planetanews Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shashiashvili-150x150.jpg„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ახალ წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მიმდინარე დევნილთა აქციის მონაწილეებთან ერთად შეხვდა. მან ახალი 2011 წელი მიულოცა და თანადგომა გამოუცხადა ყველა ხიზანს, აფხაზეთიდან თუ ცხინვალიდან დევნილს. „საქართველოში ჩვენ ყველა ხიზნებად ვიქეცით!, – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა – ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ იმ ზარ-ზეიმს, ქეიფს, ღრეობას, რომელსაც ხელისუფლება აწყობს ამ საერთო გაჭირვების ჟამს“ თემურ შაშიაშვილმა გამოხატა სურვილი, რათა დევნილებთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს: მან სოლიდარობა გამოუცხადა აგრეთვე გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს და მათი სახით ყველა გაჭირვებულ ადამიანს და ამ თანადგომის ნიშნად მონაწილეობა მიიღო გმირთა მოედნამდე გამართულ მსვლელობაში. „ჩვენი სურვილია, ახალი 2011 წელი საქართველოსთვის დიდი გაზაფხულის წელი ყოფილიყოს და ამ გაზაფხულზე მთელმა ქართველმა ხალხმა, საქართველოს ყველა მეგობარმა, ყველა მოქალაქემ უნდა დავასრულოთ ის, რაც საქართველოს დიდ მომავალთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts