planetanews Posted December 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/shashiashvili5-150x150.jpgპოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“ ხვალ, 31 დეკემბერს 15:00 საათზე გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეუერთდება და სოლიდარობას გამოუცხადებს მათ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლების ნაწილი, მათ შორის 1992-93 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეები , გმირთა მოედანზე პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწყებენ.გმირთა მემორიალთან დღეს ვეტერანების პირველი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა. გმირთა მოედანზე შეკრებილი ომის ვეტერანები ხელისუფლების მხრიდან დაღუპული მებრძოლების უპატივცემლობაზეც საუბრობდნენ. მათ საპროტესტო აქციაზე 150-მდე დაღუპული მეომრის ფოტო მოიტანეს, რომლებიც, როგორც ვეტერანები აცხადებენ, ყოფილი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის შენობის ეზოში ნაგავში გადაყრილი იპოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს ფაქტი პირდაპირ ცხადყობს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაღუპული მებრძოლებისა და ვეტერანების მიმართ.ომის ვეტერანების საპროტესტო აქციები 7 იანვრამდე გაგრძელდება. გმირთა მოედანზე ყოველ დღე, 15:00 საათზე მცირე საინფორმაციო მიტინგები და პრესკონფერენციები გამართება. ასევე მემორიალთან დაიდგმება სურვილებისა და განცხადებების ყუთი, იქ მოთავსებული წერილები კი შემდგომ ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეგზავნებათ.როგორც ვეტერანები აცხადებენ, ისინი ახალ წელსაც ქუჩაში შეხვდებიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts