Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) დალგლიში და ფეირკლაფი კოენზე


Recommended Posts

http://www.kopsource.com/wp-content/postimages/332-kenny-dalglish-liverpool.jpg

კოპის ლეგენდებმა პატივი მიაგეს ყოფილი თანაგუნდელის ავი კოენის ხსოვნას, რომელიც მძიმე ავარიის შემდეგ 28 დეკემბერს თელ ავივის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

სამწუხარო ინფორმაცია ავტოკატასტროფის შესახებ ავი კოენის შვილმა ტამირმა გაავრცელა.

 

“ავი იყო შესანიშნავი ადამიანი და ის სამუდამოდ დარჩება იმ ადამიანების გულებში ვინც მას იცნობდა.” განაცხადა დალგლიშმა ოფიციალურ საიტთან მიცემულ ინტერვიუში.

 

“ის მალევე შეერწყა ჩვენ გუნდს და ყოველთვის შრომობდა ინგლისურის შესასწავლად, ამან მის პოპულარობაზე ძალიან იმოქმედა. მას თავიდანვე ყველა პატივისცემით ეპყრობოდა და მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი ხანი არ გაუტარები ლივერპულში მაინც დატოვა თავისი კვალი გუნდის ისტორიაში, არავინ დაივიწყებს მის დამსახურებას ასტონ ვილასთან მატჩში, სადაც გამარჯვებამ ჩემპიონობა მოგვიტანა. ჩვენ ძალიან ვწუხვართ და სამძიმარს უცხადებთ ავის ოჯახს.”

 

დევიდ ფეირკლაფმა ასევე გამოხატა მწუხარება ყოფილი თანაგუნდელის გარდაცვლის გამო: “მე ძალიან შევწუხდი,როდესაც ეს გავიგე. ტელეფონის ზარმა შოკში ჩამაგდო.”

 

“მე კარგად მახსოვს ავი, ის მეგობარი იყო მოედნის გარეთაც. მე და სემი ლის მასთან და მის მეუღლესთან დიდი დრო გვაქ გატარებული. მათ ქონდა სახლი ჩილდვოლში და მე კარგად მახსოვს, როგორ ვსადილობდით და ვატარებდით დროს. ის იყო უბრალო და ძალიან კარგი პიროვნება, ის ყოველთვის დარჩება ჩემ მეხსიერებაში.”http://www.liverpoolfc.tv/images5/avi_cohen_300_01.jpg

 

 

ებრაელი მარცხენა მცველი ლივერპულს 1979 წელს შეუერთდა ჩაატარა 24 მატჩი, გაიტანა ცნობილი გოლი გადამწყვეტ მატჩში ასტონ ვილას კარში.

 

კოენი იყო პირველი უცხოელი ლივერპულში რობერტ რუთხემის შემდეგ, რომელიც გუნდში 24 წლით ადრე მივიდა.

 

კოენი რამოდენიმე ბრწყინვალე მატჩის შემდეგ მიწვეული იქნა ლივერპულში სავარჯიშოდ სადაც 1 კვირა ივარჯიშა ბობი პეისლის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო 1979 წლის 15 სექტემბერს როი კენედის არყოფნის გამო შედგა მისი დებიუტი ლიდს იუნაიტედის წინააღმდეგ. მომდევნო სეზონში მან 14 მატჩი ჩაატარა(1980-1981) ხოლო 81 წლის ნოემბერს გუნდი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. 6 წლის შემდეგ ავი კვლავ დაბრუნდა ბრიტანეთში გლაზგო რეინჯერსის რიგებში.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...