planetanews Posted December 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/epnepn-150x150.jpgახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი” 2011 წელს რამდენიმე სიახლით შეხვდება. როგორც სააგენტოს რედკოლეგიაში აცხადებენ, 2011 წლიდან სააგენტოს 8 ქვეყანაში კორესპონდენტები ეყოლება, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, ჩეხეთში, აშშ-ში, თურქეთსა და რუსეთში. კორესპონდენტები უწყვეტ რეჟიმში მოამზადებენ ახალ ამბებს, რომლებიც როგორც საქართველოს შესახებ , ასევე ადგილობრივ ახალ ამბებს შეეხევბა. სააგენტოს სარედაქციო კოლეგიაში აცხადებენ, რომ 2010 წელი სააგენტოსთვის წარმატებული იყო და ის, როგორც ცნობადი ბრენდი, ასევე რეიტინგული მედია საშუალება გახდა. რამდენიმე დღის წინ ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსის” სერვერები ჩეხეთიში, კერძოდ პრაღაში გადავიდა. პრაღაში სერვერის გადატანა ჩეხური სერვერების მეტი დაცულობის გამო მოხდა. “ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ აღნიშნული სერვერ-პროვაიდერი ჩეხეთში მეორე ადგილზეა, როგორც დაცულობით ასევე სისწრაფით. ჩვენ საქართველოში ხშირად გვექმნებოდა პრობლემა, სხვადასხვა კომპანიები საიტებს www.epn.ge, www.expressnews.ge და www.expressnews.com.ge უმიზეზოდ რთავდნენ, რაც აზარალებდა როგორც სააგენტოს, ასევე მის ყოველდღიურ მომხმარებელს”,-განაცხადეს “ექსპრესნიუსის” სარედაქციო კოლეგიაში. შპს “ახალი ამბების სააგენტო კაუკასუსნიუსი” დაარსდა 2009 წლის 14 მაისს. 25 მაისს მუშაობა დაიწყო საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსმა”. ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსმა” ორიენტირი აიღო დასავლური მედიის სტანდარტების დამკვიდრებზე. მედიის საერთაშორისო მოთხოვნის თანახმად, ერთმანეთისგან გაიყო ფაქტი და კომენტარი. ყველა სათუო ინფორმაცია მოწმდება სამ წყაროსთან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts