Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ევრაზია 2011: ეკონომიკის აღდგენა პოლიტიკურ სტაბილურობას განამტკიცებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg

 

იან ბრემერი

 

სავარაუდოდ ეს წელი ევრაზიისთვის (რეგიონი ევროპასა და აზიას შორის, რომელიც რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიას მოიცავს) შედარებით მშვიდი იქნება. დიდწილად, პოლიტიკური სიტუაცია აქ სტაბილური იქნება და ქვეყნებში გაგრძელდება ნელი, მაგრამ მდგრადი ეკონომიკური ზრდა. რუსეთში და ყაზახეთში 2012 წელს არჩევნები იგეგმება და როგორც ჩანს, ამ ქვეყნებში ჩამოყალიბებულ რბილ–ავტორიტარულ რეჟიმებს არაფერი ემუქრება. სიტუაცია უკრაინაში სტაბილური გახდება, თუმცა საქართველოში გარკვეული რისკები შენარჩუნებულია.

 

რუსეთში, პუტინი–მედვედევის მმართველი ტანდემი ქვეყნის მართვას შიდა წინააღმდეგობების მინიმუმის პირობებში განაგრძობს. ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებული სოციალური არასტაბილურობის საფრთხე საგრძნობლად შემცირდა. 2011 წლის რუსულ პოლიტიკას, დეკემბერში დაგეგმილი სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები და 2012 წლის მარტში დანიშნული საპრეზიდენტო  წინასაარჩევნო კამპანია განსზღვრავს. დღეისთვის რუსეთის რეგიონალური გავლენა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ უფრო დახვეწილად იმოქმედოს, ვიდრე წარსულში. როგორც მოსალოდნელია, რუსეთის მშპ 3–5%–მდე გაიზრდება. რუსეთის პოლიტიკის ჩამოყალიბებას განაპირობებს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორის გავლენა: არჩევნების წინ სოციალური და სამხედრო ხარჯების გაზრდის პოპულისტური გეგმები და ფინანსთა სამინისტროს მისწრაფება თავი დააღწიოს ბიუჯეტის დეფიციტს და ხარჯების შემცირებას. ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, რუსეთი, საერთაშორისო ბაზრებიდან კაპიტალს მოიზიდავს, გადასახადებს გაზრდის და დაიწყებს მასშტაბურ საპრივატიზაციო პროგრამას. საგარეო პოლიტიკის სფეროში, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ზოგადი სტრატეგიის ფარგლებში, მოსკოვი შეეცდება დასავლეთთან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.

 

ყაზახეთში ხელისუფლება მყარად უპყრია ხელთ ნურსულთან ნაზარბაევს. როგორც მოსალოდნელია, 2012 წელს ის კვლავ იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე, თუკი რეფერენდუმის გზით მანამდე არ გაიხანგრძლივებს ხელისუფლებას 2020 წლამდე. თუმცა, საობოლოო ჯამში მას მაინც მოუწევს მემკვიდრის მოძებნა, რომლის კანდიდატურაც ყაზახური ელიტის სხვადასხვა ჯგუფებისთვის იქნება მისაღები. ამავდროულად, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები განაგრძობენ ისეთ ფარულ ბრძოლას, რომელიც სისტემის დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს. პროგნოზების თანახმად, ყაზახეთის ეკონომიკა 2011 წელს 3–4%–ით გაიზრდება. სავარაუდოდ, ქვეყანა რუსეთის მაგალითს მიბაძავს და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ნავთობის და გაზის კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდითა და ხარჯების შემცირების გზით შეეცდება.

 

უკრაინაში მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდირებული რეფორმები შეიძლება უარყოფითად აისახოს ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის პოპულარობაზე, თუმცა საერთო ჯამში ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება მომავალ წელს სტაბილური გახდება. თუმცა, საზოგადოებივი უკმაყოფილება შესაძლოა ანტისამთავრობო გამოსვლების მიზეზად იქცეს, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას, განსაკუთრებით, თუკი იანუკოვიჩის პოპულარობა დაეცემა, ოპოზიცია კი გადაჯგუფებას მოახერხებს. ამან შეიძლება ჩაშალოს ასევე ის ზომები, რომელიც უკრაინამ მსფ–ს კრედიტის პირობებით უნდა გაატაროს. რეგიონალურ დონეზე უკრაინას და რუსეთს შორის გაზის კრიზისის საფრთხე შენარჩუნებულია, რაც 2011 წელს გაზის მიწოდებებზე შეიძლება აისახოს. ასეთი საფრთხის პრევენციის საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კავშირების ხელახლა განმტკიცება მოსკოვს და კიევს შორის.

 

დიდწილად დამშვიდებულ ევრაზიულ ფონზე გამონაკლისი თითქოს მხოლოდ საქართველოა, რომელსაც რუსეთთან კვლავ დაძაბული ურთიერთობა აქვს. არსებობს მეზობლებს შორის ახალი შეზღუდული სამხედრო კონფლიქტის საფრთხე 2011 წელს. ეს უმალ უარყოფითად აისახება ბაზრებსა და საინვესტიციო კლიმატზე და  რეგიონის დანარჩენ ნაწილს ჩრდილს მიაყენებს.

 

მასალა მოამზადეს კონსალტინგური კომპანია Eurasia Group-ის ანალიტიკოსებმა

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...