planetanews Posted December 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 31, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/2010/12/kacz1-150x150.jpgპოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის კანცელარიის ყოფილ ხელმძღვანელს პეტრ კოვნაცკის პოლონეთის შიდა უშიშროების სააგანეტოს (Agencja Bezpieczeństwa Wewnętrznego – ABW) კონფიდენციალური დასკვნის მედიისთვის გადაცემისთვის გაასამართლებენ. კანცელარიის ყოფილ ხელმძღვანელს იმაში სდებენ ბრალს, რომ მან გაზეთ Dziennik-ის ჟურნალისტს გადასცა მასალები, რომელიც ლეხ კაჩინსკის საქართველოში ვიზიტს ეხება, კერძოდ ახალგორის ინციდენტს. კოვნაცკი თავს დამნაშავედ არ სცნობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. შეგახსენებთ, რომ ლეხ კაჩინსკი საქართველოს 2008 წლის ნოემბერში სტუმრობდა. ქართულ-ოსურ დე ფაქტო საზღვარზე მის და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კორტეჟებს რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თავად კაჩინსკი კი პოლონეთში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ თვითონაა ყველაფერში დამნაშავე, რადგან კორტეჟის მარშრუტის შეცვლა ითხოვა. მიუხედავად ამისა, პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა ქართული მხარე ვიზიტის ცუდ ორგანიზებაში დაადანაშაულა. ნოემბრის ბოლოს კი გაზეთმა Dziennik-მა პოლონეთის შიდა უშიშროების სააგენტოს დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ინციდენტი თავად ქართველების ორგანიზებული იყო. დასკვნის თანახმად, “სროლა საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების მანქანების მახლობლად ქართული პროვოკაცია იყო. როდესაც პირველი სროლის ხმები გაისმა პრეზიდენტის დაცვას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, თავად სააკაშვილი კი იღიმოდა”. დასკვნის ავტორებმა საეჭვოდ ის ფაქტიც მიიჩნიეს, რომ შემთხვევის ადგილას პირველი პრესის ავტობუსი მიიყვანეს, რათა ჟურნალისტები შემთხვევის ადგილას პირველები ყოფილიყვნენ. აღნიშნული დასკვნა ABW-ს ხელმძღვნალემა კშიშტოფ ბონდარიკმა 16 პოლონელ პოლიტიკოსს გადაუგზავნა. იმ დღესვე ABW-ს წარმომადგენელმა კატაჟინა კონეცპოლსკა-ვრუბლევსკამ აღნიშნა, რომ დასკვნა არსებობს, მაგრამ მასში სულ სხვა რამ წერია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts