planetanews Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, ახალი წლის ღამეს, 31დეკემბერს ბავშვის გაუფრთხილებლობით მკვლელობაზე, რომ 2011 წლის პირველ იანვარს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს 1959 წ.დ. გიორგი ლომთათიძე, რომელმაც 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, მეხუთე სართულის აივნიდან განახორციელა სამი გასროლა, მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან. რის შედეგადაც, გულ-მკერდის არეში დაჭრა იმავე კორპუსში, მეცხრე სართულის აივანზე მდგარი 1999 წ.დ. გიორგი ჭყოიძე, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts