Jump to content
Planeta.Ge

“საქართველოში ოპოზიციონერობა მილიონერობას ნიშნავს"


Recommended Posts

18:01 30.12.2010

[გიორგი მახობეშვილი]პრესა.გე

- დღეს ოპოზიციაში დიდი განხეთქილებაა ნინო ბურჯანაძე დაუპირისპირდა ლევან გაჩეჩილაძეს. სხვებიც, ზოგი ერთს უჭერს მხარს და ზოგი მეორეს? რას ფიქრობთ ამაზე თქვენი პარტია?

 

ქართველ ნაციონალისტთა ერთობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჩიჩუა: მოდი დავაზუსტოთ, რას ნიშნავს ოპოზიცია. ქვეყანაში არსებობს რეკლამირებული ოპოზიცია და არსებობს მიჩუმათებული, ოპოზიცია. რეკლამირებული ოპოზიციაა ისინი, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ და ახლა ტელევიზიებმა გააპიარეს, მე ვფიქრობ ძალიან ზედმეტადაც. ასევე არსებობს ოპოზიცია, რომელსაც რატომღაც არ სწყალობს მასმედია, მათ შორის ე. წ. ოპოზიციური არხებიც.

 

თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ხალხი უბრალოდ ღარიბია და ხშირად ვერ ახერხებს შესაბამისი რეკლემის გაკეთებას.

 

ასე რომ დავაზუსტებ, განხეთქილება არის რეკლამირებულ ოპოზიციაში, მათ შორის ვინც იყო ხელისუფლებაში. ეს მოსალოდნელიც იყო.

- რატომ?

 

- იმიტომ, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ შეთანხმებას. ყველას ლიდერობა უნდა. არადა ამ ქვეყანას მათი ლიდერობა არ სჭირდება. თუ რამე კარგის გაკეთება შეძლოთ, ხელისუფლებაში იყვნენ და ეკეთებინათ.

- ქართული პარტია არ იყო ხელისუფლებაში და რა ექნათ?

 

- მათი წევრები იყვნენ ხელისუფლბაში. ეროსი კიწმარიშვილი ერთ-ერთი წყარო და საფუძველი იყო ხელისუფლებისა. სოზარ სუბარი ხელისუფლებამ დანიშნა სახალხო დამცველად, მე ვიტყოდი კბილებით გაიტანეს მისი კანდიდატურა ამ პოსტზე.

როცა უმთავრდებოდა სახალხო დამცველის ვადა, მაშინ დაიწყო ნამდვილი სახალხო დამცველობა. მახსოვს, რომ ის მხარს უჭერდა, სრულიად არაობიექტურად, სომხური ეპარქიის განცხადებას, საქართველოში 650 ეკლესია სომხურიაო. სუბარი ამ საქმის განხილვას ითხოვდა. სომხებთან პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ საკუთარი ერის ინტერესების საწინაარმდეგოდ არ უნდა ეცადო სახელის მოხვეჭას უცხოელ პოლიტიკოსებში.

ოქრუაშვილი კი სააკაშვილის მერე პირველი პირი იყო.

 

ლევან გაჩეჩილაძე ხომ გვახსოვს, მხარს უჭერდა ახლადგაპრეზიდენტებულ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ, როცა ჩვენ სააკაშვილს ვაკრიტიკებდით და ახლაც ვაკრიტიკებთ. სააკაშვილს ვაკრიტიკებდით ხელისუფლებაში მოსვლამდეც. როცა ისინი მეგობრობდნენ მასთან.

- როგორ ფიქრობთ, მართლაც აიღო ლევან გაჩეჩილაძემ ფული ხელისუფლებისგან მიტინგის დაშლის სანაცვლოდ?

 

- იცით, ამის დამტკიცება ძნელია, მაგრამ, საიდან აქვს ამდენი ფული ჩვენს რეკლამირებულ ოპოზიციას. მათ შორის ბურჯანაძესაც? საიდან ამდენი ძვირადღირებული ჯიპები, ოფისები და ა. შ.

ისე ჩვენ ვფიქრობდით, რომ ლევანისა და სხვების საქციელი, ხალხი რომ არ დაძრეს სააკაშვილის ინაუგურაციის ჩასაშლელად, იყო სიფრთხილე ერთმანეთს არ შეხოცვოდა ქართველობა. მაგრამ, თვითონ რეკლემირებული ოპოზიციისადმი ჩვენი დამოკიდებულება მაინც უნდობლობაა.

 

როცა ხალხს უჭირს, ლუკმა პური არ აქვს, ასეთი სიმდიდრე ოპოზიციაში ფრიად საეჭვოა და ვიტყოდი, რომ მიუღებელიც. მეტიც, გამოდის, რომ თუ დიდი ფული არ გაქვს, ვერ მოხვდები ხალხის თვალთახედვის არეში და გამოდის, რომ საქართველოში ოპოზიციონერობა მილიონერობას ნიშნავს. ეს კი სულაც არ უნდა იყოს ასე.

ოპოზიციის შემქმნელი უნდა იყოს ხალხი. ოპოზიციის დამფინანსებელიც უნდა იყოს ხალხი. ხალხს კი ლუკმა-პურის ფული უჭირს და საიდან რეკლემირებულ ოპოზიციას მილიონები?

 

- როგორ უნდა გადაწყდეს ოპოზიციონერებს შორის დავა?

- დოკუმენტები ყველა ბრალდებას სჭირდება. მაგრამ, მართალი გითხრათ, ეს არ არის უმთავრესი პრობლება.

 

- აბა რა არის მთავარი პრობლემა?

- უდიდესი პრობლემაა უპატიოსნება, ურთერთგაუტანლობა. ჩვენ ახლა გვჭირდება ხელისუფლების მხრიდან მეტი რეალისტობა, მეტი დათმობები, ასევე მთელი ოპოზიციის მხრიდანაც რეალისტობაა საჭირო.

 

- ფიქრობთ რომ საჭიროა ოპოზიციის გაერთიანება?

- იცით ნულების გაერთიანება, ნულების გამრავლება ან ნულების შეკრება უდრის ნულს. ჯერ, მოდი კიდევ ერთხელ საზოგადოებამ გაიცნობიეროს ვინ არის ოპოზიცია და ვინ გარეკლემირებული ოპოზიცია.

 

მარტო სააკაშვილის სიძულვილის გამო გაერთიანება არის უაზრო. თანაც, ისეთი მექანიზმებია ჩართული თავად რეკლამირებულ ოპოზიციაში, რომ გაერთიენება შეუძლებელია. და თანაც, რა მნიშვნელობა აქვს, ვაისა და უის პრინციპიდან გამომდინარე, ერთის შეცვლას მეორეთი?

სანამ საზოგადოება ყველას და ყველაფერს, მათ შორის რეკლემირებულ ოპოზიციას, თავის სახელს არ დაარქმევს, არაფერს აზრი არ აქვს.

 

თუმცა საარჩევნო კანონზე მუშაობა საჭიროა, ოღონდ არა ისე, ზოგ-ზოგიერთები 75 მაჟორიტარს რომ ითხოვენ. მოკლედ. საარჩევნო გარემო და რეკლემირებული ოპოზიციის პენსიონერობა, აი რა არის გამოსავალი... მერე კი ერმა გადაწყვიტოს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციის სახეები:1993 წლის 12 თებერვალს თურქეთთან დადებული ხელშეკრულებით ნინოს მამას -ანზორ ბურჯანაძეს პურპროდუქტების კორპორაციის თავ-რეს 11,8 მილიონი დოლარი კრედიტის სახით გადაეცა,რომელიც24,5 მილ. დოლარზე ავიდა( ამ პერიოდის ვიცე-პრემიერი -რომან გოცირიძე,2002 წელი 9-15 დეკემბერი,გაზეთი "ქრონიკა")...ასე გაიტანეს ეროვნული ბანკიდან ,უცხოეთის კრედიტებიდან(2,5 მილიარდი დოლარის ვალი გვაქვს),ანაბრებიდან(20 მილიარდი დოლარი),შეიქმნა "ჯივისი",ყაზბეგი",კოკაკოლა",ბანკები და ა .შ.ეს ვალები ნინო ბურჯანაძემ ჩამოწერა, უცხოეთის ვალი აქციაზე მდგომმა უნდა გადაიხადოს და ამ ხალხს ანაბრებიც წაართვეს...ამ ძარცვის "ლიდერები" კი ტრიბუნაზე არიან...ყველანი პასუხისმგებელნი არიან შევარდნაძის მეთაურობით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსებისათვის გადაცემაში!სხვებზე, ორივე მხარეზე თქვენ გააგრძელეთ დოკუმენტურად..."...სააკაშვილის ინაუგურაციამდე ღამის 4 საათზე ძმები გაჩეჩილაძეები შეხვდნენ სააკაშვილს...იპოდრომზე აქცია გაყიდული იყო... ძმებმა მოინანიეს დანაშაული"-რეზო მიშველაძე(ასავალ-დასავალი 18მაისი,2009წ)....1993 წელს ეროვნული ბანკიდანაც გაიტანეს მილიარდობით რუბლი და ეს ხალხი უპუროდ დატოვეს ჟვანიამ,გრეჩიხამ...შევარდნაძის ბანდამ,მაგრამ არ მოუნანიათ...ხალხის ხარჯზე მერამდენედ უნდა აკეთოთ ფულები?!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუნდის ანუ "ოპოზიციის შემადგენლობა:მარცხენა ფლანგზე შევარდნაძის ბანდის გარემარბი ნინო ანზოროვნაა,ცენტრში მისი თანაგუნდელი"ტარანი" გრეჩიხა თავს ურტყამს,მარჯვნივ კონსერვატორი ძიძიგურია,უკან დაწეული მოხეტიალე ფორვარდია უცნობი,გუნდის დისპეტჩერი გოგა ხაინდრავაა,კარგად ანაწილებს ბერეზოვსკის ჩამოწოდებულებს,კარში მონაცვლეობით დგანან სალომე და ეკა,დაცვის ბურჯები კორკოტა და გეგიძეა,აუტიდან ბურთებს კოკა და კუკა აწვდიან ,მსაჯობს ამ გუნდის "ლიდერი" ,ქვეყნის დამაქცევრი სერგო შევარდნაძე,რომელსაც ამ საქმეში სერგო ორჯონიკიძის შემდეგ მესამე ადგილი უკავია!!!ამ გუნდის მონაგარია წაგება გაგრაში,სოხუმში,სამეგრელოში, სამაჩაბლოში გამარჯვებები თბილისში,საქართველოში, 30 000 ადამიანის ,ზვიად გამსახურდიას,თბილის ში ,სამეგრელოში მოკლული ასობით ადამიანი, რის გამოც პრიზები-20 მილიარდი დოლარის ანაბარი,2,5 მილიარდი კრედიტი,ბანკები,მიწები და ა.შ.მიიღეს !სამწუხაროდ გუნდიდან წავიდნენ,....მიშა,გიგი,მიშა,გიგა,ნიკა,გივი..დიდი დანაკლისია,რადგან ისინი მეტოქეებია სკამის განაწილებაში....არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს გუნდს ,ისინი მოწვეულებია მოსკოვიდან,ვაშინგტონიდან,ევროპიდან....+++++!!!!!?? ???
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამსახურდიასთან ბრძოლის კომიტეტი:ჯაბა,ჭანტურია,დავით მაღრაძე,ყარყარაშვილი,ი.ბათიაშვილი,ვ.ლორთქიფანიძე,გ ოგა ხაინდრავა,გ. ჟორჟოლიანი..- დავით მაღრაძე ფულებს აგროვებდა ზვიად გამსახურდიას მკვლელებისთვის"- ჯაბა იოსელიანი"სამი განზომილება" .გვ 360-361. მიტინგების წამყვანი,სახალხო კრების წევრი, ბარემ ბერბიჭაშვილიც მოიყვანეთ ! პენკლუბში მოღვაწეონბის გამო... "მეგვადრუცე" მაღრაძე ნობელის პრემიაზე წარადგინესო! ნეტა ასეთი რა დაწერა ქართველებს რომ გვიმალავენ?! :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა ეხლა ერთი ძუკნობა რომ არის ყველგან ამას დიდი ალია ბალია არ ჭირდება ოპოზიციონერიც და პოზიციონერიც იმიტომ იხლეჩს ხმას რომ მაყუთი ღუნოს აი ასე მენაგვე რატომ მუშაობს რა ნაგავი უყვარს? ხო მაყუთისთვის იქნევს ფიროსმანისეულ ცოცხს ოპოზიციაც ეგ ძუკნობაა რა აუ რა მაგარი დავიღალე იცი რატომ? ჯარისკაცებს გულწრფელად ჯერავთ სამშობლოს სიყვარულის და ეს ახვრები რომ იცინიან ამ გულწრფელობაზე ამან დამღალა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეისათვის საქართველოში მკვეთრად გამოიკვეთა ახალი იდეა-არსის მატარებელი პოლიტიკური გაერთიანების აუცილებლობა.

