონაშთები არიან და მასას მაგრად კიდია ეგ ვაი ვეტერანები (უფრო ყაჩაღებთან იწვევს ასოციაციას) @ LEVANY-M from forum.ge ამის დამწერს რა ქვია? ქეთინო ერთი მიშისტი ლევანა გვყავს უბანში, თანატოლები ქეთინოს ეძახიან (ჩემი დამსახურებაა ), ნეტა ეგ ხო არაა? იქნება ასე 22 წლის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 PEPE.იმედი ჩართეთ!!!! აჩვენებენ ქალს რომ ურტყავენ და ვანო გამოვიდა ყველას დავსჯითO!!!!!!!!!რომელ საათზე? შენ გარდა არავის უნახია მგონი)) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 ამბობენ ძველი მოჭიდავეები არიან დამრბევებიო... ეხლა პოლიციაშI მუშაობენო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 (edited) იმედი ჩართეთ!!!! აჩვენებენ ქალს რომ ურტყავენ და ვანო გამოვიდა ყველას დავსჯითO!!!!!!!!! ლიპაა ეს ყველაფერი.არავის არ დასჯიან,რადგან ისევ მაგათ დავალებას ასრულებდნენ.ვანომ მართლა რომ დასაჯოს ეს ხალხი,დამიჯერე დაენძრევათ მალევე,რადგან ნდობას დაკარგავენ მაგ თანამშრომლების თვალში და მაგათით არიან თუ არიან დღეს ვლასტში. Edited January 4, 2011 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.