planetanews Posted December 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 31, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/sakhalkho_kreba_NewAlliance_info-140x150.jpgსახალხო კრების აღმასრულებელმა საბჭომ 2010 წელი შეაჯამა. შემაჯამებელ პრესკონფერენციას ნონა გაფრინდაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, ლუკა კურტანიძე, ნინო ბურჯანაძე, რეზო ესაძე, გია ბურჯანაძე და გოგი ქავთარაძე, ასევე თემურ შაშიაშვილი ესწრებოდნენ .წლის შემაჯამებელი განცხადება ნონა გაფრინდაშვილმა წაიკითხა. “ინტერპრესნიუსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.~უპირველესად სრულიად საქართველოს მოსახლეობას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!გისურვებთ ღირსეულ, მშვიდობიან, ერთიან და რეალურად თავისუფალ სამშობლოში ცხოვრებას!2010 წელი სწორედ იმით იყო უმნიშვნელოვანესი, რომ “სახალხო კრების” იდეას, რომელიც სამშობლოს გადასარჩენად და ჩვენი ხალხის ღირსეული მომავლის უზრუნველსაყოფად წარმოიშვა, ხორცი შეესხა. 25 ნოემბერს “სახალხო კრება” დაიბადა, დაიბადა რეალური ძალა; ეს არის ძალა, რომელსაც ვერაფერი აღუდგება წინ. მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ადამიანებს შეუძლიათ სამშობლოზე ზრუნვა, მხოლოდ მათ იციან როგორ შეინარჩუნონ მამული, ენა, როგორ იყვნენ ღვთისმოშიშნი. ამ ხალხს შეუძლია პატივი სცეს წარსულს, ქვეყნის ისტორიას, ადათს, ტრადიციებს, მათ შეუძლიათ შექმნან ისეთი მომავალი, როლის საძირკველიც მყარი და ძლიერი იქნება.რა თქმა უნდა, ხალიხის ძალას ებრძვიან, უქმნიან სირთულეებს! თუმცა ყველამ გვინდა იცოდეს, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა დამარცხებისთვის არის განწირული! ჩვენ “სახალხო კრება” ყველა სირთულეს გადავლახავთ!ის ბირთვი, რომელმაც სული შთაბერა “სახალხო კრებას” და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 25 ნოემბერს კრება შემდგარიყო, დაწყებულ საქმეს ხალხთან ერთად ბოლომდე მიიყვანს!ჩვენ არასოდეს ვუღალატებთ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ არ ვუღალატებთ ასიათასობით ადამიანის ნდობას და “სახალხო კრების” მიერ დასახულ მიზანს აუცილებლად აღვასრულებთ!ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ კრების კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მზად არის რეალურად იბრძოლოს ქვეყნის მომავლისთვის.კრება მუშაობს მთელი დატვირთვით. 2011 წლის იანვარში დასრულდება ფორმირება და აქტიურ ფუნქციონირებას დაიწყებს “სახალხო კრების” თბილისის რაიონული კომიტეტები. ამას მოჰყვება უწყვეტ რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონული კომიტეტების ამოქმედება.სწორედ ამ კომიტეტების დაუღალავი, მიზანმიმართული ქმედებებით აღსრულდება “სახალხო კრების” გადაწყვეტილებები და ქვეყანაში შექმნება რეალობა, რომელიც უმთავრეს მიზნამდე მიგვიყვანს!ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად ჩატარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები! ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ღირსეული ხელისუფლება! ჩვენ ვიცხოვრებთ ღირსეულ ქვეყანაში!~,-აღნიშნულია სახალხო კრების განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts