DISCOVERY Posted January 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2009 ნუმა პომპილიუსი რომის ლეგენდარული მეორე მეფე. ნუმა პომპილიუსი წარმოშობით საბინელი იყო, ქალაქ კუროსიდან. პლუტარქეს ცნობით იგი რომის დაარსების დღეს დაიბადა. მამამისს, პომპონიუსს, ოთხი ვაჟი ჰყავდა, ნუმა უმცროსი იყო. ზოგი ანტიკური ავტორი ამტკიცებდა რომ იგი პითაგორას მოსწავლე იყო, მაგრამ პითაგორა ნუმაზე 200 წლით გვიან ცხოვრობდა. ტიტუს ლივიუსი მიიჩნევს, რომ ნუმას მაღალი მორალური თვისებების მისაღწევად სრულიად არ ესაჭიროებოდა განათლების უცხოელ ფილოსოფოსთან მიღება, ვინაიდან საბინელები ზნეობით გამოირჩეოდნენ. მის ზნეობრივ პრინციპებზე რომულუსის თანამმართველმა ტატიუსმაც შეიტყო და მიათხოვა ნუმას ერთადერთი ქალიშვილი. მიუხედავად ამისა, იგი არ გადასახლდა რომში, რადგან მშვიდი ცხოვრება ერჩივნა. დაქორწინებიდან 13 წლის შემდეგ ტატია გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ ნუმამ ქალაქი დატოვა და წმინდა ტყეში დასახლდა. ჭორების მიხედვით იგი მუზას შეუყვარდა და იქ ერთად ცხოვრობდნენ. ნუმა უკვე ორმოცი წლის იყო, როდესაც რომიდან მასთან ელჩები მოვიდნენ და მეფობა შესთავაზეს. ნუმა ჯერ არ თანხმდებოდა მეფობაზე, მიაჩნდა რომ იგი არ შეეფერებოდა მეომარ ერს. მაგრამ ელჩებმა მოახერხეს მისი დარწმუნება და ნუმა დათანხმდა. ნუმას მეფედ არჩევის წინაპირობები რომულუსის უცნაური სიკვდილის შემდეგ რომში მეფობის კანდიდატი არ იყო, საბინელი და რომაელი სენატორები ვერ თანხმდებოდნენ თუ ვინ უნდა ყოფილიყო რომის მეფე. ერთმანეთის კანდიდატებს კი არ სცნობდნენ. ეს იმით დასრულდა, რომ ასი სენატორი ათ-ათ კაციან დაჯგუფებად გაიყო, თითო დაჯგუფებამ აირჩია მეფე და 5 დღის ვადით მეფობდა ერთი მეფე, შემდეგ კი მეფე მეორე ჯგუფის წარმომადგენელი ხდებოდა. ასე გაგრძელდა დაახლოებით ერთი წელი. უბრალო ხალხს ეს არ მოეწონა, ერთი ბატონის მაგივრად მათ ასი ბატონი მიიღეს. ხალხმა განაცხადა რომ აწი მეფის გარდა არავის აღარ დაემორჩილებოდნენ, ამიტომ სენატორებმა გადაწყვიტეს შეკრება რათა აერჩიათ მეფე. საბინელებმა ნუმა პომპილიუსის კანდიდატურა წამოაყენეს. ნუმა ცნობილი იყო არა მარტო მაღალი მორალური თვისებებით, არამედ საღვთო და საერო კანონებში განსწავლულობით. რომაელებმა ნუმას კანდინატურას ვერავინ ვერ დაუპირისპირეს და დათანხმდნენ. ნუმას მმართველობა როდესაც ნუმა რომში ჩამოვიდა, ფორუმზე მოაწყეს კენჭისყრა და ნუმა ერთხმად იქნა არჩეული. მაგრამ ახალი მეფე ამით არ დაკმაყოფილდა, იგი ავიდა კაპიტოლიუმზე და ავგურს სთხოვა ემკითხავა ფრინველების გაფრენით. მკითხაობით დადასტურდა ხალხის არჩევანის მართებულობა და ნუმა გახდა მეფე. გამეფების შემდეგ ნუმამ პირველი რაც ჰქნა, დაითხოვა 300 მცველის რაზმი. მას მიაჩნდა რომ სრულიად შეუძლია ენდოს ხალხს, რომელმაც იგი აირჩია. ამის შემდეგ მან განიზრახა მოელბო რომაელთა რკინის ხასიათი და მიეჩვია ისინი სამართლიანობისთვის, ღვთისმსახურებასა და მოწყალებისთვის. ნუმამ იცოდა, რომ ეს არ იყო ადვილი ამოცანა, რადგან ახალი ერი ომებში აღმოცენდა და მშვიდობა მათთვის უცხო იყო. ამისთვის მან დააწესა მრავალი რელიგიური დღესასწაული და თვითონ ხელმძღვანელობდა მსხვერპლთშეწირვებს და სხვა რიტუალებს. ნუმამ ააგო ღმერთი იანუსის ტაძარი, რომლის კარიბჭე იღებოდა მხოლოდ ომის დროს და ომის დასრულებისთანახე იხურებოდა. ნუმამ მეზობლბთან მშვიდობა დაამყარა და საზეიმოდ ჩაკეტა ტაძრის კარიბჭე. მისი მმართველობის დროს კარიბჭე არცერთხელ არ გახსნილა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ძალიან იშვიათად იხურებოდა. რესპუბლიკის პერიოდში იგი მხოლოდ ორჯერ დაიხურა, პირველი პუნიკური ომის შემდეგ ცოტა ხნით და როდესაც ოქტავიანემ დაამარცხა ანტონიუსი. ნუმამ შექმნა მთვარის კალენდარი, წელიწადი დაყო თორმეტ თვედ, ვინაიდან მთვარის თვეში 30 დღე არაა და წლის შესრულებამდე აკლდებოდა 11 დღე, მან ჩაამატა დამატებითი თვე. წელიწადი 1 მარტს იწყებოდა. ამის შემდეგ ნუმამ უმაღლესი ქურუმების თანამდებობა შექმნა, მათ პონტიფიკუსები ეწოდებოდათ. მეფეც პონტიფიკუსი იყო. პონტიფიკუსები ემსახურებოდნენ იუპიტერის, მარსის და რომულუსის კულტებს. მან ასევე დააწესა წმინდა ცეცხლის შენახვის კულტი, წმინდა ცეცხლზე ზრუნვა ვესტას ქალწულ ქურუმებს ევალებოდათ. ვესტას ქალწულები ბევრი პრივილეგით სარგებლობდნენ, თუ გზად მათ შემთხვევით სიკვდილმისჯილი შეხვდებოდათ, მაშინ განაჩენი სისრულეში აღარ მოჰყავდათ. თუ ქალწული რამეს დააშავებდა მას პონტიფიკუსი სჯიდა, ხოლო თუ იგი ქალწულობას დაკარგავდა, მას ცოცხლად მარხავდნენ. პონტიფიკუსების მოვალეობაში ასევე შედიოდა დაკრძალვის რიტუალების შესრულება, ამის გარდა ისინი ხალხს უნდა დახმარებოდნენ და ესწავლებინათ სხვადასხვა რიტუალების ჩატარება. ნუმას მიერ მიღებულმა ზომებმა გაამართლა, ხალხი უკვე არა ომებზე, არამედ ღვთისმსახურებაზე ფიქრობდა, მეზობლების აზრიც შეიცვალა რომზე - ადრე თუ რომს მათ დასაღუპად აღმართულ სამხედრო ბანაკად აღიქვამდნენ და არა ქალაქად, ახლა უკვე შეიცვალეს აზრი და სამარცხვინოდ მიაჩნდათ ევნოთ ასეთი ღვთისმოსავი ერისთვის. მეფემ ვესტას ტაძართან აიგო სასახლე. ნუმას მეორე მიზანი იყო ბოლომდე შეერწყა საბინელები და რომაელები, ამ დროს ქალაქი თითქოს და ორად იყო გაყოფილი. ამ სხვაობის გასაქრობად ნუმამ დაყო ერი მათი საქმიანობის მიხედვით. მან შექმნა ფლეიტისტთა, ოქრომჭედელთა, დურგალთა, მღებავთა, მეწაღეთა და სხვათა ცეხები, ყოველი ცეხისთვის დანიშნა შეკრების დღეები და ყველას დაუწესა პროფესიული დღესასწაულები. ნუმას ქორწინებასა და შვილებზე ისტორიკოსების აზრები განსხვავდება. ზოგი მიიჩნევს რომ იგი მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული და ერთადერთი ქალიშვილი პომპილია ჰყავდა, სხვებს მიაჩნიათ რომ მას კიდევ ოთხი ვაჟი ჰყავდა, მესამენი კი უარყოფენ მეორეთა აზრს და ამტკიცებენ რომ პომპილია ნუმას მეორე ქორწინებისგან დაიბადა, როდესაც ეს უკანასკნელი უკვე რომის მეფე იყო. ყოველ შემთხვევაში პომპილია გათხოვილი იყო მარციუსზე და მისი ვაჟი ანკუს მარციუსი რომის მეოთხე მეფე გახდა. სიკვდილი ნუმა პომპილიუსმა 43 წელი იმეფა და ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მის დასაფლავებაზე შეიკრიბნენ არა მარტო რომაელები, არამედ მეზობელი ქალაქების მოსახლეობაც. ისეთი გლოვა და მოთქმა იყო, თითქოს არა მოხუც მეფეს კრძალავდნენ, არამედ ახალგაზრდა ახლობელს. იგი არ დაწვეს, როგორც ეს რომში იყო მიღებული, არამედ დაკრძალეს ქვის კუბოში, მეორე კუბოში კი მის მიერ დაწერილი წმინდა წიგნები დაკრძალეს, ასეთი იყო ნუმას სურვილი. ამგვარად რომი განადიდა მისმა ორივე პირველმა მეფემ, რომულუსმა დაპყრობებით, ნუმამ კი მშვიდობით და ღვთისმოსაობით. ნუმას დიდებას მის შემდეგ მეფეების უბედურებამაც შეუწყო ხელი. ნუმას სიკვდილის შემდეგ რომის ტახტზე ხუთი მეფე ავიდა, უკანასკნელი კი განდევნეს და მეფობის მმართველობა რომში ამით დასრულდა. რომის მეფეები: რომულუსი (753-717) | ნუმა პომპილიუსი (717-673) | ტულუს ჰოსტილიუსი (673-642) | ანკუს მარციუსი (642-617) | ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსი (616-579) | სერვიუს ტულიუსი (578-535) | ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი (535- 510/509) სტატია რუსულ ენაზე: Нума Помпилий По легенде, второй царь Древнего Рима. Правил с 715 по 673/672 г. до н. э. Ему приписывается упорядочение календаря, учреждение религиозных культов, жреческих и ремесленных коллегий. Нума Помпилий родился в день основания Рима (21 апреля 753 г. до н. э.) в семье Помпония - сабинянина по происхождению. Нума был четвёртым сыном в семье, воспитывался в строгости - его отец, хотя и занимал высокое положение в сабинянской общине, не допускал никакой роскоши в своём доме. Юность свою Нума провёл в городе Эвре. Женился на Тации - дочери царя Тация, соправителя Ромула. Тация умерла вскоре после свадьбы, на 13 году жизни. Тяжело оплакивая эту потерю, Нума удалился в сторону Альбанских гор, в долину Ариция. Там он встретил нимфу Эгерию, которая и обучила его законотворчеству. У Нумы была одна дочь - Помпилия (по одной версии она была ребёнком Тации, по другой - его второй жены, Лукреции), которая впоследствии вышла замуж за Марция I и родила будущего царя Анка Марция. В своих «сравнительных жизнеописаниях» Плутарх упоминает, среди прочих вариантов и якобы четырёх сыновей Нумы: Помпа, Пина, Кальпа и Мамерка, цитируя также мнение неких историков о том, что от них произошли знатные римские фамилии Помпониев, Пинариев, Кальпурниев и Эмилиев. Однако такой вариант представляется сомнительным даже и ему, так как все ранние фамильные списки были уничтожены во время первого нашествия галлов, и, по видимому, принадлежит руке неизвестного составителя длинных аристократических родословных, популярных в античном мире. После смерти Ромула, сенат, состоявший в то время из ста римлян и ста сабинян, первое время правил без единоначалия, каждый из патрициев правил в течение суток, передавая свои полномочия другому. Но затем было решено, что коренные римляне выберут царя из среды сабинян, чтобы ни тем, ни другим не было обидно. Сенаторами был избран набожный сабинянин Нума Помпилий, так как считалось, что это может укрепить союз между римлянами и сабинянами. Поначалу он отказывался от высокой чести, однако отец и Марций I убедили его в том, что только его мудрость может научить воинственный народ Рима добиваться процветания не только войной, но и миром. Следует отметить следующие достижения и нововведения, сделанные Нумой Помпилием: При нём были подсчитаны все земли, принадлежащие Риму, осуществлено межевание земли каменными столбами. Учредил ремесленные цехи, установив для каждого из них отдельные празднества. Вот что рассказывает об этом Плутарх в своих «Сравнительных жизнеописаниях»: «Народ был разделен, по роду занятий, на флейтистов, золотых дел мастеров, плотников, красильщиков, сапожников, кожевенников, медников и гончаров. Другие ремесла царь соединил вместе и образовал из них один цех. Каждый цех имел свои собрания, сходки и религиозные обряды. Таким образом, царь в первый раз изгнал ту рознь, которая заставляла одних считать и называть себя сабинянами, других - римлянами, одних гражданами Тация, других - Ромула, вследствие чего деление на цехи внесло всюду и во всем гармонию и единодушие». Нума Помпилий первый учредил религиозные культы. Он ввёл в народе почитание Термина (бога границ) и Фидеса (бога мира и олицетворения честности при труде). Ввёл должность жрецов для служения Юпитеру, Марсу и Квирину. Наконец, он ввёл поклонение богине Весте и учредил для служения ей должность весталок. Им же были установлены должности фециалов и понтификов, запрещены человеческие жертвоприношения. Нума Помпилий ввёл новый