 

არსებული პოლიტიკური პარტიები ხარჯავენ ძალას ერთმანეთთან უაზრო ქიშპობაში. ეს ყველაფერი მანიშნებელია იდეოლოგიური არსის არარსებობაში. ეს ჩემი აზრით თანაბარწილად ეხება პოზიციასაც.

 

როდესაც ჰანიბალმა და მისმა თანამოაზრეებმა ალპებში გზა დაკარგეს, ჰანიბალმა თანამებრძოლებს სიტყვით მიმართა:

- ჩვენ ორი გამოსავალი გვაქვს - ან ვიპოვოთ გზა, ან გავაგრძელოთ გზა.

 

გზის გარრძელებამ შეიძლება მიგვიყვანოს ჩიხამდე საიდანაც გამოსავალი არ იქნება. საჭიროა ვიპოვოთ გაზა, რომელიც საქართველოს მოკლე დროში განვითარების თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანს. დღეისათვის არსებული დონიდან ეს შეუძლებელია, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ის ეწინააღმდეგება დიალექტიკისა და ლოგიკის ძირითად კანონებს.

 

 

სიკვდილი ოკუპანტებს, დიდება საქართელოს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიკვდილი ოკუპანტებს, დიდება საქართელოს!

შე კაი კაცო წინ გიდგას დევი,

ასჯერ ძლიერი და თან რქიანი,

ხომ უნდა იყო ბრძენი თუ არა,

ნაცრის მქექავზე ოდნავ ჭკვიანი?

ეს სიტყვები გივიმ თქვა ბერიკაშვილმა და ამაზე დიდი სიბრძნე ერთეულები თუ გამიგია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შე კაი კაცო წინ გიდგას დევი,

ასჯერ ძლიერი და თან რქიანი,

ხომ უნდა იყო ბრძენი თუ არა,

ნაცრის მქექავზე ოდნავ ჭკვიანი?

ეს სიტყვები გივიმ თქვა ბერიკაშვილმა და ამაზე დიდი სიბრძნე ერთეულები თუ გამიგია.

ნაცარქექია ჭკვიანის და მოხერხებულის სიმბოლოა...სწორედ ამით დაიხსნა თავი საქართველომ მრავალ დევთან ბრძოლაში და ახლაც უნდა დავიხსნათ მრავალთავიანი დევებისაგან თავი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Robi

შე კაი კაცო წინ გიდგას დევი,

ასჯერ ძლიერი და თან რქიანი,

ხომ უნდა იყო ბრძენი თუ არა,

ნაცრის მქექავზე ოდნავ ჭკვიანი?

ეს სიტყვები გივიმ თქვა ბერიკაშვილმა და ამაზე დიდი სიბრძნე ერთეულები თუ გამიგია.

 

გივი ბიძია ჩემი მეზიბელია, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, უაღრესად კარგი პიროვნებაა.

 

რობი, ალბათ გაგიგონია იგავი დავითზე და გოლიათზე, როგორ გააგორა დავითმა გოლიათი?

 

ომს იგებენ ომამდე. შე დამიყენე ართ მხარეზე ერთი წმინდანი მეორეზე 100 ათასი მეომარი და ვნახოთ ვინ მოიგებს!

 

სიკვდილი ოკუპანტებს, დიდება საქართველოს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

ნაცარქექია ჭკვიანის და მოხერხებულის სიმბოლოა...სწორედ ამით დაიხსნა თავი საქართველომ მრავალ დევთან ბრძოლაში და ახლაც უნდა დავიხსნათ მრავალთავიანი დევებისაგან თავი!

 

ნაცარქექია (ამართლებს თავის სახელს) არის უსაქმურისა და აფერისტის სიმბოლო. ჩემი ნება რომ იყოს ამ ზღაპარს ავკრძალავდი. საშინელებაა ის, რომ ამ ზღაპრით ვზრდით ბავშვებს.

 

მარტო ზნეობა და განათლება გადაარჩენს საქართველოს (სოკრატესათვის განათლება და ზნეობა იგივური მნიშვნელობის იყო).

სამწუხაროდ ჩვენი ფორმალური აზროვნებით განათლებული ადამიანი ნიშნავს იმას, რომ მას დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი. ამ აზროვნებით ვაჟა და თომას მანი არიან გაუნათლებლები.

გამოდის, რომ მე ვარ განათლებული, ხოლო ვაჟა, რომელის შემოქმედებამ სოციალური ფილოსოფია აიყვანა უმაღლეს წერტილემდე არის გაუნათლებელი. სინამდვილეში ხომ მე ვარ ბრიყვი დიდ ვაჟასთან შედარებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოდის, რომ მე ვარ განათლებული, ხოლო ვაჟა, რომელის შემოქმედებამ სოციალური ფილოსოფია აიყვანა უმაღლეს წერტილემდე არის გაუნათლებელი. სინამდვილეში ხომ მე ვარ ბრიყვი დიდ ვაჟასთან შედარებით.

იცი რა არის? განათლებაც არის და განათლებაც მე მაგალითად 3 პროფესია მაქვს მაგრამ აქედან მხოლოდ ერთი არტილერისტობა მოვახმარე ჩემს სამშობლოს იცი რა არის ციხე შიგნიდან უნდა გავტეხოთ ასე რქებით რქენა ვერაფერ შედეგს ვერ მოგვიტანს რქებითავ ვურქინეთ თავის დროზე და გრადებითაც მაგრამ ძალა ხომ იცი აღმართს რომ ხნავს ასე რომ სწორედ ნაცარქექიაზე ოდნავ ჭკვიანი პოლიტიკოსები გვჭირდება ვიღაცამ ეს შეიძლება რუსეთისტობად აღიქვას ჩემზე ძალიან ოკუპანტები დამიჯერე აქ ბევრს არ ეზიზგება 4 ტყვიას ვატარებ მათგან საჩუქრად მაგრან საზღვრის ჩაკეტვა და ასეთი ხისტი პოლიტიკა სრული უაზრობაა გვერდით სომხებს გახედე აბა არც მწვადს რომ არ წვავენ და არც შამფურს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Robi

 

სულმნათმა მეფე დავითმა, თავისი მოღვაწეობა დაიწყო დეგრადირებული ქვეყნის ხალხისათვის რწმენის დაბრუნებით, პირველ რიგში რწმენა თავის თავში, შემდეგ ეკონომიურად მოამძლავრა, შემდეგ კი ისეთი მილიტარიზმი შექმნა, რომ წყვეტდა იმდროინდელი სამყაროს ბედს.

ხდება საოცრება ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ომობს ისტორიაში შედის როგორც აღმაშენებელი. მან ასობით მღვდელსა და ბერს წააცალა თავები, ეკლესია კი მას წმინდანად შერაცხავს. ე.ი. არსებობს წარმატების მიღწევის რაღაც კანონზომიერება.

 

ე. კანტმა ინტელექტის განმარტების ასეთი ფორმულა შემოგვთავაზა: საგნის მოვლენის გააზრების უუნარობას ეწოდება სიბრიყვე და სამწუხაროდ მის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს.

ანუ ის გვეუბნება: თუ შენ გაქვს ჰარვარდის კემბრიჯის და სარბონის დიპლომები, მაგრამ არ შეგწეს უნარი მოვლენის გააზრების, ხარ ბრიყვი და ყველაზე საინტერესოა, რომ ამის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს (არსებული შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოში 99.9% ე.წ. "პოლიტიკოსი" მოვლენების გააზრების უუნარობით არიან დაავადებული).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...