Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) Happy birthday Maxi !!!


Recommended Posts

http://www.mirrorfootball.co.uk/match-centre/article286615.ece/ALTERNATES/gallery-large/Maxi+Rodriguez.jpeg

დღეს ლივერპულის არგენტინელ შემტევ ნახევარმცველს 30 წელი შეუსრულდა.

 

 

მაქსი როდრიგესი როსარიოში დაიბადა და იზრდებოდა. მისი პირველი საფეხბურთო კლუბი არგენტინული Newell’s Old Boys-ი იყო. მან მოცემულ კლუბში 56 თამაში ჩაატარა და 20 გოლის გატანაც შესძლო. სანამ იგი ესპანეთში ესპანიოლს შეუერთდებოდა ცოტა დრო დაჰყო Real Oviedo-ში. ესპანიოლში მოთამაშე ფეხბურთელი დიდ ინტერესს იწვევდა სხვა კლუბებს შორის, 2005 წელს კი იგი მადრიდის ატლეტიკოს წევრი გახდა. 2006 – ში შესძლო და არგენტინის ღირსებას იცავდა გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. 2008-09 სეზონში ლივერპული და ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ. მან გოლის გატანაც მოახერხა ენფილდზე თამასში, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა. ამ შემთხვევამ კი რაფა ბენიტესის ინტერესი მის მიმართ უფრო გააღრმავა და 2010 წლის იანვარში მაქსი უკვე ლივერპულში ირიცხებოდა. მისი დებიუტი სტოკთან გამართულ შეხვედრაში შედგა იანვრის შუა რიცხვებში. მისი პირველი გოლი კი სეზონის ბოლოს ბარნლის კარში გავიდა. ვუსურვოთ მას წარმატება. იმედია ეს წელი როგორც მისთვის ისე ლივერპულისთვის იღბლიანი აღმოჩნდება.

 

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...