луносолнечный календарь, каждый год которого состоял из 355 дней. Ему же приписывается разделение дней на обычные и фесты. Свой дворец второй римский царь построил на Вели, между Квириналом и Палатином, что символизировало объединение двух общин: римской и сабинянской. В отличие от всех остальных римских царей, которые активно вели войны, при Нуме Помпилии ни разу не открывались врата храма Януса, которые обычно открывались при начале вооружённых конфликтов. На седьмой год правления Нумы Помпилия, в Италии разразилась эпидемия, в результате которой погибли тысячи человек как в самом Риме, так и в его окрестностях. Согласно легенде, однажды царь гулял в лесу, озабоченный думой о народном спасении, и вдруг с громом и молниями ему в ноги упал искусно отделанный щит. Тут же явилась покровительница Нумы Помпилия, Эгерия, и сказала, что этот щит является подарком Юпитера, и описала особый ритуал, с помощью которого можно отвратить любую беду от Рима. Нума Помпилий последовал совету богини и приказал изготовить 11 копий этого щита, которые велел повесить и хранить в храме Весты. Также царь учредил особое братство салиев, которые должны были ежегодно в марте, вооружившись этими щитами, совершать по городу священную пляску (пляска салиев). По указанию Эгерии, Нума отменил человеческие жертвы и ввел бескровные (лук, волосы). Нума Помпилий провёл серьёзную реформу календаря, на основе которого впоследствии был введён юлианский календарь. До него римляне делили год на десять месяцев, начиная счёт с марта, и заканчивая декабрём. Согласно новому календарю, были введены два новых месяца - январь и февраль, названые в честь богов Януса и Феба. Таким образом, календарь, введённый Нумой Помпилием состоял из двенадцати месяцев: январь (29 дней), февраль (28 дней), март (31 день), апрель (29 дней), май (31 день), июнь (29 дней), квинтилис (31 день), секстилис (29 дней), сентябрь (29 дней), октябрь (31 день), ноябрь (29 дней), декабрь (29 дней). Квинтилис и секстилис впоследствии были переименованы в июль и август соответственно в честь Юлия Цезаря и Октавиана Августа. Нума Помпилий умер от естественных причин в 673 г. до н. э. в возрасте 80 лет, оставив, по преданию, большое письменное наследие. Все свои книги он завещал похоронить с собой. В 181 г. до н. э. на Яникуле случайно было найдено 2 каменных ларца, с надписями на греческом и латинском языках, из которых выяснилось, что в одном ларце лежал прах Нумы Помпилия, а в другом его книги - 7 книг о понтификальном праве и 7 по греческой философии. Рукописи оказались неповреждёнными, однако городской претор решил их сжечь, так как посчитал, что в них заключены мнения, угрожающие современным религиозным представлениям римлян. Впоследствии в среде алхимиков бытовало мнение, что какие-то из рукописей Нумы Помпилия избежали огня, и в них содержится секрет философского камня. Новым царём Рима после смерти Нумы Помпилия стал Тулл Гостилий. http://s44.radikal.ru/i105/0901/1e/f61ec5be8155.jpg http://s46.radikal.ru/i112/0901/a4/cb4585a861a0.jpg Нума просит совет от муз. http://s47.radikal.ru/i118/0901/c0/5809fd916ac9.jpg Нума на монете. http://i058.radikal.ru/0901/ce/1409be701cd5.jpg Нума и люди. http://s50.radikal.ru/i130/0901/da/b064431fcba8.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.