Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ფანები არასოდეს მიჭერდნენ მხარს”


Recommended Posts

http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/12/30/article-1342780-0C9C1824000005DC-705_634x504.jpgროი ჰოჯსონმა გუნდში მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

 

გუშინ ვულვზთან დაპირისპირების დროს ნანახით განცვიფრებული და განრისხებული ლივერპულის გულშემატკივრები კლუბის ცოცხალი ლეგენდის კენი დალგლიშის სახელს მღეროდნენ, რითიც კიდევ ერთხელ მიანიშნებდნენ მერსისაიდელთა ხელმძღვანელებს, თუ ვინ სურდათ მწვრთნელად. ხოლო როის მისამართით ასეთ ირონიულ შეძახილებს გაიგონებდით – ‘Hodgson for England’.

 

63 წლის სპეციალისტმა აღიარა, რომ დღიდან მისი ლივერპულში მისვლისა, იგი არასოდეს გრძნობდა ქომაგთა განსაკუთრებულ მხარდაჭერას. ამ მხრივ, ჰოჯსონს თავად ფეხბურთელების მიმართ სასაყვედურო ნაკლებად აქვს.

 

მერსისაიდელთა თავკაცი ამბობს, რომ სწორედ ასეთ რთულ დროს სჭირდება მთლიანად გუნდს და ამასთან ერთად, რასაკვირველია მთავრ მწვრთნელს, ქომაგთა მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰოჯსონისვე განცხადებით, შედეგი შესაძლოა უარესიც გახდეს.

 

“მას შემდეგ, რაც მე კლუბში მოვედი, ყოველთვის ვგრძნობდი ფეხბურთელთა და კლუბის სხვა წარმომადგენელთა მხარდაჭერას, რაზეც ნამდვილად ვერ ვიტყვი ფანებზე. მათ არასოდეს გამოუხატავთ ჩემდამი განსაკუთრებული მხარდაჭერა”.

 

“გულშემატკივრები არ არიან კმაყოფილები იმით, რაც მოხდა მათ საყვარელ გუნდში 2010 წელს. რაც მე ამ კლუბში მოვედი, ჩვენ ვერ შევძელით გაგვემარჯვა იმ რაოდენობის მატჩებში, რომ ისინი ბედნიერები ყოფილიყვნენ”.

 

“ეს გასაგებია და ასეთ დროს ჯოხი უმეტესად მთავარ მწვრთნელზე ტყდება, თუმცა, თუკი ფანების მხარდაჭერა მოგვაკლდება, ეს ფეხბურთელებზე ცუდად იმოქმედებს” – განაცხადა ჰოჯსონმა.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...