Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge თუკი საფრანგეთი რუსეთს აიარაღებს, ნატო რა საჭიროა?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/american-spectator-logo.jpg

 

დაგ ბენდოუ

 

თეორიულად ნატო-ს მიზანი ევროპის კვლავ რაღაც ენით აღუწერელი საფრთხეებისგან დაცვაა. შესაძლო აგრესორების სია მოკლეა: რაც არ უნდა სთქვან  გერმანიის, სერბეთის, ირანისა და ჩინეთის მეზობლებმა, არც ერთი ეს ქვეყანა ევროპის პოტენციურ დამპყრობელს არ ჰგავს. ამგვარად, რჩება მხოლოდ რუსეთი

 

თუმცა ამის მიუხედავად, საფრანგეთი რუსეთისთვის „მისტრალის“ კლასის თანამედროვე ხომალდების მიყიდვას გეგმავს. New York Times-ი იუწყება:

 

„200 მეტრის სიგრძის თანამედროვე ვერტმფრენმზიდი ხომალდი „მისტრალი“, მისი მართვის სისტემითა და ბორტზე არსებული ჰოსპიტალით დესანტის გადასაყვან სამხედრო ოპერაციებზეა მორგებული. რუსეთის მხრიდან ეს უცხოეთში იარაღის შეძენასთან დაკავშირებული პირველი მსხვილი გარიგებაა, ისევე როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნისგან იარაღის ყიდვის პირველი შემთხვევა, რაც ერთ დროს საბჭოთა სამხედრო ძლიერების საპირწონედ შექმნილი ალიანსის როლის ცვლილებაზე მიუთითებს.

 

მოლაპარაკებებში ერთ-ერთი რთული საკითხი იყო ის, მოიცავდა თუ არა გარიგება ასევე თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ სამხედრო-საზღვაო შეიარაღებას და დამცავ სისტემებს. შეთანხმებამდელ პერიოდში, რამდენიმე თვით ადრე, ზოგიერთმა ფრანგმა ჩინოვნიკმა პოზიცია შეარბილა და განაცხადა, რომ საფრანგეთი მზად იყო ტექნოლოგიების გადასაცემად ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე“.

 

საფრანგეთში ამ გარიგებას სპორტული მოვლენასავით აღიქვამენ. მსხვილი კონტრაქტი საფრანგეთის გამარჯვებას ნიშნავს. კვლავ New York Times-ი: „შობის დღესასწაულის წინ, საფრანგეთის მხრიდან რუსეთისთვის სადესანტო ხომალდების მიყიდვის გამოცხადებით, უმაღლეს სამთავრობო დონეზე გარიგების ორგანიზატორები რამდენიმე მილიონიანი კონტრაქტით ისე ტრაბახობენ, როგორც საფეხბურთო მატჩის გამარჯვებულები. „საფრანგეთმა გაიმარჯვა“ – ნათქვამია ელისეის სასახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.“

 

რა თქმა უნდა, რუსული აგრესიის შესაძლებლობა მცირეა და მხოლოდ „მისტრალის“ ხომალდების გაყიდვა, ევროპაში ძალთა ბალანსს არ შეცვლის, მაგრამ მაშინ რა საჭიროა ნატო, თუკი მისი წევრი-ქვეყნები სწორედ იმ ქვეყანას აიარაღებენ, რომელსაც ალიანსი უნდა ეწინააღმდეგებოდეს? აშშ-მ მისი ფინანსური და ადამიანური რესურსების განკარგვის უფრო გონივრული მეთოდი უნდა მოძებნოს და არ მიმართოს ის იმ ქვეყნების დასაცავად, რომლებსაც არ მიაჩნიათ რომ დაცვა სჭირდებათ.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...