Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ,,ტორესი მაღალი კლასის მოთამაშეა”


Recommended Posts

http://a.pix.ge/z/lbxl2.jpg“ლივერპულის” თავკაცი ძალიან გახარებულია  ფერნანდოს თამაშით და მის მიმართ ქებას არ იშურებს.

 

 

გუშინ ტორესმა აჩვენა, რომ იგი ცდილობს ფორმის აღდგენას, მან ეს გოლითაც დაამტკიცა. ხოლო მისი თამაში მთელი 90 წუთის მანძილზე ძალზე სასიამოვნო აღმოჩნდა როისთვის.

 

,, პირველი გოლი იყო ძალზე მაღალი დონის, ის დაიწყო ჯერარდმა და მისი დამთავრება არ დააყოვნა ტორესმა, ესენი არიან მოთამაშეები, რომლებიც როგორც ახლა, ისე სეზონის ბოლომდე დიდ სამსახურს გაგვიწევენ. ძალიან კარგი იყო ფერნანდოს გოლი, რომელიც ალბათ დაგვეხმარა მეორე ტაიმში უკეთესად თამასში.”

 

“ფერნანდო, რომელიც ვნახეთ გუშინ არის სრულიად განსხვავებული იმ ფერნანდოსაგან, რომელიც ოთხშაბათს ვიხილეთ. მე ვფიქრობ სწორედ ასეთ ტორესს ვიხილავთ სეზონის ბოლომდე. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მისი სრულიად გამოჯამრთელება. იგი ამისათვის ბევრს შრომობს და გუშინაც დაგვანახა, რომ ძალისხმევას არ იშურებს, ეს კი მხოლოდ პირველი კლასის ფეხბურთელებისათვის არის დამახასიათებელი”.

 

წყარო: lfconline.com

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...