planetanews Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/nemcov-copy-2-150x150.jpgოპოზიციური მოძრაობა „სოლიდარობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი მომდევნო15 დღეს ციხეში გაატარებს. რუსული ოპოზიციის ლიდერი 31 დეკემბრის აქციის დროს ტრიუმფალურ მოედანზე აიყვანეს და მილიციის დაუმორჩილებლობის გამო ორკვირიანი პატიმრობა შეუფარდეს. მოძრაობა „სოლიდარობის“ პრესსპიკერ ოლგა შორინას განცხადებით, ნემცოვი ადმინიტრაციულ სამართალდარღვევაში ცნეს დამნაშავედ. ტვერის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ნემცოვის მეგობარი და მოძრაობა „სოლიდარობის“ ერთ-ერთი ლიდერი ილია იაშინი, რომელიც ციხეში, ნემცოვისგან განსხვავებით, 5 დღეს დაჰყოფს. ორივე მათგანი მოსკოვის ცენტრში კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე აიყვანეს. მათი მომხრეები დღეს იზოლატორთან აქციის გამართვას გეგმავენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts