Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რატომ იქნება 2011 წელი უკეთესი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/logo_time_home.gif

 

ფარიდ ზაქარია

 

2010 წელი მძიმე აღმოჩნდა არამხოლოდ ბარაკ ობამასთვის და ამერიკისთვის, არამედ ზოგადად დასავლეთისთვის. თუკი გავიხსენებთ აშშ0-ს, საბერძნეთს ან გრელანდიას, თვალწინ წარმოგვიდგება უმუშევართა რიგები, პოლიტიკური პროტესტი და საყოველთაო სასოწარკვეთა. ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ ახალი კრიზისია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას ახალი ზიანით ემუქრება. პრობლემები არსად ქრება, კრიზისები კი ერთი მეორეს ცვლის, მაგრამ ნება მიბოძეთ აგიხსნათ ის, თუ რატომ მიმაჩნია რომ მომავალი წელი 2010 წელზე უკეთესი იქნება. დაარქვით ჩემს სტატიას ოპტიმისტის სვეტი

 

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ამერიკის ეკონომიკა, როგორც სჩანს გამოჯანმრთელების გზაზეა. კონკრეტული პროგნოზების გაკეთება სარისკოა, მაგრამ ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს რომ 2011 წელს ის 2 ან 3%-თაც კი გაიზრდება, ზოგიერთები კი უფრო მაღალ ციფრებსაც ასახელებენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკის ეკონომიკა მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთი უმსხვილესია. მისი საერთო მოცულობა – 15 ტრილიონი დოლარი, სამჯერ აღემატება ჩინური ეკონომიკის მოცულობას და თუკი ეკონომიკა ზრდას განაგრძობს, აშშ-ს ფაქტობრივად ყველა მოკლევადიანი პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებადია. საგადასახადო შემოსავლები გაიზრდება, ბიუჯეტის მდგომარეობა გაუმჯობესდება და სახელმწიფოს გაკოტრების საფრთხე შემცირდება.

 

ევროპა გადარჩება. ევროპელებს ბევრი დრო და მრავალი კრიზისის გადალახვა დასჭირდებათ იმისთვის რათა გააცნობიერონ, რომ მოუწევთ საკუთარი მფლანგველი პარტნიორების დახმარება საბერძნეთსა და ირლანდიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში. გერმანიამ შეიძლება საკუთარ თავს მისცეს საკრედიტო ვალდებულებების უფლება და სიმართლე რომ ითქვას, ზოგიერთი გერმანელი ჩინოვნიკის მინიშნებების მიუხედავად, თავად გერმანიაც ევროსგან არანაკლებ სარგებელს იღებს. ამ ყველაფრის პოლიტიკური გზებით განხორციელება ძალიან რთულია, თუმცა ანგელა მერკელის აზრით, 2010 წლის შესახებ რეალური ცნობები ისეთია, რომ ევროპის მთავრობები მივიდნენ იმ მოსაზრებამდე, რომ მათ ევროს გადარჩენა შეუძლიათ და ბოლოს და ბოლოს, მათ უნდა გააკეთონ და სურთ ამის გაკეთება. ევროპის ეკონომიკა ნორმალური ტემპებით გაიზრდება, ისევე როგორც იაპონიის ეკონომიკა. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზას დაადგება.

 

სავარაუდოდ ახალ წელს ჩინეთი მოთოკავს მისთვის ბოლო დროს დამახასიათებელ გამოხტომებს, რაც აღმოსავლეთ-აზიაში დაძაბულობას შედარებით განმუხტავს. გასული წლის განმავლობაში ჩინეთი რომელიც ბუმს განიცდის, მაშინ როდესაც დასავლეთი უკან იხევს, იაპონიის, სამხრეთ-კორეის და აშშ-ს მიმართაც კი საკმაოდ შეუპოვარი იყო. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ობამა გახდა, მისმა ადმინისტრაციამ პეკინისთვის მთელი რიგი ავანსები გასცა, მაგრამ საპასუხოდ ფაქტობრივად არაფერი მიუღია, თუმცა მაღალჩინოსანი ჩინელები, როგორც სჩანს ხვდებიან რომ შეიძლება ზედმეტი მოუვიდეთ და შესაძლოა 2011 წელს მათ მოისურვონ აღმოსავლეთ-აზიის მისამართით კეთილი განზრახვების დემონსტრირება და აშშ-სთან თანამშრომლობისთვის მეტი მზადყოფნა. ბოლო პერიოდში, კორეის ნახევარკუნძულთან დაკავშირებულ დაძაბულ სიტუაციებში, ჩინეთი ხომ ხშირად უფრო ფრთხილად მოქმედებდა, თუკი გავიხსენებთ იმას თუ როგორ ხისტ პოზიციას იკავებდა ხოლმე ის ჩრდილოეთ-კორეელ მოკავშირეებთან მიმართებაში.

 

ავღანეთში თალიბანი გავლენას დაკარგავს. დღეს უკვე არსებობს იმის ნიშნები, რომ თალიბანი გარკვეულ სფეროებში, სადაც მისი პოზიციები ძალიან ძლიერი იყო,  მარცხს განიცდის, მაგალითად ჰელმანდის პროვინციაში. სხვა ცნობები პაკისტანიდან იმას მოწმობს, რომ ჰაკანის (რეგიონში აჯანყებულთა ყველაზე საშიში დაჯგუფების) ქსელი მნიშვნელოვანწილად დანგრეულია. ავღანეთის არმია წარსულთან შედარებით უკეთეს პირობებშია და ამგვარად, თავისუფლად შეუძლია დაიმაგროს ის ადგილები, რომელსაც ამერიკული არმია თალიბანისგან წმენდს.

 

სიტუაცია ერაყშიც საკმარისად სტაბილური იქნება იმისთვის, რომ ახალი საერთაშორისო კრიზისი არ შექმნას და ხელახლა არ დასჭირდეს ამერიკის სამხედრო ფორმირებების შეყვანა. ეს არ ნიშნავს ერაყული დემოკრატიის განვითარებას. სექტანტური სისტემა, სადაც უამრავი ანტი-ამერიკული ძალაა, რთულ სიტუაციას ქმნის, თუმცა ამას არ მოჰყვება რეგიონალური ან მსოფლიო მასშტაბით დესტაბილიზაცია.

 

ირანი კვლავ რეგიონალური და მსოფლიო ზესახელმწიფოთა დიდი ჯგუფის კონტროლის ქვეშ დარჩება. როგორც ეს WikiLeak-ის მასალებიდან გაირკვა, ისრაელი არაბული ქვეყნების უმრავლესობა და დასავლური სახელმწიფოები გაერთიანდნენ იმის მცდელობით, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ვერ მიიღოს. ეს შეკავების სტრატეგია ირანისთვის ეფექტური მუხრუჭი იქნება და ის რეჟიმისთვის აგრესიის გამოვლენის ფასს ზრდის. მთვრობა, რომელიც მთელი რიგი შიდა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების პირისპირ აღმოჩნდება, საკუთარ ენერგიას დიდწილად აქეთკენ მიმართავს და არა საგარეო პოლიტიკაზე. ამერიკულ ან ისრაელურ ბოიკოტს ადგილი არ ექნება.

 

2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური ავტორიტეტი გაიზრდება. როგორც კი დაიწყება აშშ-ს ეკონომიკის რეალური აღდგენა, ის უმალ დაიბრუნებს წარსულ დიდებას, ხოლო ამერიკული პოლიტიკის შემოქმედთ რეტროსპექტიულად გაცილებით უკეთესი იერი ექნებათ, მათ ევროპელ და იაპონელ კოლეგებთან შედარებით. რაც არ უნდა იყოს, ისინი სწრაფად და აგრესიულად მოქმედებდნენ, აღკვეთეს დიდი დეპრესიის განვითარება და მნიშვნელოვნად მცირე შეფერხებებით შესძლეს აშშ-ს სისტემის სტაბილიზაცია. ამ ფაქტის გათვალისწინებით, მსოფლიოში დღეს არსებობს ერთი ზესახელმწიფო – ამერიკა, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს ავტორიტეტი, რომელიც მას აძლევს შესაძლებლობას მსოფლიოს პრობლემების მსოფლიო გადაწყვეტა შესთავაზოს, საუბარია ტერორიზმზე, ვაჭრობასა თუ კლიმატის ცვლილებაზე.

 

მესმის რომ ამ კარგი ამბებიდან ზოგიერთი მხოლოდ დროებითი გაუმჯობესების შედეგია, რომ რეალური პრობლემები უფრო ღრმაა და შესაძლოა მათ ზრდის ტენდენციაც ახასიათებთ, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ ამას ახალი წლის დადგომამდე და ეს საქმე მომავალი კვირისთვის გადავდოთ.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...