planetanews Posted December 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 http://epn.ge/wp-content/uploads/2010/12/marian_lupu2-150x150.jpgმოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობას “მოლდოვის დემოკრატიული პარტიის” ლიდერი მარიან ლუპუ შეასრულებს. ამის შესახებ მოლდოვის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებმა განაცხადეს. პარლამენტმა მარიან ლუპუ სპიკერად 101-დან 57 ხმით უკვე აირჩია, თუმცა პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად მას 61 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მთავრობის დაკომპლექტება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს “ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის” თავჯდომარეს ვლად ფილატს დაევალა. მთავრობის შესაქმნელად მას ვადა თებერვლამდე აქვს. თებერვალშივე პარლამნეტი პრეზიდენტის კანდიდატურას უყრის კენჭს. ოპოზიციური “კომუნისტების პარტია”, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი ხელმძღვანელობს, კენჭისყრის ბოიკოტირებას აპირებს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts