Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ახალ წელს რეგიონები განსაკუთრებულად აღნიშნავენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/0_3aa5c_adac337e_L-150x150.jpgსაქართველოში ახალ 2011 წელს ელოდებიან. ახალ წელს რეგიონები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

გორში ახალი წლის დღეებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება ქალაქის ცენტრში უკვე მოეწყო საახალწლო სოფელი და სცენა კონცერტისთვის. კონცერტი 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება.

 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფები. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას ახალ წელს მიულოცავენ სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი.

 

საახალწლო კონცერტს რეგიონის მოსახლეობასთან ერთად სურამისა და ტაშისკარის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებიც დაესწრებიან.

 

კონცერტზე მოხდება პროექტ ,,საახალწლო ეზოს” გამარჯვებულის ნინა კიკნაძის დაჯილდოვებაც. პროექტი შიდა ქართლის გუბერნატორის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმრთველობის ორგანიზებით გორში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, რომელშიც 10 ოჯახი მონაწილეობდა და მათგან გამარჯვება ქალაქში ყველაზე ლამაზად მორთული ,,საახალწლო ეზოს” მფლობელს – ნინა კიკნაძეს ხვდა წილად, რომელსაც პრიზი, 1 000 ლარი გადაეცემა.

 

3-დან 10 იანვრის ჩათვლით კი გორის ,,კულტურისა და ტურიზმის” ცენტრში გაიმართება საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი. ღონისძიებას 4000-მდე ბავშვი დაესწრება, რომელთა შორის იქნებიან დევნილი, სოციალურად დაუცველი და ინვალიდი პატარები. ყველა ბავშვს საახალწლო საჩუქარი გადაეცემა.

 

ბათუმში ამ დღისთვის გრანდიოზულ საახალწლო კონცერტია დაგეგმილი. ქალაქის მთავარ მოედანზე დღეს ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები იმღერებენ.

 

რეპეტიაცია ბათუმში გვიან ღამემდე გაგრძელდა. მაესტრო ბოჩელი, რომელიც საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოვიდა, ევროპის მოედანზე მივიდა პირდაპირ. მან ციგურებიც მოირგო და ყინულზე საკმაოდ დიდხანს ისრიალა. ანდრეა ბოჩელიმ პირველი რეპეტიციაც ბათუმში უკვე გაიარა.

 

მაესტრო ბოჩელი ახალ წელს უცხოეთში პირველად ხვდება. იგი ბათუმში ოჯახთან – მეუღლესა და შვილებთან ერთად – შეხვდება ახალ წელს.

 

ევროპის მოედანზე აგებული სამ დონიანი სცენა “ბუენა ვისტას” შემსრულებლებმაც მოირგეს. სოციალური ჯგუფის ჰიტზე ახალი წლის ღამეს სუხიშვილები იცეკვებენ. კუბურ-ქართული ელემენტებით ცეკვა, სპეცილურად ამ საღამოსთვის დაიდგა.

 

ახალი წლის ღამეს ცეცხლოვანი საბმაც შესრულდება. ახალი ინტერპრეტაციით აფხაზურად ოჩამჩირეს ვაჟა მანია და სოფო ხალვაში უმღერებენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...